უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 23.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №218
სარეგისტრაციო კოდი 430110000.10.003.017384
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №218
2013 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაფინანსება განხორციელდეს შემდეგნაირად:
მუხლი 1🔗
დაფინანსების ოდენობა
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყოს 2 560 000 (ორი მილიონ ხუთას სამოცი ათასი) ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყოს 1 960 000 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცი ათასი) ლარი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2011-2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი.
4. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
5. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა.
მუხლი 2🔗
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს პირმა (შემდგომში – სტუდენტი), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას ან არის ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ ბ“, „ე “ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტი, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის №79/ნ ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებულ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე, რომელშიც/რომლებშიც 2013-2014 სასწავლო წელს სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
2. აბიტურიენტი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში.
მუხლი 3🔗
სტუდენტთა კატეგორიები
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა 1 960 000 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) 200 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:
ა.ა) მესტიის მუნიციპალიტეტში – 12 სტუდენტს;
ა.ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;
ა.გ) ონის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;
ა.დ) ქედის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტს;
ა.ე) ხულოს მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტს;
ა.ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტს;
ა.ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;
ა.თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში) – 10 სტუდენტს;
ა.ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში – 15 სტუდენტს;
ა.კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;
ა.ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტს;
ა.მ) წალკის მუნიციპალიტეტში – 13 სტუდენტს;
ა.ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში – 16 სტუდენტს;
ა.ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში (პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში) – 18 სტუდენტს;
ა.პ) ასპინძის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს;
ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;
ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;
ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;
გ) 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
დ) 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ე) 50 სტუდენტს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
ვ) 5 სტუდენტს, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები;
ზ) 50 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო);
თ) 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
ი) 30 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
კ) 170 სტუდენტს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე;
ლ) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
მ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გადაეცემათ სტუდენტებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2011-2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. აქედან:
ა) 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
ბ) 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
მუხლი 4🔗
რამდენიმე კატეგორიაში შემავალი სტუდენტები
სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.
მუხლი 5🔗
დაფინანსების პრინციპი კონკურსისა და თანაბარი ქულების დროს
1. თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიაში/ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა (შემდგომში – დასაფინანსებელი სტუდენტები) აღემატება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის გამოყოფილი ადგილების (შემდგომში – ადგილი) რაოდენობას (შემდგომში – კონკურსი), თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულის/ქულებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორ ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი აბსოლუტური ქულის/ქულების ჯამი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;
ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;
გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დარჩენილი ადგილების გადანაწილება
თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების მიხედვით დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, დარჩენილი ადგილების რაოდენობა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე დაემატება ამავე ქვეპუნქტებში შემავალ ქვეკატეგორიას.
მუხლი 7🔗
დარჩენილი თანხის გადანაწილება
1.თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალის-წინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტუდენტებზე და რომელიმე ქვეპუნქტში დარჩენილია დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ სტუდენტების დასაფინანსებლად.
2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, გადანაწილდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2005-2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა;
გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ე) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2005-2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
ვ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ზ) ობოლი (უდედმამო) სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2005-2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;
თ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ი) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
კ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
ლ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;
3. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა დაემატება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას;
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა დაემატება „2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №66 დადგენილების პირველი მუხლის 25-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას.
მუხლი 8🔗
განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ბ.გ“ ქვეპუნქტით, „გ“-„მ“ ქვეპუნქტებით, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 30 სექტემბრის ჩათვლით.
3. ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები (გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა) უფლებამოსილი არიან განცხადება (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) წარადგინონ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) 23 სექტემბრის ჩა-თვლით. საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამი დღის ვადაში წარუდგენს სტუდენტთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტაციას.
4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, 30 სექტემბრის ჩათვლით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერთ კვირაში დაადგენს სტუდენტის შესაბამისობას ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა სიას წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) წარადგენენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში 30 სექტემბრის ჩათვლით. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია ერთ კვირაში დაადგენს სტუდენტის შესაბამისობას ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა სიას წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
6. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 9🔗
პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება, ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება.
მუხლი 10🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი