2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №124
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 112 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №124 2013 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი 2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტებრამდე. 2. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები: ა) შპს „ენგურჰესი“ ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“. 3. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე