„შესყიდვებზე და მომსახურებაზე (აშშ-საქართველო-02) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის“ შეთანხმება
მიღების თარიღი 13.06.2006
ძალაში შესვლა 02.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №35/19
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2013
დოკუმენტის ტექსტი
„შესყიდვებზე და მომსახურებაზე (აშშ-საქართველო-02) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის“ შეთანხმება
.
შესყიდვებზე და მომსახურებაზე (საქართველო-აშშ-02) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის
პრეამბულა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და აშშ თავდაცვის დეპარტამენტი, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი გამოთქვამენ სურვილს განაგრძონ თავიანთი შეიარაღებული ძალების ურთიერთმოქმედება, მზადყოფნა და ეფექტურობა ლოგისტიკის დარგში გაზრდილი თანამშრომლობით, თანხმდებიან დადონ შესყიდვებზე და მომსახურებაზე წინამდებარე შეთანხმება,
მუხლი 1🔗. მიზანი
აღნიშნული შეთანხმების მიზანს წარმოადგენს ძირითადი პირობებისა და პროცედურების ჩამოყალიბება, რათა ხელი შეუწყოს მხარეებს შორის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, მომარაგებასა და მომსახურებას, როგორც განსაზღვრულია შეთანხმების მე-2 მუხლში.
მუხლი 2🔗. განმარტებები
1. წინამდებარე შეთანხმებასა და სხვა საიმპლემენტაციო განაწესში, რომლებიც ადგენენ სპეციფიკურ პროცედურებს, გამოიყენება შემდეგი სახის განმარტებები:
ა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნებისმიერი ინფორმაცია. ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც მოითხოვს დაცვას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ეკუთვნის საიდუმლოს ხარისხის მინიჭება. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ზეპირი, ვიზუალური, მაგნიტური ან დოკუმენტური ფორმით ან აღჭურვილობის ან ტექნოლოგიის ფრომით.
ბ. იდენტური ფასეულობით გაცვლა. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული გადახდა, რომელშიც მიღწეულია შეთანხმება, რომ მიმღებმა მხარემ უნდა შეცვალოს ლოგისტიკური უზრუნველყოფა, მომარაგება და მომსახურება, მიიღებს ანალოგიურად თანაბარი ღირებულების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, მომარაგებასა და მომსახურებას.
გ. საიმპლემენტაციო განაწესი დამატებითი წერილობითი შეთანხმება, ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომარაგებისა და მომსახურებისათვის, რომელიც აზუსტებს დეტალებსა და პირობებს, რათა შესყიდვებისა და მომსახურების ხელშეკრულებები შესრულდეს ეფექტურად.
დ. ანგარიშფაქტურა. საბუთი გაცემული მიმწოდებელი მხარისაგან, რომელიც ითხოვს კომპენსირებას, ან თანხის გადახდას ჩატარებული ლოგისტიკური უზრნველყოფის, მომარაგების ან მომსახურების სანაცვლოდ წინამდებარე შეთანხმებისა და შესაბამისი შესრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.
ე. ლოგისტიკური უზრუნველყოფა, მომარაგება, მომსახურება. საკვები, წყალი, განთავსება, ტრანსპორტირება (მათ შორის საჰაერო), საწვავი, ზეთები, საპოხი-საცხები ნივთიერებები, ტანისამოსი, კავშირგაბმულობა, სამედიცინო მომსახურება, აღჭურვილობა, ბაზის ოპერაციების მხარდაჭერა, (სამშენებლო საქმიანობის მხარდაჭერა ბაზაზე) საწყობების მომსახურება, შენობა-ნაგებობების გამოყენება, სასწავლო მომსახურება, მარაგი ნაწილები და კომპონენტები, სარემონტო და ტექნიკური მომსახურება, იარაღის დაყენება, გასწორება და პორტის მომსახურება. ეს პირობა ასევე შეიცავს ზოგადი მოხმარების სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა არასაბრძოლო ნივთებისა და სამხედრო აღჭურვილობის დროებით გამოყენებას, რომლის იჯარა ან სესხება დაშვებულია მხარეთა შიდა კანონმდებლობით ან სხვა მარეგულირებელი ნორმებით. ლოგისტიკური უზრუნველყოფა, მომარაგება და მომსახურება გულისხმობს ნებისმიერი ან ყველა მიმდინარე კატეგორიების უზრუნველყოფას, მომარაგებასა და მომსახურებას.
ვ. შეკვეთა. უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, წინასწარ შეთანხმებული ფორმით შედგენილი წერილობითი მოთხოვნა, რათა აღმოჩენილ იქნეს სპეციფიკური ლოგისტიკური დახმარება, მომარაგება ან მომსახურება მოცემული შეთანხმების გათვალისწინებით და შესაბამისი საიმპლემენტაციო განაწესის მიხედვით.
ზ. საკონტაქტო პირი. ოფისი ან სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია მხარის მიერ, რათა ხელი მოაწეროს მოთხოვნილ შეკვეთას ან დაეთანხმოს ლოგისტიკური უზრუნფველყოფის, მომარაგებისა და მომსახურების მიწოდებას ამ შეთანხმების ფარგლებში, ან შეკრიბოს, ან განახორციელოს გადახდა ამ შეთანხმების შესაბამისად მიწოდებული ან მიღებული ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომარაგებისა და მომსახურებისათვის. საკონტაქტო პირები ჩამოთვლილია ამ შეთანხმების დანართში საკონტაქტო პირების შესახებ ან ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საიმპლემენტაციო განაწესში.
თ. მიმღები მხარე. მხარე, რომელიც შეკუვეთავს და მიიღებს ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, მომარაგებასა და მომსახურებას.
ი. ნატურით გაცვლა. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული გადახდა, რომელშიც მიღწეულია შეთანხმება, რომ მიმღებმა მხარემ უნდა შეცვალოს ლოგისტიკური უზრუნველყოფა, მომარაგება და მომსახურება მიიღებს იდენტურ, ან არსებითად იდენტურ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, მომარაგებასა და მომსახურებას.
კ. მომწოდებელი მხარე. მხარე, რომელიც აწვდის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, მომარაგებასა და მომსახურებას.
ლ. გადაცემა. გაყიდვა (იქნება ეს ვალუტით თანხის ანაზღაურებით, ნატურით გაცვლით, ან თუ შესაბამისი ფასის მარაგისა და მომსახურების გაცვლით), გაქირავება, სესხება, ან დროებით სხვა გზით ლოგისტიკური უზრუნველყოფა, მომარაგება და მომსახურება წინამდებარე შეთანხმების გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗. გამოყენება
1. მოცემული შეთანხმება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მხარეებს შორის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, რაც ძირითადად გამოყენებული იქნება ერთობლივი წვრთნის, ვარჯიშის, გადაადგილების, ოპერაციების ან სხვა ერთობლივი ღონისძიებების, გაუთვალისწინებელი შემთხვევების საგანგებო ვითარების დროს, ერთ-ერთი მხარის ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომარაგებისა და მომსახურებისათვის.
2. წინამდებარე შეთანხმება ეფუძნება ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომარაგებისა და მომსახურების ურთიერთშეთანხმებულ პრინციპებს ერთი მხარის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე მხარის შეიარაღებული ძალებისათვის (მიმწოდებელი მხარისათვის) ფულით ან მის სანაცვლოდ ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომარაგების ან მომსახურების სახით გადახდას.
3. ამ შეთანხმებისა და საიმპლემენტაციო განაწესის შესაბამისი ნებისმიერი ღონისძიება განხორციელდება მათი შესაბამისი შიდასახელმწიფო კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად. ამ შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით არ გამოიყენება პრივატიზაციის, სესხის, ნივთების დროებით გადაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. ამ შეთანხმებისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საიმპლემენტაციო განაწესის შესაბამისად არსებული მხარეთა ყველა მოვალეობა ეფუძნება ამგვარი მიზნებისათვის გამოყოფილი თანხების ხელმისაწვდომობას. თუკი მხარეთა შორის წინასწარ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მხარე არ გააკეთებს შეკვეთას და არ მიიღებს დახმარებას ამ შეთანხმებისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საიმპლემენტაციო განაწესის შესაბამისად, თუკი მას არ აქვს სახსრები (ან შეთანხმებულია ნატურით დახმარებაზე) ამგვარი დახმარების ასანაზღაურებლად. თუკი მხარე აღმოაჩენს, რომ მას არ აქვს საკმარისი სახსრები თავისი ვალდებულების შესასრულებლად, ის დაუყოვნებლივ შეატყობინებს მეორე მხარეს, რომელსაც უფლება აქვს შეწყვიტოს დახმარების გადაცემა, რომელიც უნდა გადახდილიყო ამგვარი სახსრებით. ეს გავლენას არ ახდენს მხარის ვალდებულებაზე გადაიხადოს უკვე მიღებული დახმარებისათვის.
4. წინამდებარე შეთანხმების ქვემოთ ჩამოთვლილი მასალები არ ექვემდებარება გადაცემას
ა. იარაღის სისტემები;
ბ.მარაგ ნაწილებად დაუშლელი ტექნიკა (გარდა დაქირავებული ან ნასესხები ზოგადი სამომხმარებლო სატრანსპორტო საშუალებებისა და
სხვა სიცოცხლისათვის უსაფრთხო სამხედრო აღჭურვილობისა, როდესაც ამგვარი სესხება ან დაქირავება ნებადართულია მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად);
გ. შესაცვლელი და სათადარიგო ნაწილების საწყისი რაოდენობა, რაც დაკავშირებულია ორგანიზაციული აღჭურვილობის ძირითადი ნაწილების საწყის შეკვეთასთან. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური შეცვლა და იმ სათადარიგო ნაწილების ტრანსფერი, რომლებსაც სჭირდებათ დაუყოვნებლივ შეკეთება და მომსახურება.
5. შეთანხმებაში ორივე მხარის მიერ ასევე ამოღებული იქნება გადასაცემი ნუსხიდან ის საგნები, რომელთა გადაცემა აკრძალულია ხელშემკვრელი მხარეთა ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი ნორმებით. აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები ამ შეთანხმების შესაბამისად არ გადასცემს შემდეგ საგნებს:
ა. მართვადი რაკეტები;
ბ. საზღვაო ნაღმები და ტორპედოები;
გ. ბირთვული საბრძოლო მასალები და შესაბამისი აღჭურვილობა, როგორიცაა საბრძოლო ქობინები, სამაგრი რაკეტები, დამანგრეველი საბრძოლო მასალები და სასწავლო საბრძოლო მასალები;
დ. ბომბებისა და სხვა საბრძოლო მასალის სამართავი კომპონენტები;
ე. ქიმიური მარაგები და საბრძოლო მასალები (გარდა მასობრივი არეულობის მაკონტროლებელი შენაერთებისა);
ვ. ბირთვული პროდუქციის წყარო, შუალედური პროდუქტი ან სპეციალური ბირთვული მასალები, მონაცემები ან რაიმე ფასეული რისი გადაცემაც ექვემდებარება 1954 წლის ატომური ენერგიის აქტის აკრძალვებს. (აშშ კოდექსი 42-ე მუხლი 2011🔗 – ე თავი)
ზ. სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც განსაზღვრულია, როგორც მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღების ნუსხაში (აშშ-ს ფედერალური რეგულირების კოდექსის 22-ე მუხლის 121-ე პუნქტი), გარდა იმისა რაც ნებადართულია ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომარაგებისა და მომსახურების შესახებ აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. პირობები
1. ყოველი მხარე, მათი ქვეყნების პრიორიტეტების გათვალისწინებით ეცდება, დააკმაყოფილოს მეორე მხარის მოთხოვნები წინამდებარე შეთანხმების მიხედვით ლოგისტიკური დახმარების, მომარაგებისა და მომსახურების საკითხებში, როდესაც საიმპლემენტაციო განაწესი აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიცავს უფრო მკაცრ სტანდარტებს, მოცემული პუნქტის ნაცვლად გამოიყენება საიმპლემენტაციო განაწესი
2. მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს ან მიღებულ იქნეს მხოლოდ საკონტაქტო პირების ან დანიშნული პირების მეშვეობით, რომლებიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართ ‘‘ა’’ და ‘‘კ’’-ში. როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები მოითხოვს ლოგისტიკურ დახმარებას, მომარაგებასა და მომსახურებას აშშ-ს ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის სფეროს გარეთ, მათ შეუძლიათ მიმართონ უკვე ნაცნობ წყაროს ან მოიძიონ დახმარება ევროპის სარდლობის შტაბიდან ან ევროპის სარდლობის სახეობათა შტაბებიდან, რათა მოთხოვნა მივიდეს ევროპის სარდლობის გარეთ საკონტაქტო პირამდე.
3. საიმპლემენტაციო განაწესი ამ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება განხილულ იქნეს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სახელით აშშ ევროპული სარდლობის შტაბის წარმომადგენლების მიერ. ასევე სხვა აშშ-ს გაერთიანებული სარდლობების ან მათი დანიშნული სარდლობების წარმომადგენლების მიერ. საიმპლემენტაციო განაწესზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით მოლაპარაკებები შეუძლიათ აწარმოონ შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა და მისდამი დაქვემდებარებულმა სარდლობებმა. საიმპლემენტაციო განაწესში განსაზღვრული უნდა იყოს საკონტრაქტო პირები და მათი უფლებამოსილების ფარგლები.
4. შემკვეთი მხარე წერილობითი მოთხოვნის წარდგენამდე უნდა დაუკავშირდეს მიმწოდებელი მხარის საკონტაქტო პირს ტელეფონით, ფაქსით ან იმეილით, რათა დარწმუნდეს რომ საშუალებები ადგილზეა, გაიგოს ფასი და შეკვეთილი მასალების ან მომსახურების ანაზღაურების სასურველი გზა. მოთხოვნაში უნდა შედიოდეს ყველა მონაცემი და დაცული უნდა იქნეს დანართ ‘‘ა’’-ში, ასევე ყველა სხვა პირობა და დეტალი გადაცემის განსახორციელებლად. თანდართულია მითითებები და სტანდარტული შეკვეთის ფორმულარი თან ახლავს. ამ შეთანხმების ციფრობრივი სახელი, საქართველო - აშშ - 02. უნდა იქნეს მონიშნული ყველა მოთხოვნაში და შესაბამის წერილებში.
5. ორივე მხარე შეინახავს ტრანზაქციების შესახებ ჩანაწერებს.
6. მიმღები მხარე პასუხისმგებელია:
ა. შეთანხმების საფუძველზე აწარმოოს შესყიდული მარაგის მიღება და ტრანსპორტირება. მიმწოდებელს ევალება რომ დახმარება აღმოუჩინოს მიმღებს სატრანსპორტო საშუალებბზე მარაგის დატვირთვაში.
ბ. ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებაზე.
7. პიროვნება, ვინც ჩაიბარებს გამოგზავნილ მარაგს ან მიიღებს მომსახურებას, მიღების დასამოწმებლად ხელს მოაწერს მიმღები მხარის სახელით სტანდარტული მოთხოვნის საბუთებს, (დანართი ა/ა) თუ მიმწოდებლის ადგილზე არ აღმოჩნდა სტანდარტული მოთხოვნის საბუთი მიმღები მხარე ხელს მოაწერს ჩაბარების საბუთს, ძირითადი საბუთის სანაცვლოდ. აღნიშნული შეთანხმების ციფრობრივი დასახელება საქართველო - აშშ - 02 აღინიშნება მიღების საბუთზე. ქართული მხარის საკონტაქტო პირის მიერ გაკეთებულ მოთხოვნაზე ამერიკულმა მხარემ უნდა გადაამოწმოს და მოაწეროს ხელი ორმხრივ ფორმას, რომელიც დადგენილია შეთანხმების ‘‘ა/გ’’ დანართით. ეს ფორმა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ქართული მხარის მიერ შიდა პროცედურებისათვის და არ უნდა მოახდინოს გავლენა ამ შეთანხმების სხვა პირობებზე და მის ფარგლებში განხორციელებულ შეკვეთებზე.
8. მიმწოდებელი მხარე პასუხისმგებელია:
ა. შეატყობინოს მიმღებ მხარეს თუ სად შეიძლება ლოგისტიკის უზრუნველყოფის, მომარაგებისა და მომსახურების მიღება; და
ბ. გადასცეს ხელმოწერილი მიღების დოკუმენტი საკონტაქტო პირს, რომელიც ამ შეთანხმების შესაბამისად დანიშნულია, როგორც შეკვეთის მიმღები. ხელმოწერილი მიღების დოკუმენტი დაერთვება შეკვეთის ფორმის ორიგინალს.
9, ლოგისტიკური დახმარება, მომრაგება და მომსახურება, რომელიც მიღებული იქნება შეთანხმების საფუძველზე არ იქნება გადაცემული დროებით ან სამუდამოდ სხვა ქვეყნისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციის, ან დაწესებულებისათვის (გარდა მიმღები მხარის პერსონალის, თანამშრომლების ან აგენტებისა) მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შესაბამისი არხებით მიღების გარეშე.
მუხლი 5🔗. ანაზღაურება
1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განსაზღვრული ლოგისტიკური დახმარების, მომარაგებისა და მომსახურების ანაზღაურებისათვის, მხარეები თანხმდებიან, რომ გადაიხდიან ნაღდი ანგარიშსწორებით (ანაზღაურებადი გარიგება). ნატურით ან შესაბამისი კურსით ვალუტაში (ფულადი გარიგება) მიმღები მხარე გადაუხდის მიმწოდებელ მხარეს, ამ მუხლის პირველი პუნქტის’’ა’’ ან ‘‘ბ’’ ქვეპუნქტებში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ა) ანაზღაურებადი გარიგება. მიმწოდებელი მხარე მიმღებ მხარეს წარუდგენს ანგარიშფაქტურებს ლოგისტიკური მხარდაჭერის, მომარაგებისა და მომსახურების გაწევის ან უზრუნველყოფის შემდეგ. ორივე მხარე უზრუნველყოფს ყველა გარიგებისათვის გადახდას და თითოეული მხარე წარუდგენს მეორე მხარეს არა ნაკლებ 3 თვეში ერთხელ ანგარიშფაქტურებს ყველა იმ გარიგებისათვის, რომელიც მანამდე არ წარუდგენია. ანგარიშფაქტურებს თან დაერთვება საჭირო დოკუმენტაცია და იგი უნდა დაიფაროს ანგარიშფაქტურების მომზადებისა და წარდგენიდან 60 დღის ვადაში. გადახდა უნდა განხორციელდეს მიმწოდებელი მხარის ვალუტაში ან როგორც შეთანხმებული იქნება შეკვეთაში. ამ შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებებისათვის ქართული მხარის მიერ მიღებული ნაღდი ფულით ანაზღაურება უნდა ჩაითვალოს ქართული მხარის მიერ, როგორც მიზნობრივი თანხები. ანაზღაურებადი გარიგებისათვის თანხის განსაზღვრისას, მხარეები თანხმდებიან გადახდის საერთო პრინციპებზე:
(1) სპეციალური შესყიდვის შემთხვევაში, მიმწოდებელი მხარის მიერ მისი კონტრაქტორებისაგან მიმღები მხარის მიმართ შეთავაზებული ფასი იქნება არა ნაკლები იმ ფასისა, რომელსაც განსაზღვრავს კონტრაქტორი მიმწოდებელი მხარის შეიარაღებული ძალებისათვის იდენტური საქონლის ან მომსახურების მისაყიდად, გარდა იმ თანხებისა, რომლებსაც გამორიცხავს წინამდებარე ხელშეკრულების VI მუხლი. განსაზღვრულ ფასში შეიძლება გათვალისწინებული იყოს განსხვავებები, მიწოდების განრიგის, მიწოდების ადგილებისა და სხვა მსგავსი პირობების გათვალისწინებით.
(2) მიმწოდებელი მხარის მიერ საკუთარი რესურსებიდან განხორციელებული მიწოდების შემთხვევაში, იგი განსაზღვრავს იგივე ფასს, რომელსაც განსაზღვრავს საკუთარი შეიარაღებული ძალებისათვის იდენტური ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომრაგების ან მომსახურებისათვის, მათი გაწევისა და უზრუნველყოფის დღეს, გარდა იმ თანხებისა, რომლებსაც გამორიცხავს წინამდებარე ხელშეკრულების VI მუხლი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც თანხა არ იქნება განსაზღვრული ან ხარჯები არ იქნება გაწეული რომელიმე მხარის მიერ საკუთარი სამხედრო ძალებისათვის მხარეები შეთანხმდებიან ფასზე წინასწარ, საერთო პრინციპების გათვალისწინებით გარდა იმ ხარჯებისა, რომლებსაც გამორიცხავს ფასის განსაზღვრის საერთო პრინციპები.
ბ. გაცვლითი გარიგება. გაცვლა შეიძლება განხორციელდეს ნატურით ან იდენტური ფასეულობის გაცვლით: მიმღები მხარე გადაუხდის მიმწოდებელ მხარეს, ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომარაგებისა და მომსახურებისათვის, როგორც ეს შეთანხმებულია მხარეებს შორის, ნატურით ან შესაბამისი ღირებულების მომსახურებით. როდესაც იდენტური ფასეულობებით გაცვლა არის გადახდის შეთანხმებული მეთოდი, მოთხოვნილი დახმარების გადაცემამდე, მხარეები შესაძლებლობების ფარგლებში შეთანხმდებიან საქონელსა და მომსახურებაზე, რომლებიც დამტკიცდება გადახდისათვის. მიმღები მხარე პასუხისმგებელია უზრუნველყოს ლოგისტიკური მხარდაჭერის, მომარაგების ან მომსახურების მხარეთა შორის ორმხრივად შეთანხმებულ ადგილამდე ტრანსპორტირება და გადატანა შეკვეთის ხელმოწერის დროისათვის. თუკი მიმღები მხარე არ მოახდენს გაცვლას შეთანხმებული განრიგის პირობების შესაბამისად ან საწყისი გარიგების თარიღიდან არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში, გარიგება ჩაითვლება საკომპენსაციოდ და რეგულირდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ‘‘ა’’ ქვეპუნქტით , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფასი განსაზღვრული იქნება რეალურ ან გაანგარიშებულ ფასებზე გადახდის დღესთან შეთანხმებით.
გ. ფასის ან შეფასების დადგენა. ფასის განსაზღვრის ეს მექანიზმი გამოიყენება იმისათვის, რომ განმარტოს ორმხრივი შეფასების პრინციპები: მარაგი მასალის დადგენილი ფასი იქნება მიმწოდებელი მხარის მატერიალური საშუალებების სიაში მოცემული ფასის თანაფარდი. ახალი შესყიდვისას ფასი იქნება იგივე, რაც მიმწოდებელი მხარის მიერ კონტრაქტორის ან გადამყიდველისათვის გადახდილი თანხა. გაწეული მომსახურების ფასი დაფუძნებული იქნება მიმწოდებელი მხარის სტანდარტულ ფასებზე, თუ ფასი მისაღები არ არის, იგი ტოლია უშუალოდ იმ ფასისა, რომელიც დაკავშირებულია გაწეულ სამსახურთან, ღირებულებიდან გამორიცხული უნდა იყოს ყველა სახის გადასახადი და ბეგარა, რომლისგანაც მიმღები მხარე განთავისუფლებულია იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომლებიც მხარეთა მთავრობებმა გააფორმეს ერთმანეთთან. მოთხოვნის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდებიან მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია, რათა გადამოწმდეს ხორციელდება თუ არა ორმხრივი შეფასებები, რომლებიც არ მოიცავს ხარჯების აცილებას ან გამორიცხვას.
2. როდესაც შეკვეთის კონკრეტული ფასი წინასწარ არ არის შეთანხმებული, საბოლოო ფასი უნდა ჩამოყალიბდეს იმ მხარის მაქსიმალური მოთხოვნილების გათვალისწინებით, რომელიც უკვეთავს მარაგს, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მომსახურებას. აღნიშნულ შემთხვევაში მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკება საბოლოო ფასის დასადგენად.
3. თითოეული მხარის საკონტაქტო პირების სია, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გადახდისა და შეგროვებისათვის, მოცემულია აღნიშნული შეთანხმების დანართებში.
4. ამ შეთანხმების შესაბამისი ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომარაგებისა და მომსახურების ფასი არ უნდა იყოს მხარეთა ან მათი დეპარტამენტებს ან თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული სხვა შეთანხმებების შესაბამისად გაწეული ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მომარაგებისა და მომსახურების ფასზე მაღალი.
მუხლი 6🔗. აცილებული ან გამორიცხული ხარჯები
ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ადვილად განსასაზღვრი მოსაკრებლები, გადასახადები და მსგავსი გადასახდელები არ დაეკისროს ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო შეღავათების მაქსიმიზაციასს. წინამდებარე შეთანხმებაზე ასევე ვრცელდება შესაბამისისი შეთანხმებების საგადასახადო შეღავათების დებულებები. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ შეიცავს თუ არა ლოგისტიკური დახმარების, მომარაგების ან მომსახურების ფასები გადასახადებს ან მოსაკრებლებს. იმ საკითხის განსაზღვრისას გადახდილი უნდა იყოს თუ არა მოსაკრებლები, გადასახადები ან მსგავსი გადასახდელები, მე-5 მუხლში მოცემული ფასების პრინციპები განსაზღვრავს მიმწოდებელი მხარის მიერ გადაცემული ლოგისტიკური დახმარების მომარაგების ან მომსახურების ღირებულებას.
მუხლი მუხლი 7🔗. ინფორმაციის უსაფრთხოება
მხარეებს აქვთ სურვილი, რომ აღნიშნული შეთანხმებისა და განხორციელების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გასაწევი საქმიანობა განახორციელონ არასაიდუმლო დონეზე. თუკი სპეციალურად არ განისაზღვრა ცალკე შეთანხმებით ან განაწესით, ამ შეთანხმების ან ნებისმიერი საიმპლემენტაციო განაწესის ფარგლებში საიდუმლო ინფორმაცია და მასალა არ იქნება გაცვლილი ან შემუშავებული ცალკე წერილობითი შეთანხმებების გარეშე.
მუხლი 8🔗. შეთანხმების განმარტება, ცვლილებები და გადასინჯვა, სადავო საკითხების მოგვარება
1. ნებსმიერი უთანხმოება. რომელიც წარმოიქმნება აღნიშნული შეთანხმების შესრულებისას, განმარტებისას, გამოყენებისას და განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებსმიერი საქმიანობისას უნდა მოგვარდეს მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე და დარეგულირების მიზნით არ უნდა იქნეს გადაცემული ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასამართლოში ან რომელიმე მესამე მხარისათვის.
2. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მოცემული შეთანხმების გადასინჯვა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ასეთი მოთხოვნის წარდგენისას, მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკება. შეთანხმებაში შესწორებების შეტანა შეიძლება მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. დანართები ‘‘ბ-კ’’, სადაც მოცემულია საკონტაქტო პირების სია, შეიძლება შეიცვალოს მხარეების მიერ შეთანხმებაში ოფიციალური სახის შესწორებების შეტანის გარეშე.
მუხლი 9🔗. ძალაში შესვლის თარიღი და შეწყვეტა
1. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შედგება პრეამბულისაგან, 1-9 თავებისაგან და ‘‘ა-კ’’ დანართებისაგან, ძალაში შევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროსათვის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ინფორმაციის დიპლომატიური არხებით მიწოდების დღიდან. აღნიშნული შეთანხმება ძალაში რჩება, თუ არ იქნა შეწყვეტილი ერთ-ერთი მხარის მიერ, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე 180 დღით ადრე შეთანხმების შეწყვეტამდე. მიუხედავად შეთანხმების შეწყვეტისა, ანაზღაურებასთან დაკავშირებული ვალდებულებები ეკისრება პასუხისმგებელ მხარეს.
2. ძალაში შესვლის შემდეგ, ეს შეთანხმება სრულად ანაცვლებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის შესყიდვებისა და მომსახურების შესახებ 2002 წლის 26 აგვისტოს შეთანხმებას. სხვა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დოკუმენტში არსებული შესყიდვებისა და მომსახურების შესახებ შეთანხმებაზე ნებისმიერი მითითება განხორციელდება ისე, როგორც მოცემულია ამ შეთანხმებაში. დახმარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ვალდებულება, ტრანზაქცია, შეკვეთა, ან მოთხოვნა, რომელიც განხორციელებულია ზემოაღნიშნული შესყიდვებისა და მომსახურების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე ძალაში დარჩება მის დაკმაყოფილებამდე.
ამის დასტურად, ქვემოთ ხელისმომწერნი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას.
წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია ორ პირად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია, შეთანხმების განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს თავდაცვის ამერიკის შეერთებული შტატების
სამინისტროს სახელით თავდაცვის დეპარტამენტის სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია
_____________________________________ __________________________________
სახელი:__________________________________ სახელი:______________________________
წოდება: __________________________________ წოდება: _____________________________
თანამდებობა:_____________________________ თანამდებობა:_________________________
ადგილი/თარიღი: _______________________ ადგილი/თარიღი:____________________