აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი |
1. მე-6 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები:
„პ1) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს (შემდგომში – მრჩეველთა საბჭო) წევრთა – მრჩეველთა არჩევა, მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება;
პ2) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენა;“.
2. 42-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ამტკიცებს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას;“.
3. 48-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:
„თ1) განკარგულებით აცხადებს ღია კონკურსს მრჩეველთა საბჭოს წევრის – მრჩევლის ვაკანსიაზე;
თ2) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის მრჩეველთა საბჭოს წევრობის – მრჩევლის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიას;“.
4. 116-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1161-1164 მუხლები:
„მუხლი 1161
1. მრჩევლის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მრჩევლის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამ ვადაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა არ იქნა წარდგენილი, კანდიდატურების წარდგენის ვადა 15 კალენდარული დღით გრძელდება, რის თაობაზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საჯაროდ განაცხადებს.
2. მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იმავე ვადაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე აქვეყნებს მრჩევლობის კანდიდატთა სიას.
3. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება მრჩეველთა კანდიდატურებისა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები. დებულებას ამტკიცებს ბიურო.
4. საკონკურსო კომისია მრჩევლობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატების სიის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან უმაღლესი საბჭოსათვის მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.
5. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომლის საჯაროობა უნდა უზრუნველყოს საკონკურსო კომისიამ, ასევე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე.
6. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ორს – უმაღლესი საბჭოს ფრაქციის გარეთ დარჩენილი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ასარჩევად. ფრაქციების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო უმაღლესი საბჭოს ფრაქციის გარეთ დარჩენილი წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციის გარეთ დარჩენილი ის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა.
7. მრჩევლის 5 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ წევრთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის ფრაქცია, რომელსაც ყველაზე მეტი წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა ფრაქციები მათში შემავალ წევრთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ.
8. უმაღლესი საბჭო კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ცალ-ცალკე ირჩევს უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს ფრაქციის გარეთ დარჩენილი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს ფრაქციებისა და ფრაქციის გარეთ დარჩენილი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით, თავდაპირველად აირჩევა კანდიდატი ფრაქციის გარეთ დარჩენილი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტით.
9. თუ მრჩევლობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და ფრაქციის გარეთ დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ ახალ კანდიდატურებს.
10. მრჩევლის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე თითოეულ სუბიექტს შეუძლია უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია ორჯერ.
11. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს ფრაქციის გარეთ დარჩენილი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.
12. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და მრჩეველთა საბჭო ვერ დაკომპლექტდა 5 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.
1. მრჩეველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან სასამართლო მას ქმედუუნაროდ აღიარებს;
ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებს;
გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მრჩევლის უფლებამოსილებას;
დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს მრჩევლის უფლებამოსილებას;
ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;
ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩეველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩეველს უფლებამოსილება შეუწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელიც მიიღება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.
5. პროცედურის ინიციატორმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი.
6. მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა სესიებს შორის პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
7. ერთი და იმავე საფუძვლით მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.
1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მრჩეველთა საბჭოს, თუ:
ა) არ შესრულდა მრჩეველთა საბჭოს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და მრჩეველთა საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მათ შესასრულებლად;
ბ) არ შესრულდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 359 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ბიუჯეტი და მრჩეველთა საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის შესასრულებლად.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო წინადადებით მომართავს უმაღლეს საბჭოს, დასვას მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 359 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
3. მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
4. უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოსათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე წარედგინება ბიუროს. ბიურო უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის თაობაზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით აღნიშნულ მოთხოვნას გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც 5 დღის ვადაში ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ბიუროს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში ბიურო უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნას მრჩეველთა საბჭოსათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.
5. უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი. უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია (შემდგომში – საკონკურსო კომისია) კანდიდატთა შერჩევის შემდეგ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის არანაკლებ 3 კანდიდატს.
2. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან ერთის საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.
5. 1342 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1343 მუხლი:
„მუხლი 1343
1. მრჩეველთა საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.
2. ანგარიში უნდა შეიცავდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
3. უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს ანგარიშის საჯარო განხილვას.
4. უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ.“.
ჩაქვი, 22 აგვისტო 2013 წ. N65-უ.ს.რ.ს. |