რეგისტრირებულია: საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 27 აგვისტოს. რეგისტრაციის
№ 5ა/4-573
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ქ. თბილისი 0144 ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18
ტელ: 292 16 67
ფაქსი: 29216 25
ელ-ფოსტა: post@gncc.ge
ლიცენზიაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა
განახლება
გასაჩივრება
გაუქმება
შეჩერება
ცვლილებები/შენიშვნები
ლიცენზიის გაუქმება
კარლო კვიტაიშვილი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6გადაწყვეტილებით გაუგრძელდ ა მოქმედების ვადა შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიას 2013 წლის 29 ივლისიდან 2023 წლის 29 ივლისამდე და განესაზღვრ ა შემდეგი სალიცენზიო პირობები: ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გ.ა) რადიომაუწყებლობა 107.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი; 2. დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 15 საათი. 3. შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმა” ვალდებულია: ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე; დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერ ტ იფიკატი; ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება; ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა; თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები; ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები; კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა,გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას; პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია