ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 16.08.2013
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.08.2011
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2013 წლის 16 აგვისტო
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №53 დადგენილება.
მუხლი 3🔗
2013 წლის 16 აგვისტოს №27 დადგენილებით - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის
სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონების „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, “ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის სტრუქტურა, საშტატო რიცხოვნობა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
4.
სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ჩოხატაური, დუმბაძის ქ. N66.
5.
სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა)
სახანძრო უსაფთხოების ღონისძიებათა განხორციელება;
ბ)
ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება;
გ)
ხანძრის ჩაქრობა და ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაწესება;
დ)
სახანძრო უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე;
ე)
ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;
ვ)
სახელმწიფო საინფორმაციო უზრუნველყოფა, ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის შექმნა;
ზ)
მუნიციპალიტეტსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში ხანძრის ჩაქრობის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება;
თ)
საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა მიღება;
ი)
მასობრივი უწესრიგობის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებში მისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად;
2.
სამსახურის ამოცანებია:
ა)
ორგანიზაცია გაუწიოს ხანძრის ჩაქრობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;
ბ)
მზადყოფნაში ჰყავდეს სამსახურის პირადი შემადგენლობა, სახანძრო ტექნიკა, კავშირგაბმულობისა და მართვის საშუალებები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები და სამსახურის შეიარაღებაში არსებული სხვა ტექნიკური საშუალებები;
გ)
უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების დროული და მაღალხარისხოვანი წარმართვა;
დ)
განახორციელოს სამსახურის პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახების წევრების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ღონისძიებები;
ე)
ხელი შეუწყოს მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას;
ვ)
ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის #571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად;
ზ)
ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა;
თ)
საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3.
აკრძალულია სახანძრო და სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა და მართვა
1.
დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა)
სამსახურის უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობა;
ბ)
მთავარი სპეციალისტი - სამსახურის უფროსის მოადგილე-უმცროსი საჯარო თანამდებობა;
გ)
სპეციალისტი - ცვლის უფროსი - უმცროსი საჯარო თანამდებობა;
დ)
სპეციალისტი - მეხანძრე-მაშველი-უმცროსი საჯარო თანამდებობა;
ე)
სპეციალისტი - მძღოლი -უმცროსი საჯარო თანამდებობა;
ვ)
სპეციალისტი - მეელსმენე -უმცროსი საჯარო თანამდებობა.
2.
სახანძრო-სამაშველო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი ვალდებულია:
1.
გააკონტროლოს სამსახურის დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების შესრულება;
2.
დადგენილი წესის შესაბამისად უხელმძღვანელოს სამსახურის დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მართვას და მორიგე ცვლის საქმიანობას;
3.
განსაზღვროს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესი;
4.
განაზოგადოს სამსახურის ორგანიზების გამოცდილება;
5.
ორგანიზება გაუწიოს სახანძრო-ტაქტიკურ და სახანძრო-სამწყობრო მომზადებას;
6.
დიდი ხანძრების დროს უზრუნველყოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მითითება-განკარგულებების შესრულება;
7.
უზრუნველყოს და გააკონტროლოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულება;
8.
ორგანიზება გაუწიოს მარეგლამენტირებელი ნორმატიული დოკუმენტაციის შესწავლას;
9.
ორგანიზება გაუწიოს ხანძრის ჩაქრობის შტატგარეშე ოპერატიული შტაბის შექმნას და განსაზღვროს მათი მოქმედების წესი ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებისას;
10.
მიიღოს სახანძრო წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფის ზომები;
11.
დაადგინოს დიდი ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრების და სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის წესი;
12.
შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, განიხილოს საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირების წინადადებები;
13.
დაამტკიცოს სამსახურის შინაგანაწესი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსს უფლება აქვს:
1.
მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ორგანიზებისათვის საჭირო მონაცემები და ოპერატიული ინფორმაცია;
2.
შეამოწმოს დაქვემდებარებულ დანაყოფებში პირადი შემადგენლობის ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მზადყოფნა;
3.
დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განახორციელოს სამსახურის ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება;
4.
გასცეს განკარგულებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ, აგრეთვე მოითხოვოს მათი შესრულება;
5.
დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო ცნობები და ოპერატიული ინფორმაცია;
6.
ორგანიზება გაუწიოს სახანძრო-ტაქტიკური სწავლების, დათვალიერების, შეჯიბრების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას;
7.
დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის და სხვა სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემების დაზიანების აღმოფხვრა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობის უზრუნველყოფა;
8.
დადგენილი წესით შეცვალოს დანაყოფის გათვლაში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა, სამსახურში არსებული სათადარიგო ტექნიკის ხარჯზე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
1.
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
2.
მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
3.
ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
4.
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მომსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
5.
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
6.
ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
1.
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
2.
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
3.
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
4.
იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
5.
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
6.
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.