ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 16.08.2013
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2013 წლის 16 აგვისტო
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის
სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ - საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 01 იანვრიდან.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის
სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი
აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს და აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს.
თავი I
საერთო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონები „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 2🔗.
სახანძრო-სამაშველო სამსახური
სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში-სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში.
მუხლი 3🔗.
მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები
.
1.
სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით, ამ წესით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით;
2.
სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს;
3.
უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
4.
სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში;
5.
მოსამსახურე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად;
6.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსო სახსრებიდან;
7.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა და მართვა
.
1.
დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა)
დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ბ)
სამსახურის უფროსის მოადგილე - უმცროსი საჯარო თანამდებობა;
გ)
მთავარი სპეციალისტი - სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორი - უმცროსი საჯარო თანამდებობა;
დ)
მთავარი სპეციალისტი - მორიგე ცვლის უფროსი - უმცროსი საჯარო თანამდებობა;
ე)
წამყვანი სპეციალისტი - ათეულის მეთაური - უმცროსი საჯარო თანამდებობა;
ვ)
სპეციალისტი - მეხანძრე - მაშველი - უმცროსი საჯარო თანამდებობა;
ზ)
სპეციალისტი - მძღოლი - უმცროსი საჯარო თანამდებობა;
თ)
სპეციალისტი - დისპეჩერი - უმცროსი საჯარო თანამდებობა.
2.
სახანძრო - სამაშველო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაძე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3.
სამსახურის უფროსი ვალდებულია:
ა)
გააკონტროლოს სამსახურის დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების შესრულება;
ბ)
დადგენილი წესის შესაბამისად, უხელმძღვანელოს სამსახურის დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარების მართვასა და მორიგე ცვლის საქმიანობას;
გ)
განსაზღვროს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესი.
მუხლი 5🔗.
მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
.
1.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება რომელშიც შედის:
ა)
უმცროს მეთაურთა და რიგით შემადგენლობის მომზადება (მათ შორის ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება);
ბ)
უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურეობრივი მომზადება.
2.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას.
თავი II
სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და მათი გადაადგილება
მუხლი 6🔗.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი
.
1.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა, აქვთ ზოგადი განათლება, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებული იქნას მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
2.
საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ.
3.
სამსახურში უფროსის და საშუალო მეთაურთა თანამდებობაზე მიიღებიან უმაღლესი და არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლების მქონე მოქალაქეები, რომელთაც სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საერთო მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ სამ წელს. მძღოლთა თანამდებობაზე მიიღებიან მოქალაქეები არანაკლები ზოგადი განათლებისა და “B”; “C”; “D” კატეგორიის მართვის მოწმობით.
4.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
სამსახურში მიღების და გავლის წესი სახანძრო-სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი თუ იგი:
.
1.
ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
2.
იმყოფება წინასწარ გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
3.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონედ;
4.
სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
5.
სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
6.
თუ დაკავებული თანამდებობა უშუალო სამსახურეობრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
7.
ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული.
მუხლი 8🔗.
მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება
.
1.
მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:
ა)
ზემდგომ თანამდებობაზე, სამსახურეობრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ)
თანაბარ თანამდებობაზე, მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების ცოდნის, მომზადების და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;
გ)
დაბალ თანამდებობაზე, შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით, დადებული სასჯელის საფუძველზე;
დ)
სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს.
2.
თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას როგორც წესი უნდა უძღვოდეს მისი შესაბამისი გადამზადება.
თავი III
სამსახურეობრივი დისციპლინა
მუხლი 9🔗.
სამსახურეობრივი დისციპლინა
სამსახურეობრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზედ დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას.
მუხლი 10🔗.
სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურეობრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში
1. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მის ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურეობრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია:
.
ა)
შექმნას შრომის, დასვენების, სამსახურის ტარების, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები;
ბ)
ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ)
უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასებაში;
დ)
პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას.
მუხლი 11🔗.
წახალისება
.
1.
სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:
ა)
მადლობის გამოცხადება;
ბ)
ერთდროული ფულადი ჯილდო;
გ)
ფასიანი საჩუქარი;
დ)
თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.
2.
დასაშვებია ერთდროულად გამოყენებული იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა.
3.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილი იქნას სახელმწიფო ჯილდოზე.
მუხლი 12🔗.
დისციპლინარული სასჯელი
.
1.
თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინარული გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინარული სასჯელის შემდეგი ფორმები:
ა)
შენიშვნა;
ბ)
გაფრთხილება;
გ)
უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივი სარგოზე გადაყვანა, არაუმეტეს ერთი წლის ვადით;
დ)
სამსახურიდან გათავისუფლება.
2.
ერთი დისციპლინარული გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას დისციპლინარული სასჯელის მხოლოდ ერთი ზომა.
მუხლი 13🔗.
წახალისების და დისციპლინარული სასჯელის გამოყენების წესი
.
1.
სამსახურის მოსამსახურეები რომლებიც სამსახურეობრივად არ არიან ერთმანეთთან დაქვემდებარებულნი, შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება თანამდებობების მიხედვით.
2.
უფროსი, რომელიც სათანადო განკარგულებით დროებით ასრულებს მოვალეობას, სარგებლობს დროებით დაკავებული თანამდებობის პირის უფლებამოსილებით.
3.
წახალისების და დისციპლინარული სასჯელის გამოყენების თაობაზე უშუალო უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4.
წახალისება და სასჯელი როგორც წესი ცხადდება შესაბამისი ბრძანებით. მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება გამოცხადდეს ზეპირადაც. წერილობით გამოცხადებული სასჯელი არ შეიძლება მოეხსნას ზეპირად.
5.
დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობა პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
6.
დასჯის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.
7.
დისციპლინარული სასჯელი ითვლება მოხსნილად თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის ვადის გავლის შემდეგ. ვადაზე ადრე სასჯელის მოხსნა ხდება პირის წახალისების სახით, მისი უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ.
მუხლი 14🔗.
სამსახურის უფროსის უფლება და მოვალეობა სასჯელის დადებისას
.
1.
თუ მოხელე უფროსის აზრით იმსახურებს წახალისებას ან დასჯას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.
2.
უფროსი რომელიც გადაამეტებს თავის უფლებას სასჯელის დადებისას, პასუხს აგებს დისციპლინარული წესით.
თავი IV
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 15🔗.
სამუშაო დროის ხანგრძლივობა
.
1.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40 საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მოხელისათვის არანორმირებული სამუშაო დრო.
2.
ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.
მუხლი 16🔗.
მოსამსახურეთა შვებულება
მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.
თავი V
სამსახურიდან გათავისუფლება და საპენსიო უზრუველყოფა
მუხლი 17🔗.
სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები
მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 18🔗.
სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები
მუხლი 19🔗.
მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება
.
1.
სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს.
2.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3.
ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 20🔗.
შეღავათები და გარანტიები
1.
მოსამსახურის სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.
მოსამსახურე რომელიც სამსახურეობრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის და საწვავი-საპოხი მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII
.
მუხლი 21🔗.
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.