„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ.182) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებები, წესები და მოთხოვნები მიეწოდება მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე.“.
2. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ან სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომები.“.
3. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ნებისმიერი სახის უშიშროების ღონისძიების გამოყენების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობამ ამავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა ჩაატაროს პატიმრის სამედიცინო შემოწმება.“.
4. მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 20 ივნისი.
№2462-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2003.
- როდის იქნა მიღებული „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2462. სარეგისტრაციო კოდი — 100.030.010.05.001.001.325.
- სად არის „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №2462, 20.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.001.325 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1996/