„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №891 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№658
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №658

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №891 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №891 ბრძანებით  (ვებგვერდი, 16/11/2012, სარეგისტრაციო კოდი - 140130000.22.034.016138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საკადრო საქმიანობის სამსახურებრივ შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (საკადრო საქმიანობის ინსპექტირება).“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. კადრების მთავარი სამმართველოს სტრუქტურა

მთავარი სამმართველოს დანაყოფებია:

ა) I სამმართველო;

ბ) II სამმართველო;

გ) III  სამმართველო;

დ)  საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება (კანცელარია).“.

3. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. I სამმართველოს კომპეტენცია

I სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) შეისწავლოს და მოამზადოს მასალები სამინისტროს სისტემაში თანამდებობებზე კადრების განაწილების, გადაადგილებისა და დათხოვნის თაობაზე;

ბ) მოამზადოს დოკუმენტაცია სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

გ) მოამზადოს სამინისტროს თანამშრომლებისათვის პირველადი, მორიგი და ვადამდელი სამხედრო/სპეციალური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

დ) მოამზადოს მასალები:

დ.ა) სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური სახდელის დადებისა და მისი ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ;

დ.ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოსა და უმაღლეს წოდებაზე წარსადგენად;

დ.გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინების შესახებ;

დ.დ) დაჭრილ და დაღუპულ მოსამსახურეთა ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ;

დ.ე) და კონტროლი გაუწიოს სამინისტროს ვადიანი და საკონტრაქტო მოსამსახურეების დაკომპლექტებას და სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის ორგანიზებას;

დ.ვ) სამინისტროს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ მოსამსახურეთა სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ;

დ.ზ) იმ საკონტრაქტო მოსამსახურეების სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის და მათთვის რიგითის სამხედრო წოდების მინიჭების შესახებ, რომლებმაც საკონტრაქტო წესით გაიარეს სამხედრო სავალდებულო სამსახური;

ე) განახორციელოს კანდიდატების აღრიცხვა, შერჩევა, შემოწმება, შესწავლა და მათი პირადი საქმეების შედგენა, აგრეთვე წარმოდგენილი ანკეტური მონაცემების სისწორის შემოწმება;

ვ) განახორციელოს კონტროლი სამინისტროს თანამშრომელთა, მისაღებ კანდიდატთა და წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული სამხედრო–სამედიცინო ცნობის შესაბამისად;

ზ) განახორციელოს სამინისტროს მოსამსახურეთა ანკეტური მონაცემების განახლება და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესწავლა–შემოწმება.

მუხლი 8. II სამმართველოს კომპეტენცია

II სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მოამზადოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების სტრუქტურები, საშტატო–საორგანიზაციო ბრძანებები და წარუდგინოს მინისტრს ხელმოსაწერად, უზრუნველყოს საშტატო ნუსხების დანაყოფების დებულებებთან შედარება და შესაბამისობაში  მოყვანა;

ბ) აწარმოოს საშტატო რიცხოვნობის აღრიცხვა და განახორციელოს საშტატო ერთეულების ცვლილებების კონტროლი;

გ) უზრუნველყოს თანამშრომელთა სპეცაღრიცხვიდან მოხსნა, სამხედრო ბილეთებისა და სამხედრო პირადი საქმეების ქვემდებარეობით შესაბამის სამსახურებში გადაგზავნა;

დ) აღრიცხოს და აკონტროლოს სამინისტროს თანამშრომელთა შვებულებები;

ე) დადგენილი წესით უზრუნველყოს პირადობის მოწმობების და დროებითი საშვების დამზადება–გაცემა, აღრიცხვა და ჩამოწერა; აწარმოოს შესაბამისი კარტოთეკა და უზრუნველყოს ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირება;

ვ) უზრუნველყოს სამინისტროს მოსამსახურეთა და კანდიდატთა სასწავლო კურსებსა და პროგრამებზე გაგზავნა;

ზ) ორგანიზება და კონტროლი გაუწიოს სამინისტროში სამუშაოდ მისაღები კანდიდატების და თანამშრომლების მიერ დადგენილი ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებას;

თ) უზრუნველყოს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადება. კომპეტენციის ფარგლებში შეითანხმოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო მონაცემებზე დასაშვებ მოსამსახურეთა თანამდებობები ნომენკლატურების მიხედვით;

ი) ორგანიზება გაუწიოს სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების გავლას;

კ)  აწარმოოს სტატისტიკა სამინისტროს საშტატო რიცხოვნების შესახებ;

ლ) აწარმოოს საკადრო საქმიანობის შესახებ სამართლებრივი აქტების (სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, დათხოვნა, მივლინება და სხვ.) მიღება–შეგროვება და სათანადო დამუშავება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სტატისტიკური მასალების მომზადება და წარდგენა;

მ) უზრუნველყოს სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო და პირადი საქმეების აღრიცხვა და საცნობარო ბაზის შექმნა;

ნ) მოთხოვნისამებრ გასცეს შესაბამისი ცნობები სამინისტროს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეებზე;

ო) უზრუნველყოს სამინისტროს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლებისა და შრომის წიგნაკების მოთხოვნისამებრ გაცემა;

პ) განიხილოს სამინისტროში მუშაობის დაწყების შესახებ შემოსული განცხადებები და მასალები;

ჟ) ორგანიზება გაუწიოს სამინისტროს პირადი შემადგენლობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას.“;

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. III სამმართველოს კომპეტენცია

III სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) განახორციელოს სამინისტროს  სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საკადრო საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) განახორციელოს გეგმური საკადრო ინსპექტირება მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანების, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მთავარი სამმართველოს უფროსის თანხმობის საფუძველზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების შესრულების კონტროლი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრების, მოქმედი თანამშრომლების პატაკებისა და განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავება;

ე) შეიმუშაოს წინადადებები სამინისტროს საკადრო დანაყოფებში შრომითი დისციპლინის ამაღლების მიზნით;

ვ) მოამზადოს შესაბამისი დასკვნები საკადრო საქმიანობის ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, დაშვებული შეცდომების აღმოფხვრის ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი