,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.162.016190
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

          ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №30

2013 წლის 16 აგვისტო

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
    ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებით (სსმ, 19, 01/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.162.000506) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 
1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა

  1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ, შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე დროებითი სამანდატო კომისიის) დასკვნის საფუძველზე.

  2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით.

  3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

  4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

  ა) პირადი განცხადების საფუძველზე – განცხადების საკრებულოს აპარატში რეგისტრაციისთანავე;

  ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში – განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;

  გ) თუ იგი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად – სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე;

  დ) თუ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა – საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე;

  ე) თუ არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

  ვ) დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებულ იქნა კანონით დადგენილ საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე – ამ თანამდებობაზე დანიშვნის ან არჩევის/დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს;

  ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მეორე დღიდან.

  5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.

  6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულო იღებს ინფორმაციას ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე.

  7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ფარული კენჭისყრით.

  8. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

2. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 71. კენჭისყრის სახეები

  1. კენჭისყრის სახეებია: ღია (ხელის აწევით) და სახელობითი (სპეციალური ბლანკის გამოყენებით), ხოლო გადაწყვეტილების მიღების ფორმის მიხედვით კენჭისყრა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ან სარეიტინგო.

   2. ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ამ დებულებით (რეგლამენტით) პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. 

3. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,მუხლი 72. საკრებულოს წევრის უფლება კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ

     მიუხედავად კენჭისყრის სახისა, საკრებულოს წევრის უფლება აქვს უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, რის შესახებაც მან უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება საკრებულოს სხდომაზე.“.

4. დებულებას (რეგლამენტს) დაემატოს შემდეგი შინაარსის 751 მუხლი:

  ,,მუხლი 751. ფარული კენჭისყრა

    1. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.

  2. ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი გადახაზავს კენჭისყრაზე დაყენებული საკითხის მისთვის არასასურველ ვარიანტს და დატოვებს მხოლოდ იმ ვარიანტს, რომელსაც მხარს უჭერს.

  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.“.

5. 107-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,2. საკრებულოს დადგენილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დამოწმებული. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს' ვებ-გვერდზე www.matsne.gov.ge საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნება ითვლება ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად. საკრებულოს დადგენილება შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე ან/და ადგილობრივ გაზეთში მხოლოდ მისი ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ.“.

6. 136-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე