ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოხალისე სამაშველო რაზმების შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.08.2013
ძალის დაკარგვა 18.02.2015
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016075
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი რობაქიძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოხალისე სამაშველო რაზმების შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №100
2013 წლის 19 აგვისტო
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოხალისე სამაშველო რაზმების შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაძლო საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურად ჩატარების მიზნით საქართველოს კანონის „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ მე-17 მუხლის ე) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს N415 ბრძანებულების „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად;
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული დებულება მოხალისე სამაშველო რაზმების შექმნის შესახებ.
მუხლი 2🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ვლადიმერ წიქორიძეს.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს (ქ. ბაღდათის სამაგისტრო სასამართლო, მისამართზე ვაჟა-ფშაველას №7) ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი რობაქიძე
დანართი
მოხალისე-მაშველი რაზმის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
მოხალისე სამაშველო რაზმი – წარმოადგენს დამოუკიდებელი ძალებისა და საშუალებების ერთობლიობას, რომელიც განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების პრევენციულ და სალიკვიდაციო სამუშაოებში კონკრეტული დავალების შესასრულებლად. საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების რეაგირების ძალების მოსვლამდე.
2.
სამაშველო სამუშაოები _ მიმართული მოქმედებანი ადამიანის სიცოცხლის და მატერიალურ-ფასეულობების გადარჩენისათვის საგანგებო სიტუაციების ზონაში, ასევე გატარებული პრევინციული ღონისძიებები საგანგებო სიტუაციების დადგომამდე,რომლებიც საჭიროებს სპეციალურ მომზადებას.
მუხლი 2🔗.
მოხალისე სამაშველო რაზმის ძირითადი პრინციპები
1.
ჰუმანურობისა და ქველმოქმედების პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანების გადარჩენას, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და დახმარებას. გარემოს დაცვა საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში.
2.
საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების დროს რისკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპი.
3.
მოხალისე სამაშველო რაზმების მუდმივი მზადყოფნის პრინციპი. ღომელიც ითვალისწინებს ოპერატიულად რეაგირებას საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო სამაშველო სამუშაოების წარმოების დროს.
მუხლი 3🔗.
მოხალისე - სამაშველო რაზმის ჩამოყალიბება
1.
მოხალისეთა ფორმირებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები.
2.
მოხალისე მაშველი შეუძლია გახდეს საქართველოში მცხოვრები პირები 18 წლიდან, რომლებიც გაივლიან სპეციალურ მომზადებას, აქვთ შესაბამისი ჯანმრთელობა კონკრეტული საქმიანობისათვის.
3.
მოხალისე სამაშველო რაზმის რიცხოვნება განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე.
4.
მოხალისე ფორმირებებში გაწევრიანება ნებაყოფლობითია.
5.
მოხალისე ფორმირებების წევრთა სია მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ.
6.
მოხალისე სამაშველო რაზმის წევრების საწყისი (საბაზისო) სწავლება ხორციელდება შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით რომელიც დამტკიცებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ.
7.
მოხალისე ფორმირებები საქმიანობას ახორციელებენ ადგილობრივ თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების დაქვემდებარებაში.
მუხლი 4🔗.
მოხალისე სამაშველო რაზმის მიზნები და ამოცანები
1.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების რისკების შესახებ.
2.
თემის მზადყოფნის უზრუნველყოფა მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის.
3.
ადამიანების გადარჩენა, მათთვის დახმარების გაწევა. საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი სამუშაოების ჩატარება. უბედურების ზონიდან უსაფრთხო ადგილზე დაზარალებულების გადაყვანაში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 5🔗.
მოხალისე - სამაშველო რაზმის უფლება და მოვალეობა
1.
მიიღოს სრულყოფილი და მართებული ინფორმაცია მათი წინაშე დასახული ამოცანების შესასრულებლად.
2.
სრულყოს თავიანთი ჩვევები, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკული კუთხით.
3.
მზად იყოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად საგანგებო სიტუაციების დროს სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის.
4.
შეისწავლოს სამაშველო ოპერაციებში მოქმედება.
5.
აქტიურად ჩაებას საგანგებო სიტუაციების ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში.
6.
აღმოუჩინოს პირველი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს.
7.
იხელმძღვანელოს და იმოქმედოს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლეფში.
8.
უფლებამოსილია სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს საგანგებო სიტუაციების ზონაში მიმდინარე და შესასრულებული სამუშაოების შესახებ.
9.
გამოიყენოს სამაშველო აღჭურვილობა და ტრანსპორტი.
10.
საკუთრების ფორმის მიუხედავად მოითხოვოს უსაფრთხოების ზომების დაცვა საგანგებო სიტუაციების ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗.
მოხალისე სამაშველო რაზმის საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვა
1.
მოხალისე სამაშველო რაზმი საგანგებო სიტუაციების დროს მისი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან თავისი ხელმძღვანელის მითითების თანახმად.
2.
მოხალისე სამაშველო რაზმი საგანგებო სიტუაციების დროს შეიძლება ჩართული იყოს საძიებო სამაშველო სამუშაოებში თავისი მომზადების დონის შესაბამისად.
3.
მოხალისეები რომლებიც თავს გამოიჩენენ სამაშველო ოპერაციების შესრულების დროს წახალისდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელობის მიერ.
4.
წახალისების ფორმა შიძლება იყოს: მადლობის სიგელი, ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქარი.
5.
განსაკუთრებული ღვაწლისათვის, კატასტროფების დროს მამაცობისა და თავდადებისათვის შეიძლება წარდგენილ იქნან სახელმწიფო ჯილდოზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.