საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5421
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.05.001.003.039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 05/11/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტი თავისი ბიუჯეტის მეშვეობით, არსებული შესაძლებლობისა და პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ახორციელებს იმ პარლამენტის წევრის საბინაო პირობებით უზრუნველყოფას, რომელსაც არ გააჩნია თბილისში საცხოვრებელი ფართობი. აღნიშნულის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის განცხადების საფუძვლიანობას, განმცხადებლის ქონებრივ დეკლარაციას (ქონებრივ დეკლარაციაში ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ბინის დაფიქსირების შემთხვევაში, მიუხედავად ბინის მდგომარეობისა, ბინის ქირის თანხა არ გაიცემა) და ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად. პარლამენტის წევრი ვალდებულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს განცხადების საფუძვლიანობის შესწავლისათვის საჭირო ნებისმიერი დოკუმენტაცია. პარლამენტის ბიუროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტის წევრი საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს წარუდგენს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას ბინის ქირავნობის შესახებ. ბინის ქირავნობისათვის გამოყოფილი თანხა პარლამენტის წევრს უნაზღაურდება სანოტარო წესით დამოწმებული ბინის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებიდან და ირიცხება ხელშეკრულებაში მითითებული გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2712 მუხლი:

     „მუხლი 2712

იმ პარლამენტის წევრს, რომელმაც ბინის ქირის ასანაზღაურებლად პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა 2007 წლის 1 ივლისიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე, ბინის ქირავნობისათვის გამოყოფილი თანხა აუნაზღაურდება შესაბამისი განცხადების წარდგენის დღიდან.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 26 ოქტომბერი.

№5421–IIს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.10.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5421. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.030.05.001.003.039.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №5421, 26.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.05.001.003.039 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19978/