„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) 55-ე მუხლის 55.11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„55.11. იმ საზოგადოებაში, სადაც სახელმწიფოს წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს, შესაძლებელია, წესდებით არ იყოს გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს საერთო კრება. თუ წესდებით გათვალისწინებული იქნება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 3 და არა უმეტეს 7 წევრის შემადგენლობით ირჩევს საერთო კრება.“.
მუხლი 2.
გაუქმდეს სამეთვალყურეო საბჭოები, რომლებიც შექმნილი იყო ამ კანონის ამოქმედებამდე იმ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფოს წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს.
მუხლი 3.
დაევალოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საზოგადოებაში, სადაც სახელმწიფოს წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს, სახელმწიფოს წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოში იქნება საჯარო მოსამსახურე, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 4.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5293–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5293. სარეგისტრაციო კოდი — 240.000.000.05.001.003.022.
- სად არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5293, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.003.022 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19888/