შპს „იურიდიული კომპანია“–ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დებულება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „იურიდიული კომპანი ის”

მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

1. შპს „იურიდიული კომპანია“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

2. არბიტრაჟი – საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი.

3. არბიტრაჟის თავმჯდომარე – საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელიც არბიტრაჟში შემოსულ საქმეებს ანაწილებს განსახილველად. იმავდროულად, იგი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმის განხილვაში.

4. არბიტრი – შპს „იურიდიული კომპანია სთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფი ან მხარის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს არბიტრაჟში განსახილველად შემოსული საქმე.

5. საარბიტრაჟო კოლეგია – საქმის განმხილველი შემადგენლობა ერთი ან სამი არბიტრის შემადგენლობა, რომლებიც უფლებამოსილი არიან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად განიხილონ მხარეთა შორის წამოჭრილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა.

6. კანონმდებლობა – საქართველოს კანონმდებლობა და/ან ნებისმიერი ქვეყნის მატერიალური სამართალი, რომელიც მხარეებმა აირჩიეს დავის გადასაწყვეტად.

7. დებულება – შპს „იურიდიული კომპანი ის“ წინამდებარე დებულება.

8. დავა – პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც მხარეთა შეთანხმებით დაექვემდებარა არბიტრაჟს.

9. მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე, საარბიტრაჟო მოპასუხე და მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით.

10. საარბიტრაჟო მოსარჩელე – პირი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება.

11. საარბიტრაჟო მოპასუხე – პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო სარჩელზე.

12. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით – პირი, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომელიც სარგებლობს საარბიტრაჟო მოსარჩელ ი ს ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

13. მესამე პირი – არბიტრაჟის ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით საქმეში ჩართული დაინტერესებული პირი, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომლის უფლებამოვალეობებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ.

14. მტკიცებულება – ნებისმიერი საბუთი, ნივთმტკიცება ან მოწმის ჩვენება, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს.

15. საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ დავის განხილვის ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ან მხარეთა შეთანხმებით სხვა ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები თ.

16. საარბიტრაჟო შეთანხმება (საარბიტრაჟო დათქმა) – „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ფორმითა და წესით მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ.

    მუხლი 2. საქმის წარმოების პრინციპები

1. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.

2. არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა თანასწორობის გათვალისწინებით, რომლებიც საარბიტრაჟო წარმოებისას სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.

3. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ დებულებით ა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის პროცედურებით. დებულებით გაუთვალისწინებელი საკითხის გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებებით, ანალოგიის წესით. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟი უფლებამოსილია განახორციელოს ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი პროცესუალური მოქმედება.

4. მხარეები საქმის წარმოებას იწყებენ ამ დებულებაში და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად არბიტრაჟში საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, საარბიტრაჟო მოპასუხეს შეუძლია ს ცნოს სარჩელი. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმე დაამთავრონ მორიგებით ან მორიგდნენ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მორიგების აქტი დასამტკიცებლად წარადგინონ არბიტრაჟში.

5. მხარეთა წერილობითი შეთანხმება, რომელიც ადგენს ამ დებულებით დადგენილი დავის განხილვისა და გადაწყვეტისაგან განსხვავებულ წესს, არბიტრაჟისათვის სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით.

    მუხლი 3. არბიტრაჟის შემადგენლობა და დანიშვნა. აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. არბიტრაჟი შედგება ერთი არბიტრისაგან.

2. ყველა სხვა პირობა არბიტრაჟის შემადგენლობისა და დანიშვნის, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტ ის შესახებ, განისაზღვრება საქართველოს კანონით „არბიტრაჟის შესახებ“,თავი 3.

    მუხლი 4. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები

1. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.

2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს შეადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

4. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:

ა) სპეციალისტების, ექსპერტებისა და თარჯიმნისათვის გაწეული ხარჯები;

ბ) ადგილობრივი დათვალიერების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;

დ) ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

5. საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასთან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით თვითონ გაწიოს რაიმე ხარჯი.

6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს:

ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;

ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;

გ) დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე;

დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

ე) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ და საჩივარზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ;

ვ) განცხადებაზე ან შუამდგომლობაზე სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებისათვის;

ზ) განცხადებაზე საპროცესო ვადების აღდგენის თაობაზე.

    მუხლი 5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა

1. მოსაკრებლის ოდენობა ქონებრივ დავებზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს (ოთხი პროცენტი), მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა.

2. მოსაკრებლის ოდენობა მე-4 მუხლის, მე-6 პუნქტის,„ე ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს – 15 0 (ას ორმოცდაათი ) ლარს.

3. მოსაკრებლის ოდენობა მე-4 მუხლის, 6 -ე პუნქტის,„ზ ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს – 15 0 (ას ორმოცდაათი ) ლარს.

4. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს.

5. დებულებაში აღნიშნული თანხები მითითებულია დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.

6. მოსაკრებელი უნდა იქნეს შეტანილი საქართველოს ბანკში, ბანკის კოდი: BAGAGE22, ანგარიშის № GE97BG0000000865684100, შპს „იურიდიული კომპანიას“ ანგარიშზე.

    მუხლი 6. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი

1 . დავის საგნის ფასი განისაზღვრება:

ა) ფულის გადახდევინების შესახებ საარბიტრაჟო სარჩელზე – გადასახდელი თანხით;

ბ) ნივთის (ქონების) საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ საარბიტრაჟო სარჩელზე – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

2. საარბიტრაჟო მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში თვითონ განსაზღვროს დავის საგნის ღირებულება. თუ მის მიერ მითითებული ღირებულება აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს არბიტრაჟი.

3. თუ ერთ სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე რამდენიმე მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს დავის საგნის ღირებულება.

4. დავის საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.

5. თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს არბიტრაჟი, შემდეგ კი ხდება ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ან დამატებით გადახდევინება.

    მუხლი 7. მოსაკრელის გადახდის გადადება, განწილვადება და მათი ოდენობის შემცირება

1. დირექტორს ცალკეულ შემთხვევებში, მხარის განცხადების საფუძველზე, შეუძლია გადადოს მოსაკრებლის გადახდა , განაწილადოს ან/და შეამციროს მოსაკრებლის ოდენობა.

2. დირექტორი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, გაათავისუფლოს მხარე მოსაკრებელის გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა სიტუაცია მითითებული წინამდებარე დებულების მე-20 მუხლში.

3. დირექტორი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, გაათავისუფლოს მოსარჩელე მოსაკრებელის გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ ის არის დადგენილი წესით რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებ ს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

4. ერთი მხარისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემცირება მეორე მხარის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

5. მოსაკრებლის გადადების ან განწილვადების შემთხვევაში მოსაკრებლის სრულად გადახდა უნდა მოხდეს საქმეზე გადაწყვეტილების გაცემამდე.

6. მოსაკრებლის ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე, ხოლო თუ მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა შემცირდება 4 0%-ით და მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს.

7. მხარეთა მორიგების შემთხვევაში მოსაკრებლი უკან არ ბრუნდება .

8. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსაკრებლი უკან არ ბრუნდება.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევ ა ში დარჩენილი მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს მე-5 მუხლი ს პირველ ნაწილში მითითებულ თანხაზე ნაკლები.

10. თუ სარჩელზე უარის თქმა, სარჩელის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.

11. შპს „იურიდიული კომპანი ის ” ექსკლუზიური პარტნიორებისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია განსხვავებული მოსაკრებლის დადგენა.

    მუხლი 8. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

1. თუ მხარეთა შორის არ არის სხვაგვარი შეთანხმება, იმ მხარის მიერ გაწეული საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დაეკისრება მეორე მხარეს.

    მუხლი 9. საარბიტრაჟო წარმოების ვადების გამოთვლა, ვადის გაგრძელება და აღდგენა

1. ამ დებულებითა და არბიტრაჟის მიერ გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის დანიშნული გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრაჟმა მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

4. არბიტრაჟის მიერ გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს არბიტრაჟმა, თუ ცნობს, რომ მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მოქმედების განხორციელებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს შესასრულებელი მოქმედების შესრულების შეუძლებლობაზე.

    მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

1. განისაზღვრება საქართველოს კანონით „არბიტრაჟის შესახებ“,თავი 4.

    მუხლი 11. საარბიტრაჟო სხდომა და საქმის განსახილველად მომზადება

1. არბიტრაჟში საქმეები განიხილება ზეპირი მოსმენით (ოქმის გარეშე) ან ზეპირი მოსმენის გარეშე, საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად.იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებაში არ არის განსაზღვრული საქმის განხილვის წესი, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენით. არბიტრაჟი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმებაში განსაზღვრული წესისა.

2. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, საქმის განხილვის პროცესში დგება ოქმი.

3. ოქმის უსწორობის გასაჩივრება დასაშვებია 3 დღის ვადაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან.

4. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სხდომა არის დახურული. წარმოდგენილი საბუთები, მტკიცებულებები, წერილობითი თუ ზეპირი განცხადებები არ შეიძლება გამოქვეყნდეს საჯაროდ და არ შეიძლება გადაცემული და გამოყენებული იყოს სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში.

5. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც ერთ-ერთი მხარე წარუდგენს არბიტრაჟს, გადაეგზავნ ება მეორე მხარეს.

6. ვადა, რომელიც გაშვებულია შესაგებლის წარმოდგენისათვის, შესაძლებელია აღადგინოს არბიტრმა იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ მიზეზი საპატიოა.

    მუხლი 12. შეტყობინება და დაბარება

1. განისაზღვრება საქართველოს კანონით „არბიტრაჟის შესახებ“,თავი მე-5, მუხლი 27.

2. წერილობითი შეტყობინება ეგზავნება მხარეებს არბიტრაჟის მიერ სულ ცოტა 3 დღით ადრე შესაბამისი სხდომის ან/და ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედებების გამართვამდე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება დასტურდება:

ა) ტელეფონის შემთხვევაში – სატელეფონო საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი წერილობითი აქტით;

ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი წერილობითი აქტით.

4. თუ საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მხარე, რომელიც გაფრთხილებული იყო ამ მუხლით დადგენილი წესით და არბიტრაჟისათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, ასევე არ წარუდგენია თავისი პოზიცია და მტკიცებულებები, არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მეორე მხარე არ მოითხოვს საქმის განხილვის გადადებას.

    მუხლი 13. საჯარო შეტყობინება

1. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის არბიტრაჟის შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება და არბიტრაჟის მიერ ამ დებულების მე -1 5 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, არბიტრაჟს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება არბიტრაჟის შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ . საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით , რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არბიტრაჟის შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე -7 დღეს .

    მუხლი 14. მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობა

1. მოსარჩელეს უფლება აქვს , გამოიხმოს სარჩელი ისე , რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე . სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე , არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანამდე .

2. სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში არბიტრაჟი თავისი დადგენილებით განუხილველად დატოვებს სარჩელს და დაუბრუნებს მოსარჩელეს .

    მუხლი 15. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით

1. თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მხარეთა პაექრობის დაწყებამდე აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს ჩვეულებრივი სარჩელის მიღებისა და განხილვისათვის დადგენილი წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელ ი ს სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.

2. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელ ი ს ყველა უფლებით და მათ ეკისრება თ მისი ყველა მოვალეობა.

    მუხლი 16. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე

1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს არბიტრაჟს განცხადებით, რათა დაუშვას იგი მესამე პირად მოსარჩელ ი ს ან მოპასუხის მხარეზე, რადგან არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ.

2. თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არბიტრაჟი დაადგენს, რომ მისი გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს სხვა პირის უფლება-მოვალეობებს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, არბიტრაჟი ვალდებულია ასეთი პირი საქმეში ჩართოს მესამე პირად დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე.

    მუხლი 17. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველი

1. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველია საარბიტრაჟო მოსარჩელ ი ს მიერ არბიტრაჟში სარჩელის შეტანა წერილობითი ფორმით.

2. მოსარჩელემ სარჩელში უნდა მიუთითოს მხარეთა დასახელება და მისამართები, მოთხოვნა, გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას. საარბიტრაჟო სარჩელს უნდა დაერთოს დანართში მითითებული საბუთების ასლები. საჭიროების შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია დაავალოს მოსარჩელს საბუთების დედნების წარმოდგენა, რომლებიც საქმის განხილვის დამთავრების შემდგომ დაუბრუნდება უკან.

3. სარჩელი და მასზე თანდართული საბუთები არბიტრაჟს უნდა წარედგინოს იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მოპასუხე და მესამე პირიც არის საქმეში.

4. სარჩელი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ეგზავნება მოპასუხეს, რომელსაც უფლება აქვს არბიტრაჟის მიერ დანიშნულ ვადაში წარადგინოს შესაგებელი სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე. შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნული ვადა არ უნდა იყოს 3 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ ჩაითვლება საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.

    მუხლი 18. საარბიტრაჟო განხილვა

1. განისაზღვრება საქართველოს კანონით „არბიტრაჟის შესახებ“,თავი 5.

    მუხლი 19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1. განისაზღვრება საქართველოს კანონით „არბიტრაჟის შესახებ“,თავი 6.

    მუხლი 20. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება

1. მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება შემდეგი საფუძვლით:

ა) სასამართლოს მიერ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ უარის თქმის საფუძვლად სასამართლოს მიერ მითითებულია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ“, „ა.ე“ ან/და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებზე;

ბ) არბიტრაჟის მიერ მორიგების დამტკიცების შემდეგ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც მორიგების პერიოდში მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საარბიტრაჟო საქმის წარმოება არ შეწყდებოდა;

გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარეთა მორიგების შემთხვევაში;

დ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდება სასამართლოს მიერ.

2. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა განახლდება და საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან იქნება განხილული.

    მუხლი 21. დასკვნითი დებულებები

1. ეს დებულება გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

2. ამ დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2008 წლის 28 თებარვლის შპს „იურიდიული კომპანი ის“მოქმედი დებულება.

3. ყველა ურთიერთობა, რომელიც წარმოიშვა წინამდებარე დებულების ამოქმედებამდე, დავის შემთხვევაში განიხილება ამ დებულების ნორმების მიხედვით.

4. ეს დებულება ამოქმედდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

5. არბიტრაჟის დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის თავჯდომარეს.

 

შპს „იურიდიული კომპანიის“

თავმჯდომარე                                                                              კ. დარახველიძე