📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.08.2013
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №142
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,615 სიტყვა · ~23 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №142 2013 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის' დამტკიცების შესახებ „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ 56-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“.    მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2012 წლის 25 დეკემბრის №208 ბრძანება.  მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. პრეამბულა  1. ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“ (შემდგომ – წესი) შემუშავებულია ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდეგ – ჩიკაგოს კონვენცია) მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდეგ – იკაო) ოფიციალური გამოცემის Doc 8335 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირების და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) და „საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების მოთხოვნების  საფუძველზე. 2. წესის მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისა და/ან საავიაციო სამუშაოების მწარმოებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 3. წესი ადგენს იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, ან სერტიფიკატის მაძიებლის სერტიფიცირების ნორმებს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) მიღების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს, და/ან საავიაციო სამუშაოებს. 2. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი და მისი დანართი №1. სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით და მისი დანართებით. 3. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას და აღდგენას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას, სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდეგ – სააგენტო). 4. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით. 5. სერტიფიკატის მფლობელის მიერ პირობითი ამოსაცნობი აღნიშვნების (სამი ლათინური ასოსაგან შემდგარი კოდი, რომელსაც ანიჭებს იკაო) მიღება ხორციელდება იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8585 (,,საფრენოსნო-საექსპლუატაციო სააგენტოების პირობითი ნიშნები”) დადგენილი წესით. ამავე ოფიციალური გამოცემით რეგულირდება სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში პირობითი ამოსაცნობი აღნიშვნების გაუქმება. 6.დაუშვებელია საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული სხ-ის იმავდროულად, სხვა სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში შეტანა.  თავი II სერტიფიცირება მუხლი 3🔗. სერტიფიცირების ეტაპები  1. სააგენტოს მიერ სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად: ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი,  რომელიც მოიცავს: ა.ა)  განცხადებისა და თანდართული საბუთების  სააგენტოში წარდგენას; ა.ბ)  განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვასა და შეფასებას; ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება; გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება; დ) IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა–გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.  მუხლი 4🔗. განცხადება და თანდართული საბუთები  განმცხადებელი, სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. განცხადება სააგენტოსათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:  ა)  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტი ბ) განმცხადებლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით; გ) წერილობითი თანხმობა იმისა, რომ განმცხადებელი, ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად, იკაოს მიერ დადგენილი ფორმებით, წელიწადში ერთხელ  მიაწვდის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშებს, ხარჯების სტატისტიკას და საფინანსო მონაცემებს, გარდა 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისა. დ) საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის მონაცემები ამ წესის დანართი №7-ის მიხედვით. თუ განმცხადებლის საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის რომელიმე წევრი სხვა ავიასაწარმოშიც ასრულებს შესაბამის მოვალეობას, მონაცემებს უნდა დაერთოს ამ სხვა ავიასაწარმოს ხელმძღვანელის თანხმობა; ე) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის მონაცემები: ე.ა) სამოქალაქო სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი; ე.ბ) სამოქალაქო სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი; ე.გ) იმ საბორტო ჰაერსანაოსნო მოწყობილობების გამოყენების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს                 უსაფრთხო ფრენის განხორციელებას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში); ვ) ხელმძღვანელების, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების საკვალიფიკაციო მონაცემები ამ წესის №6 დანართის მიხედვით და მათი უფლება მოვალეობები;  ამ პირთა  კვალიფიკაცია  უნდა აკმაყოფილებდეს  იკაოს ოფიციალური გამოცემების:  GM Doc 9376 C3, C4,  Doc 8973 და  ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიცილური გამოცემის Doc 30 მოთხოვნებს. ზ) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის ფლობის დამადასტურებელი საბუთი. სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ფორმით ფლობის შემთხვევაში, საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება,  რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8335 და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს; თ) სერტიფიკატის მაძიებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი პოლის(ებ)ი იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს. პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას; ი) „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა“, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით „უშიშროება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან” და ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“  დადგენილ მოთხოვნებს; კ)   ,,უსაფრთხოების მართვის სისტემის პროგრამა“ ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს  ჩიკაგოს კონვენციის მე-6  და მე-19 დანართების, იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (,,უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო”) და სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნებს. (თუ ექსპლუტანტი გეგმავს საერთაშორისო გადაზიდვებს და სასწავლო ფრენებს); ლ) „ბორტგამყოლთა სახელმძღვანელო“ (სამგზავრო რეისების განხორციელების შემთხვევაში) მ) „ტვირთის ჩატვირთვისა და გადაზიდვის სახელმძღვანელო“ (სატვირთო რეისების განხორციელების შემთხვევაში); ნ) ავარიულ ვითარებაში ქმედებების გეგმა; ო) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა; (შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე დოკუმენტად, ასევე როგორც ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების პროგრამის შემადგენელი ნაწილი); პ) საქართველოს სერტიფიცირებულ აეროდრომებზე ბაზირების შემთხვევაში აეროპორტის ტერიტორიაზე მოძრაობის უნარდაკარგული სხ-ის გადაადგილების გეგმა, შეთანხმებული შესაბამის ორგანიზაციასთან, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მოქმედი იკაოს ოფიციალური  გამოცემის Doc 9137-ის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს; ჟ) ხელშეკრულებები: ჟ.ა) საწვავ-საცხები მასალებით გამართვის მომსახურებაზე, გარდა 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის  ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აფრენა-დაფრენისა და სახმელეთო მომსახურების სამუშაოთა უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი სამსახური), მიწისზედა მომსახურებაზე (თუ ექსპლუატანტს არ  გააჩნია მიწისზედა მომსახურების  სამსახური);   ჟ.ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებასთან (საავიაციო პერსონალის თეორიულ მომზადებაზე, საწაფზე მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე); ჟ.გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანიზაციასთან (აერონავიგაციური, რადიოშუქტექნიკურ მომსახურებაზე და წინასაფრენოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფაზე), ავიამეტეოროლოგიურ მომსახურებაზე (ფრენის მარშრუტზე და აფრენა-დაფრენის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე); ჟ.დ) სხ-ის ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის უზრუნველყოფაზე, (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია თავისი ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის სამსახური) გარდა 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის  ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას; ჟ.ე) სხ-ის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფაზე, რომელსაც ითანხმებს სააგენტო. რ)  ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელო”, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376-A№/914 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“), ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართისა და  სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დანართი №1-ის მოთხოვნებს;  ასევე, „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო“ უნდა შეიცავდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პირობებს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284-A№/928 (,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის”) შესაბამისად   და სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციას იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9481-A№/928 (,,საჰაერო ხომალდზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ინციდენტების დროს წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას მოქმედებათა თანმიმდევრობის ინსტრუქცია“) მოთხოვნების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთის გადაზიდვას. ს) ”ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს”  A, B, C, D  ნაწილის სპეციალური  კითხვარი შევსებული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. (სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი: www.gcaa.ge ) ტ) განმცხადებლის მიერ სახიფათო ტვირთების (ნაკეთობების) გადაზიდვების დაგეგმვისას: ტ.ა) საავიაციო პერსონალის მომზადების პროგრამა  და კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატების ასლები) სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის (Doc 9284-A№/928)-ის (,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის”) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის” მოთხოვნებს, მიუხედავად, იმისა, გეგმავს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთების გადაზიდვას. ტ.ბ)  „სახიფათო ტვირთის(ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელო” რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის (Doc 9284-A№/928)-ის (,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის”) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის” მოთხოვნებს; უ) ინფორმაცია დაგეგმილი ფრენების შესახებ, რომელიც  წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით. ფ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის პირველი ნაწილის 11.2 პუნქტის და მე-3 ნაწილის მე-2 სექციის 9.2 პუნქტის მოთხოვნებს. ქ) „ხარისხის მართვის სახელმძღვანელო“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს „ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემები-მოთხოვნები“; ღ) „სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა“, შემუშავებული სააგენტოს 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნების და სხ-ის მწარმოებლის ინსტრუქციების საფუძველზე ყ) მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა მოიცავდეს პერსონალის მომზადების პროგრამას. 