⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.07.2014)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №976
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 967 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2013 მიღება
14.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გეგეჭკორი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №976 2013 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი გეგეჭკორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი  1. განათლება: ა) უმაღლესი სამედიცინო  განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი  (სასურველია მედიცინის დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ან/და უმაღლესი სამხედრო სამედიცინო განათლება); ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. 2. სამუშაო გამოცდილება: ა) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; ბ) მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; დ) სასურველია სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება. 3. კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“; ზ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება; თ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N22/ნ ბრძანება; ი) „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს N 481 ბრძანებულება; კ) „სსიპ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006  წლის 25 ოქტომბრის N297 ბრძანება. 4. სხვა მოთხოვნები: ა) ძირითადი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა. მუხლი 2🔗. დირექტორის პირველი მოადგილე 1. განათლება: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება  - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი  (მედიცინის დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული); ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. 2. სამუშაო გამოცდილება: ა) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი; ბ) მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; დ) სასურველია სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება. 3. კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“; ზ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება; თ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N22/ნ ბრძანება; ი) „სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს N 481 ბრძანებულება; კ) „სსიპ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006  წლის 25 ოქტომბრის N297 ბრძანება. 4. სხვა მოთხოვნები: ა) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა. მუხლი 3🔗. დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში 1. განათლება: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. 2. სამუშაო გამოცდილება: ა) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი; ბ) მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; დ) სასურველია სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება. 3. კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; ვ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N22/ნ ბრძანება; ზ) „სსიპ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006  წლის 25 ოქტომბრის N297 ბრძანება. 4. სხვა მოთხოვნები: ა) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა. მუხლი 4🔗. დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში 1. განათლება: ა) უმაღლესი განათლება  - საფინანსო-ეკონომიკური ან ბიზნესადმინისტრირების კუთხით, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 2. სამუშაო გამოცდილება: ა) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი; ბ) საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) საბიუჯეტო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2  წლის სტაჟი. 3. კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; დ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ,,მარეგულირებელი ნორმები”; ე) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანება; ვ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერის N1321 ბრძანება; ზ) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1318 ბრძანება; თ) „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანება; ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის N511 ბრძანება; კ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანება; ლ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006  წლის 25 ოქტომბრის N297 ბრძანება. 4. სხვა მოთხოვნები: ა) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.