2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №213 |
|
2013 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი |
1. 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი.
2. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლელო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:
ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
ბ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლეიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.
1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ამავე კატეგორიაში შემავალი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებში მაგისტრანტებმა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და გამოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ არის საკმარისი, დაფინანსება არ გაიცემა.
3. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში.
მაგისტრანტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.
1.თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე კატეგორიით გათვალისწინებულ პირებზე და რომელიმე კატეგორიაში დარჩენილია დასაფინანსებელ მაგისტრანტთა რაოდენობა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა 2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, განაწილდება მაგისტრანტებზე, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ 2012-2013 სასწავლო წელს და რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად მაგისტრანტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება და ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.
|