აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2013
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016450
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.07.2010
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№49
2013 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ბათუმის, ხელვაჩაურისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიებით.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ივლისის №129 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი