საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.08.2013
ძალის დაკარგვა 24.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო შარაშიძე | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №59
2013 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო შარაშიძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ-პოლიტიკური ან იურიდიული სპეციალობით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სტრატეგიული დოკუმენტებისა და გეგმების შემუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ვ)
გარემოსდაცვვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნა;
ზ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
თ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-კარგად, Power Point-ძალიან კარგად, Outlook-ძალიან კარგად) ცოდნა.
მუხლი 2🔗.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო, ტექნიკური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან იურიდიული სპეციალობით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სამართლებრივი და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა;
მუხლი 3🔗.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან საერთაშორისო მიმართულებით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
უპირატესობა ენიჭება სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილებას;
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა;
2.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება მეტყევის სპეციალობას);
ბ)
სატყეო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
უპირატესობა ენიჭება სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილებას;
ვ)
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;