„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის N384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№704
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.016218
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №704

2013 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში (სსმ, №47, 28/03/2008 სარეგისტრაციო კოდი –  040.030.000.22.034.011.642) შეტანილ იქნეს  ცვლილებები: 
1. ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში სიტყვები - „სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების (კვებით უზრუნველყოფის) პირობებში“ შეიცვალოს სიტყვებით - „სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების (საქვაბე კვების კმაყოფაზე) პირობებში“. 
2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა:

ა)  ამ დანართით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მოსამსახურეთა არაყაზარმულ პირობებში საქვაბე კვების კმაყოფაზე გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;

ბ) ამ დანართით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მოსამსახურეთათვის დამტკიცებული დამატებითი საველე სანივთე ქონებით უზრუნველყოფა გავრცელდეს დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებზე, რომელებზეც დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი;

გ) ამ დანართით  განსაზღვრული სანივთე ქონებით მოსამსახურეების ვადაზე ადრე უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი