2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №213
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.017380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2013
matsne.gov.ge 625 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №213 2013 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგის­ტ­რა­­­ტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღე­ბის ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართვე­ლ­ოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, და­ფინანსება განხორციელდეს შემდეგი სახით: მუხლი 1🔗 დაფინანსების ოდენობა და დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი 1. 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და­წესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პრო­გ­რამებზე ჩარიცხული მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი. 2.  სოციალური პროგრამის ფარგლებში 2013-2014 სასწავლო წლისათვის სა­ხელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათ­ლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათ­ლე­ლო პრო­გრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორ­მოცდაათი) ლარისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადანა­წილ­დეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკ­რე­დიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013 წლის საერთო სამაგის­ტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატე­გო­რიის მაგისტ­რან­ტე­ბის დაფინანსებისათვის: ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლე­ბ­იც არიან საქართველოს ტერიტო­რიული მთლი­­ანობისათვის ბრძოლებში და­ღუ­პულთა და უგზო-უკვ­ლოდ და­კარ­გულთა შვილები; ბ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლე­იც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუ­დუ­ლი შე­სა­ძ­ლებლობის მქონე პირები; გ) 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომელთა ოჯა­ხე­ბი რეგისტრირებული არი­ან სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახების მონა­ცე­მ­თა ერთიან ბაზაში და მათი ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე. მუხლი 2🔗 დაფინანსების პრინციპი 1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზ­ღვ­რუ­ლი კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ამავე კა­ტეგორიაში შემავალი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გა­ი­ცე­მა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების დო­კუ­მენტის საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქუ­ლე­ბის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე. 2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კა­ტეგო­რიებში მაგისტრანტებმა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტუ­რი ქულით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და გა­მოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ არის საკმარისი, და­ფინანსება არ გაიცემა. 3. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგანმანა­თ­ლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონმდებლობით და­დგენილი წესით არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულე­ბა­ში, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში. მუხლი 3🔗 რამდენიმე კატეგორიაში შემავალი მაგისტრანტები მაგისტრანტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების პირველი მუ­ხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კა­ტე­გორიას, და­ფინა­ნ­სე­ბას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში ამ დად­გენილების პირველი მუხ­ლ­ის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით. მუხლი 4🔗 დარჩენილი თანხის გადანაწილება 1.თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსა­ზღ­ვ­რუ­ლი კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამა­ვე კატეგორიით გათვალისწინებულ პირებზე და რომელიმე კატეგორიაში და­რჩენილია დასაფინანსებელ მაგისტრანტთა რაოდენობა, დარჩენილი თან­ხა გაიცემა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვა­ლი­ს­წი­ნე­ბული თანმიმდევრობით. 2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადანაწი­ლე­ბის შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა 2012 წლის საერ­თო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტის სა­ფუძველზე, განაწილდება მაგისტრანტებზე, რომლებიც უმაღლეს საგანმა­ნა­თლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ 2012-2013 სასწავლო წელს და რო­მე­­ლთა ოჯახები რეგისტრირებული არი­ან სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახე­ბ­ის მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნა­კლებია 70 000-ზე. მუხლი 5🔗 განცხადების წარდგენა 1.  სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგის­ტ­რო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად მაგისტრანტი წარადგენს გან­ც­ხა­დებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება სა­ქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმ­ინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტები სოციალური პროგრამის ფა­რგ­ლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმე­ნ­ტე­ბთან ერთად წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინისტროში 2013 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. მუხლი 6🔗 გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრა­ნტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქარ­თ­ვე­­ლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინის­ტ­რაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗 პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პრო­გ­რამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარ­გლებში სახ­ელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ დაინ­ტე­რესებული პირების ინფორმირების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების უმაღლესი სა­გა­ნმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება და ინფორმაციის ვე­ბ­გვერდზე განთავსება. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი