📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2013
ძალის დაკარგვა 15.07.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 612 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2013 მიღება
15.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ კაპანაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ                    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №22 2013 წლის 22 აგვისტო ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება  (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“,  ვებგვერდი www.matsne.gov.ge., სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.000188, თარიღი 12/08/2010). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარენოდარ კაპანაძე    დანართი №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში - სამსახური), წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება. 3. სამსახურის საქმიანობის და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 4. სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, დავით აღმაშენებლის ქუჩა. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის, ათეულის მეთაურების, მეხანძრეებისა და მძღოლებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა. 2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; გ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში; დ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარდგენას მის სარეალიზაციდ; ე) ახორციელებენ მშენებლობადამთავრებულ (რეკონსტრუირებული) ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების გამოცდას და სათანადო აქტების გაფორმებას; ვ) უზრუნველყოფს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას; ზ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეირაღების სწორ ექსპლუატაციას; ი) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან; კ) საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს სამოქალაქო თავდაცვით და სამაშველო ღონისძიებებს. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას; გ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას კომპეტენციის ფარგლებში; ე) წარადგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ; ვ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს საორგანიზაციო საკითხებს; თ) აანალიზებს ხანძრებზე სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობას, ახარციელებს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. კ) სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; 3.სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანების მიხედვით.