⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.09.2020)
გაუქმებულია:

რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2013
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 110060020.22.027.016448
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 530 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2013 მიღება
22.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №47 2013 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების (გარდა თბილისის რაიონული პროკურატურებისა) უფლებამოსილება გავრცელდეს შესაბამისი თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიაზე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ' საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255  ბრძანება. 4. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,ქალაქ თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის №1-4 გადაწყვეტილების  ძალაში შესვლის შემდგომ, ქალაქ თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვროს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებით დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი დანართი ქ. თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები 1. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ვაკის და ქ. თბილისის საბურთალოს რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია. 2. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის დიდუბის და ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია. 3. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის გლდანის და ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია. 4. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ისნის და ქ. თბილისის სამგორის რაიონების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია. 5. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა – ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია. რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები 1. სიღნაღის რაიონული პროკურატურა – დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 2. გურჯაანის რაიონული პროკურატურა – გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 3. თელავის რაიონული პროკურატურა – თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 4. რუსთავის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 5. მცხეთის რაიონული პროკურატურა – მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 6. ბოლნისის რაიონული პროკურატურა – ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 7. მარნეულის რაიონული პროკურატურა – მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 8. გორის რაიონული პროკურატურა – გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორია, აგრეთვე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის  №4735–Iს დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორია. 9. ხაშურის რაიონული პროკურატურა – ხაშურის, ქარელის და თიღვის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 10. ახალციხის რაიონული პროკურატურა – ახალციხის, ბორჯომის, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 11. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა – ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 12. ზესტაფონის რაიონული პროკურატურა – ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 13. საჩხერის რაიონული პროკურატურა – ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 14. ქუთაისის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 15. ამბროლაურის რაიონული პროკურატურა – ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 16. სამტრედიის რაიონული პროკურატურა – სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 17. ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 18. სენაკის რაიონული პროკურატურა – სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 19. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა – ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 20. ფოთის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 21. მესტიის რაიონული პროკურატურა – მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 22. ბათუმის რაიონული პროკურატურა – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორია. 23. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურა – ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორია.