ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 15.08.2013
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.151.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 219 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ალიბეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ                            ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2013 წლის 15 აგვისტო დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების,   ამავე კანონის  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის,  ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მათი განაკვეთები სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: 1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25000 ლარი; 2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარი; 3.  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40000 ლარი; 4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; 5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების  20%. 6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი; 7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30/12/2011  სარეგისტრაციოკოდი:  210020010.35.151.016076). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი