შეთანხმება „საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ"

მიღების თარიღი 24.04.2013
ძალაში შესვლა 25.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №180/3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2013
matsne.gov.ge 567 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2013 მიღება
25.06.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელით   ________________________ არგენტინის რესპუბლიკის სახელით   __________________________

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება „საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველო და არგენტინის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოთქვამენ რა სურვილს ხელი შეუწყონ დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საკუთარ მოქალაქეთა მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლას, მის დატოვებას და გადაადგილებას; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ორივე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შესვლის თარიღიდან არა უმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა, 180 (ასოთხმოცი) დღის განმავლობაში. მუხლი 2🔗 1. თითოეული მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, რომლებსაც დაეკისრათ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში განსაზღვრული ფუნქციები, პირველადი შესვლისათვის ვიზას არ საჭიროებენ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს. 3. (1) და (2) ქვეპარაგრაფებში მითითებული პირები შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში ვალდებულნი არიან გაიარონ აკრედიტაცია. 4.  თითოეული მხარე ვალდებულია (1) და (2) ქვეპარაგრაფებში მითითებულ პირებზე გასცეს აკრედიტაცია 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მუხლი 3🔗 თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ ან დატოვონ მეორე მხარის ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. მუხლი 4🔗 1. თითოეული მხარის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნის  პერიოდში  დაიცავენ  მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედ  კანონებსა და წესებს. 2. ეს შეთანხმება არ ზღუდავს  მხარეთა უფლებას უარი უთხრან შესვლაზე ან აღკვეთონ მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის ყოფნა, რომელსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ. მუხლი 5🔗 1. თითოეულ მხარეს, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება. 2. ამ შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე  მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით და ძალაშია  შეტყობინების მიღებიდან. მუხლი 6🔗 1. მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცვლილებების ძალაში შესვლამდე 60 (სამოცი) დღით ადრე. 3. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე 30 (ოცდაათი) დღით ადრე. მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას მხარეების მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლას და გადაადგილებას, თუ წინამდებარე შეთანხმების   დებულებები ორივე მხარის მოქალაქეთათვის აწესებს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნისათვის. მუხლი 8🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში, შეიძლება  შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა მე-11 მუხლში დადგენილი წესით, აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 დღის შემდეგ. მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. შესრულებულია, ქ. ბუენოს აირესში, 2013 წლის 24 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.  მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით ________________________ არგენტინის რესპუბლიკის სახელით __________________________