„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №204 |
|
2013 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა
სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტი;
გ) ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტი;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტი;
ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;
თ) იურიდიული დეპარტამენტი;
ი) ანალიტიკური დეპარტამენტი.“.
2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქონების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართული ფუნქციონირების, ორგტექნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარმართვა;
გ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა.“.
3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა:
სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პრიორიტეტული ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა; სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი; სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა; სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელება; სამინისტროში შემოსული პროექტების ხარჯთაღრიცხვების მიზანშეწონილობის შეფასება; პროექტების ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი; დასრულებული პროე-ქტების მიღება-ჩაბარების აქტების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა; განხორციელებული პროექტების ფინანსური ეფექტიანობის შეფასება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.08.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.08.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №204. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.017371.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.08.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №204, 14.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017371 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1989272/