📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2013
ძალის დაკარგვა 15.07.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 638 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2013 მიღება
15.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ კაპანაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ                  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2013 წლის 22 აგვისტო ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №32 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ.გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.000189. 12.08.2010). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარენოდარ კაპანაძე  დანართი №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება. 3. სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №25. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას სკოლამდელი აღზრდის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში; ბ) დარგში შემავალი სფეროების განვითარების კონცეფციის შემუშავებას, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე და ამ მიმართულებით განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას; გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას და მონიტორინგს; ე) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას და მონიტორინგს; ვ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას და მონიტორინგს; ზ)წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების აღრიცხვას, მოკლე ისტორიისა და ფოტომასალის მოძიებას და კომპიუტერული ვერსიის შედგენას. თ) ახალგაზრდა თაობის ჩართვას საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ჯანსაღი განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას; კ)თავისუფალი დროის ორგანიზებას, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელებას; ლ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების და  სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების  წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად. მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს გამგეობის სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) საქმიანობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას; დ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს: გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) უქმნის მომსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანების მიხედვით.