მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №113/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016633
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№113/ნ
2013 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ც
2“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მოსწავლის პირადი საქმის ფორმა ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი“ ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №06/ნ ბრძანება.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე