,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში დამატების და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №15 |
|
2013 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში (ვებ პორტალი, 08.04.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. ბრძანების პირველ პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) იმ მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე.“. 2. ბრძანებას დაემატოს დანართი №4 თანდართული რედაქციით. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ჰ4 და ჰ5 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ4) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – დანართი №4-ით გათვალისწინებული მომსახურების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება; ჰ5) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული დანართი №4-ით გათვალისწინებული მომსახურების , აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;“. ბ. 26-ე მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტენდერის მეშვეობით დანართი №4-ით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.“. ბ.ბ) მე-4-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პრეისკურანტის საფუძველზე ტენდერის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|