4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები სააგენტოს წარედგინება დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლის სახით. მუხლი 5🔗. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა და შეფასება  განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა სააგენტოში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მათი შემცველი ინფორმაცია ამ წესის და სამოქალქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. სააგენტო სამი დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა დადგენილი წესით განცხადება და ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. თუ განცხადება წარმოდგენილია წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევით, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტის წარმოსადგენად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფრმაციის ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენენ სააგენტოს სათანადო სტრუქტურული ერთეულები დასკვნის სახით, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული დეპარტამენტების ურთიერთქმედების სქემის შესაბამისად. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნები გადაეცემა სააგენტოს მუდმივმოქმედ სასერტიფიკაციო კომისიას (შემდეგ – კომისია), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიცირების მე-2 ეტაპზე (განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება) გადასვლის შესახებ. სერტიფიცირების მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააგენტო: ა) პირველადი სერტიფიცირებისას, განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი; ბ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი ან ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკი, რომლის ვადებიც უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზეც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. მუხლი 6🔗. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება  განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის, ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისია განმცხადებლის სამუშაო ადგილზე სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული სპეციალური კითხვარის შესაბამისად ამოწმებს განმცხადებლის საქმიანობის ფაქტობრივ მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის ექსპლუატანტის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია აანაზღაუროს კომისიის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ხარჯები, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად. კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან სამსახურებრივი მდგომარეობით უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების კვალიფიკაცია შეესაბამება მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს; ბ) განმცხადებლის ფრენის უსაფრთხოებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები დაკომპლექტებულია შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე მუშაკების იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს ამ სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების სათანადო დონეზე შესრულებას; გ) ავიასპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკითხები/პროგრამები შეესაბამება სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ პირველი მუხლის და V თავის, ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”) და იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს; დ) განმცხადებელს გააჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენების, საავიაციო სამუშაოების, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის (სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები), წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი თანამშრომლებისათვის; ე) განმცხადებლის სპეციალისტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იცნობენ ამ პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, წესების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების მოთხოვნებს; ვ) განმცხადებლის მიერ გამოცემული ბრძანებები, წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ ნორმატიულ აქტებს; ზ) განმცხადებელი უზრუნველყოფს ,,უსაფრთხოების მართვის სისტემით“ გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესრულებასა და დაცვას; თ) განმცხადებლის საქმისწარმოება, რომელიც ეხება ფრენების ორგანიზებასა და შესრულებას, ეკიპაჟის საქმიანობას, სხ-ის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის საკითხებს, სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, საექსპლუატაციო და საბორტო ჩანაწერებს, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ამსახველ სხვა საბუთებში სავალდებულო ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების სიზუსტე, დროულობა, სისტემატურობა, ეფექტიანობა და სისრულე, ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად; ი) განმცხადებლს ექსპლუატაციაში არსებულ ყოველ სხ-ზე გააჩნია სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მე-16 მუხლით გათვალისწინებული საბუთები.  კ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დაგეგმვის შემთხვევაში განმცხადებელს გააჩნია  იკაოს ოფიციალური გამოცემა Doc 9284-A№/928  (,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქცია”) ან იატას ოფიციალური გამოცემა ,,რეგულაცია სახიფათო ტვირთის“ შესახებ; ლ) განმცხადებელს გააჩნია იკაოს ოფიციალური გამოცემა Doc 9481-A№/928   რომელიც  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეკიპაჟისათვის ფრენის შესრულების დროს. (თუ ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში” არ არის ასახული ,,ინფორმაცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“), აღნიშნული  მოთხოვნა ვრცელდება იმ განმცხადებელზეც, რომელიც არ გეგმავს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას. მ) ფრენების და მომხმარებლის მომსახურების უზრუნველმყოფი სახმელეთო დანადგარები და მოწყობილობები (ტრაპები, მომსახურე ავტომობილები, საავიაციო კავშირგაბმულობის და ფრენების მომსახურე ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირგაბმულობის საშუალებები, სხ-ის შემოყინვის საწინააღმდეგო საშუალებები, საძიებო და საავარიო სამუშაოების უზრუნველმყოფი მინიმალური საშუალებები და სხვა) უზრუნველყოფენ უსაფრთხო და მოწესრიგებულ მომსახურებას. კომისიის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება შემოწმების ანგარიშში. შემოწმების ანგარიში შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს: ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა: ა.ა)  პირველადი სერტიფიცირებისას, სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. ა.ბ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, არსებობს ხარვეზები, რომლებიც უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს  ფრენის უსაფრთხოებაზე და/ან საავიაციო უშიშროებაზე და რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს შეიძლება მიეცეს ვადა.   ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, შემოწმების ანგარიშში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული. 6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო:  ა) პირველადი სერტიფიცირებისას, განმცხადებელს წერილობით ატყობინებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი; ბ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, განმცხადებელს წერილობით ატყობინებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი ან ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკი, რომლის ვადებიც უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.  7. სააგენტო, განმცხადებლის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას ან ითანხმებს  ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკს და მასალებს ასახავს შემოწმების ანგარიშში. მუხლი 7🔗. გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემის  ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ  ამ წესის მოთხოვნებთან განმცხადებლის შესაბამისობის შესახებ კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს  განმცხადებელზე სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის შესახებ.  კომისიის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რასაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) თვის შემდეგ. სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები  სააგენტოში ინახება 7 (შვიდი) წლის განმავლობაში.   მუხლი 8🔗. სერტიფიკატი. სერტიფიკატის დანართები სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატი გაიცემა №1 დანართთან ერთად. დანართი №1 შეიცავს ინფორმაციას ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდ(ებ)ის მონაცემებისა და საექსპლუატაციო დაშვებების შესახებ და გაიცემა განსხვავებულ საექსპლუატაციო მონაცემების მქონე საჰაერო ხომალდებისათვის ცალ-ცალკე. სერტიფიკატში სავალდებულოდ აღინიშნება, რომ სერტიფიკატი ძალაშია მხოლოდ მის  №1 დანართთან ერთად. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 1 (ერთი) წელი. სერტიფიკატის და მისი №1 დანართის დამოწმებული ასლები ინახება საჰაერო ხომალდზე. სერტიფიკატში, ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის შესაბამისად, აღინიშნება: ა) სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა (სახელმწიფო გერბი), სერტიფიკატის გამცემი ორგანო;   ბ)    სერტიფიკატის დასახელება; გ)    სერტიფიკატის ნომერი; დ)    სერტიფიკატის მოქმედების ვადა; ე)    სერტიფიკატის მფლობელის (ექსპლუატანტის) საფირმო სახელწოდება; ვ) სერტიფიკატის მფლობელის (ექსპლუატანტის) იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ტელეფონი, ფაქსი, ვებ-გვერდი, E-mail-ი; ზ)    სერტიფიკატის მფლობელის (ექსპლუატანტის)  ოპერატიული საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი); თ)    ”ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს” ის პუნქტი, რომელშიც მითითებულია ავიასაწარმოს უფლებამოსილ პირებთან დამაკავშირებელი მონაცემები; ი)     სერტიფიკატით ექსპლუატანტზე მინიჭებული უფლებების ჩანაწერი; კ)      სავალდებულო აღნიშვნები:   კ.ა) “სერტიფიკატი მოქმედია №1 დანართთან ერთად”;   კ.ბ)  “დაუშვებელია სერტიფიკატის სხვა ექსპლუატანტისთვის გადაცემა”; ლ)      სერტიფიკატის გაცემის თარიღი; მ)        სერტიფიკატის გამცემი  პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა.     5. სერტიფიკატის №1 დანართში,  ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის შესაბამისად, აღინიშნება: ა) სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა (სახელმწიფო გერბი), სერტიფიკატის გამცემი ორგანო; ბ) სერტიფიკატის დანართის დასახელება და ნომერი; გ) დანართის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია; დ)    სერტიფიკატის №;     ე)  ექსპლუატანტის  საფირმო სახელწოდება; ვ) გაცემის თარიღი; ზ) გამცემი  პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა; თ)  საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირებული საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ი, ამოსაცნობი ნიშანი/ები; ი)    საექსპლუატაციო დაშვებები: ი.ა)   ფრენის სახეები (კომერციული საჰაერო გადყვანა-გადაზიდვები: სამგზავრო, სატვირთო, თუ სხვა (საავიაციო         სამუშაოები, ან სხვა)); ი.ბ)   ფრენის რაიონ(ებ)ის მითითება; ი.გ)   სპეციალური შეზღუდვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი.დ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის უფლება; ი.ე)   დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენის (დასაფრენად შესვლა და დაფრენა; აფრენა) მონაცემები და შესაბამისი კატეგორიები; ი.ვ)   RVSM-ის გამოყენების/არ გამოყენების მონიშვნა; ი.ზ)  ETOPS-ის გამოყენების/არ გამოყენების მონიშვნა; ი.თ)  PBN-ის პირობებში ფრენისათვის აერონავიგაციური მონაცემების განსაზღვრა; ი.ი)   საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი საწარმოს დასახელება; კ)   სხვა საექსპლუატაციო მონაცემები (საჭიროების შემთხვევაში); ლ)   მითითება, რომ დანართი მოქმედია მხოლოდ საჰაერო ხომალდის სერტიფიკატთან ერთად. 6. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის  საფუძველზე, მხოლოდ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული იმავე/ან უფრო დაბალი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე,  იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს: საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 (,,ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) მე-10 თავის 10.3 პუნქტის (,,სხ-ის იჯარა ეკიპაჟით”) და ამავე ოფიციალური გამოცემის ,,B“ დამატების ,,G“ ნაწილის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს. 7. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა „ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების“ მოქმედების ვადით,  ხელშეკრულებით გათვალისწინებული თითოეული სხ-სათვის ცალ-ცალკე. 8. სერტიფიკატის №2 დანართში აღინიშნება: ა)       სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა  (სახელმწიფო გერბი), სერტიფიკატის გამცემი ორგანო; ბ)      სერტიფიკატის დანართის დასახელება და ნომერი; გ)  საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის განსაკუთრებული მოთხოვნები, ეკიპაჟიანი იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას, რომელიც მოიცავს შემდეგს: გ.ა)   დანართის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია; გ.ბ)   სერტიფიკატის №; გ.გ)   ექსპლუატანტის საფირმო სახელწოდება; გ.დ)  გაცემის თარიღი; გ.ე)   გამცემი  პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა; გ.ვ)   საჰაერო ხომალდის მფლობელი და მისი მისამართი; გ.ზ)  ხელშეკრულების № და ხელშეკრულების გაფორმების თარიღი; გ.თ)  საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ი, ამოსაცნობი ნიშანი/ები; დ)     მითითება: ”საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს ყველა იმ ფრენას, რომელიც ნებადართულია მას და საჰაერო ხომალდ(ებ)ის მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად. ფრენები ნებადართულია შესრულდეს მხოლოდ დანართში აღნიშნული საჰაერო ხომალდ(ებ)ის გამოყენებით და საჰაერო ხომალდის მფლობელის ეკიპაჟებით. უსაფრთხო ფრენის განხორციელებაზე, ტექნიკური მომსახურებისა და საჰაერო ხომალდის ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველყოფაზე, ამ დანართში აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის მფლობელი. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს ამ დანართში აღნიშნული საჰაერო ხომალდ(ებ)ის მხოლოდ კომერციულ ექსპლუატაციას.” ე) დანართის მოქმედების ვადა; ვ) მითითება რომ ”დანართის მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ დანართში აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადით.” ზ) მითითება, რომ დანართი მოქმედია მხოლოდ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის  №000 სერტიფიკატთან ერთად. 9. სერტიფიკატი და მისი დანართ(ებ)ი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 10. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში აქვს წარწერა – ,,დუბლიკატი”. მუხლი 9🔗. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების უწყებრივი რეესტრი  სერტიფიკატს ენიჭება ნომერი  და  რეგისტრირდება ,,საქართველოს სამოქალქო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების  უწყებრივ რეესტრში”.   სერტიფიკატის ნომერი შედგება 3 (სამი) არაბული ციფრისაგან და იგი უწყებრივ რეესტრში ექსპლუატანტის რიგითი ნომრის იდენტურია. იმ შემთხვევაში, თუ სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში ექსპლუატანტის რიგითი ნომერი არ არის სამნიშნა, სერტიფიკატში ამ ნომერს წინ ემატება 0 (ნული) ან 00 (ორი ნული). სხ-ის ექსპლუატანტის უწყებრივ რეესტრში შეიტანება სერტიფიკატით განსაზღვრული მონაცემები, აგრეთვე სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, შეჩერების, აღდგენის და გაუქმების შესახებ, მონაცემები, აგრეთვე, მონაცემები სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის შესახებ. უწყებრივი რეესტრის მონაცემები საჯაროა. მუხლი 10🔗. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა 1. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება: ა)      სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე; ბ)   ამ  წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ ექსპლუატანტის ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატის №1 დანართით  გათვალისწინებული საექსპლუატაციო დაშვებების სათანადო დონეზე შესრულებას. 2.  სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეზღუდვების დაწესების შესახებ. თუ შეზღუდვის დაწესების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, სააგენტო ექსპლუატანტს განუსაზღვრავს  გონივრულ ვადას ნაკლოვანების  აღმოსაფხვრელად. 3. შეზღუდვის მოხსნის თაობაზე ექსპლუატანტი სააგენტოში წარმოადგენს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ განცხადებას, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შეზღუდვის მიზეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები.  სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვების გაუქმების თაობაზე თუ კომისია დარწმუნდება ნაკლოვანებების აღმოფხვრაში. 4. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატანტის მიერ შეზღუდვის მიზეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტოს  შეაქვს შესაბამისი ცვლილებები სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში სამი დღის ვადაში. მუხლი 11🔗. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება განმცხადებელი, სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სააგენტოში წარადგენს განცხადებას ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ფორმით. განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, შეტანილ უნდა იქნეს სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 45 დღით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას, იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი,  განცხადებას უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა”, ,,ბ“, ,,დ“, ,,ვ“, „ს“ და ,,უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.   ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადების წინასაწარ განხილვას და განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას სააგენტო უზრუნველყოფს განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში. თუ განმცხადებელი ითხოვს სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას  სხვა პირობებით ან სერტიფიკატის დანართებით გათვალისწინებული პირობების შეცვლის მოთხოვნისას, განცხადება განიხილება ამ წესის II თავის შესაბამისად.  სერტიფიკატს მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ნომერი არ ეცვლება. სერტიფიკატი ძალადაკარგულად ითვლება მოქმედების ვადის გასვლისთანავე, თუ სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოში არ წარმოადგინა განაცხადი სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. მუხლი 12🔗. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანა 1. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი  სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა, ახალი პირობებით ფრენების (საავიაციო სამუშაოების) შესრულებამდე  სააგენტოში წარადგინოს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული განცხადება სერტიფიკატში და/ან მის დანართებში საჭირო ცვლილების შესატანად.  განცხადებაში  უნდა აღინიშნოს  სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი  და   დაერთოს ამ მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.   2.  სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის საფუძველია, თუ: ა) შეიცვალა ექსპლუატანტის სახელწოდება,  ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი; გ) ექსპლუატანტზე გაცემულია  5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის  ექსპლუატანტის სერტიფიკატი და განმცხადებელი ითხოვს სერტიფიკატის დანართში 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის და არანაკლებ 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის შეტანას. დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველი, რომელიც იწვევს  სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებების შეტანას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ”ა”, ”დ”, ”ე”, „ვ“, ”ზ”, ”თ”, ”ი”, „კ“ (ცვლილებები), „ლ“ (თუ გეგმავს სამგზავრო გადაზიდვებს), „მ“ (თუ გეგმავს სატვირთო რეისების განხორციელებას), ”ნ”, ”ჟ.ა”, ”ჟ.გ”, ”ჟ.დ”, ”ჟ.ე”, ”რ”(ცვლილებები), ”ს”, ”ფ” (ცვლილებები), ”ღ” (ცვლილებები) და ”უ”   ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები. წარმოდგენილ განცხადების   განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. 4. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის №1 დანართში (”საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში”) ცვლილების შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის №1 დანართის სააგენტოსათვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის №1 დანართის გაცემას, მასში/მათში შესაბამისი ცვლილების შეტანით.  5. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს. 6. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებულ სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა და ექსპლუატანტი, ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს სააგენტოში მოქმედ სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობას, ან განაცხადს სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის მისაღებად, ან განმარტებას, თუ რატომ ვერ გრძელდება სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ვადა, აღნიშნულ სხ-ს სააგენტო ამოიღებს სერტიფიკატის №1 დანართიდან ექსპლუატანტის განცხადების გარეშე. მუხლი 13🔗. სხ-ის სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ექსპლუატანტისათვის   'ეკიპაჟიანი იჯარით” გადაცემა  სააგენტოს სხ-ის ექსპლუტანტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრირებულმა სხ-ის ექსპლუატანტმა სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი სხ-ის სხვა სახელმწიფოს ექსპლუატანტისათვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულების სათანადოდ დამოწმებული ასლი, სხ-ის მიმღები ექსპლუატანტის სერტიფიკატის სათანადოდ დამოწმებული ასლი და იმ სახელმწიფოს, სადაც რეგისტრირებულია სხ-ის მიმღები ექსპლუატანტი, საავიაციო ხელისუფლების თანხმობა, იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი მათ მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ გამოყენებული იქნება  მხოლოდ კომერციული ექსპლუატაციის უფლებით. მუხლი 14🔗. სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და აღდგენა 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე, თუ: ა) სერტიფიკატის მფლობელმა არაერთგზის  დაარღვია  ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის და/ან საავიაციო უშიშროებისთვის. დარღვევა არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ სერტიფიკატის მფლობელს უკვე დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე დარღვევისათვის. ბ) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ექსპლუატანტის სერტიფაკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; გ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; დ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი; ე) სერტიფიკატის დანართი №1-ით გათვალისწინებული ყველა სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა; 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ექსპლუატანტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე. 3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 45 დღით. 4. ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ატარებს ექსპლუატანტის კომპლექსურ შემოწმებას. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანებების გამოსწორებაში. 5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატისა და მისი დანართ(ებ)ის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. 6. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა  შეჩერების საფუძველი; ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; დ) თუ სერტიფიკატის დანართი №1 არ ითვალისწინებს არცერთ სხ-ს. ე) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. თავი III ზედამხედველობა მუხლი 15🔗. სხ-ის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა   1. სხ-ის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სააგენტო. 2. სხ-ის ექსპლუატანტის გეგმური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოს” დანართი №5-ით. არაგეგმური შემოწმების საჭიროებას და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო. 3. სააგენტოს მიერ ჩატარებული საინსპექციო შემოწმების ფორმები და მეთოდები, შემმოწმებლების უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოთი” და ამ წესით. საინსპექციო შემოწმების საკონტროლო ფორმები (ინსპექტირების კითხვარი) მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 4. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის (გეგმური, არაგეგმური) საინსპექციო შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ანგარიშებში, რომლებიც სერტიფიცირების დოკუმენტებთან ერთად 7 (შვიდი) წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში, კონკრეტული სხ-ის ექსპლუატანტის მასალებში. 5. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ინიშნება ექსპლუატანტზე პასუხისმგებელი ინსპექტორი, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას ექსპლუატანტის საქმიანობის საქართველოს მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას (აღნიშნული ინსპექტორის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინსპექტორი შეიძლება იყოს კონკრეტული ექსპლუატანტის პასუხისმგებელ ინსპექტორად დანიშნული არა უმეტეს ორი წლის ვადით. თავი IV საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოვალეობანი  მუხლი 16🔗. სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელის მოვალეობანი  სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა: ა) დაიცვას საქართველოს და იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სადაც სრულდება ფრენები. ხოლო თუ იგი ექსპლუატაციას უწევს  სხ-ს, რომელიც რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, შეასრულოს სხ-ის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) სერტიფიკატის პირველადი გაცემიდან 3 წლის ვადაში  უზრუნველყოს საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის არანაკლებ 65%-ის დაკომპლექტება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ავიასეპეციალისტის მოწმობის მქონე პირებით; გ) უზრუნველყოს მის მიერ ექსპლუატირებული სხ-ის საფრენად ვარგისობა და ფრენის შესრულებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და ავარიული აღჭურვილობის გამართულობა; დ) უზრუნველყოს სხ-ის ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში დაშვება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების საწარმოში ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის შესაბამისად ლიცენზირებული პირის მიერ,  ან საწარმოში რომელსაც გააჩნია კონკრეტული ტიპის სხ-ზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების უფლება, სააგენტოსთან შეთანხმებული სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამის მიხედვით; ე) უზრუნველყოს სხ-ის საინჟინრო უზრუნველყოფა სხ-ის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირის ან პირთა ჯგუფი; ვ) ამ ,,წესის” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში  ცვლილებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სააგენტოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად; ზ) შეიტანოს შესაბამისი დამატებები და ცვლილებები ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში” და/ან ,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოში“  მის ექსპლუატაციაში არსებული სხ-ის ტიპის ან მოდიფიკაციის შეცვლის, დამამზადებლის ან სხ-ის ტიპის სერტიფიკატზე პასუხისმგებელი ქვეყნის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის  შესაბამისი დირექტივის (რეკომენდაციის), სააგენტოს მიერ ტექნიკურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემთხვევებში. აღნიშნული ცვლილებები მის განხორციელებამდე თანხმდება სააგენტოსთან; თ) ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით და ვადებში მიაწოდოს გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშები, ხარჯების სტატისტიკა და საფინანსო მონაცემები; ი) საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების შემთხვევაში, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია ბაზირების აეროდრომების შეცვლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე საჰაერო ხომალდ(ებ)ის საფრენოსნო-ტექნიკური შემადგენლობის შესახებ; კ) საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების შემთხვევაში სააგენტოს ყოველ ათ დღეში ერთხელ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარუდგინოს ყველა შესრულებული რეისის საფრენოსნო დავალებისა და საჰაერო ხომალდის ტექნიკურ ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერის ასლები; ლ) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით და ამ ,,წესით” გათვალისწინებული სხვა  მოთხოვნები.