ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.08.2013
ძალის დაკარგვა 09.09.2014
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2013 წლის 23 აგვისტო
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №23 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗
ზოგადი დებულება
1.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ „სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ზედამხედველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობაზე; უზრუნველყოფს არქიტექტურულ–საამშენებლო საქმიანობაზე და არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას, უზრუნველყოფს არქიტექტურულ-მშენებლობით პროცესს, ადგენს სივრცითი-ტერიტორიულ პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ სამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაციას და დადგენილი წესით წარადგენს დასამტკიცებლად, უზრუნველყოფს ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისა და გასხვისების პროცედურების მართვას; არეგულირებს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებას; უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობას, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების ღონისძიებების დაგეგმვას.
2.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით,გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3.
.სამსახურის დებულებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4.
სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტემპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.
მუხლი 2🔗
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1.
სამსახურის ფუნქციაა:
ა)
ზედამხედველობა გაუწიოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კანონიერების საკითხებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში;
ბ)
ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განახორციელოს საჯარიმო სანქციები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შესაბამისი ნორმების დარღვევით (უკანონოდ) მიიტაცებენ ხარაგაულის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწებს;
გ)
დააწესოს კონტროლი არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობაზე , მშენებლობაში მონაწილეების მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე; უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დამთავრებამდე; მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განახორციელოს არქიტექტურულ მშენებლობითი პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ)
ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგენს გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად ნებართვის გაცემის მიზნით;
ე)
შეისწავლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ–საამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაცია და დადგენილი წესით წარუდგინოს გამგებელს; გასცეს ფიზიკურ და იურიდიული პირებზე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიების დაპროექტებისა და არქიტექტორულ გეგმარებითი დავალება;
ვ)
შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, დაბის ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღებას; უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
ზ)
შეიმუშაოს შენობა- ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა მათ შორის ხაზოვანი ობიექტების) მშენებლობის პროექტების შესახებ წინადადებები და რეკომენდაციები; მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით – ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში;
თ)
მომზადოს თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის დოკუმენტაციის პროექტი;
ი)
მომზადოს წინადადებები მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ;
კ)
მოამზადოს თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტი და წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად; კონტროლი დააწესოს გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებაზე საჭიროების შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
ლ)
უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; მოამზადოს წინადადებები მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
მ)
განახორციელოს ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგი და მოახდინოს მათი ექსპლოატაციის ეფექტურობის შეფასება; უზრუნველყოს ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება;
ნ)
მოამზადოს წინადადებები და შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველ ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას;
ო)
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მასალების მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვისათვის აუქციონის ჩასატარებლად; განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემული უძრავი ქონების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირების (მოიჯარის) მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შეთხვევაში დასვას საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
პ)
მოამზადოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტები;
ჟ)
განსაზღვროს დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთა; უზრუნველყოს დასახლებებში გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირება;
რ)
განახორციელოს შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის ღონისძიებები; სანიტარული დასუფთავების ორგანიზაცია, საოჯახო–საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაცია; საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება; დასახლებებში სახლებს ნუმერაცია;
ს)
უზრუნველყოს ღონისძიებების დაგეგმვა წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად; მოამზადო წინადადებები გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე,ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობაზე, ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვებისა და გატანის საკითხებზე;
ტ)
უზრუნველყოს მოსახლეობის საბინაო–კომუნალური მომსახურების ორგანიზება, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუნალური მეურნეობის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა პატრონობა;
უ)
მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მონიტორინგი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე; შიდა მუნიციპალური სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების აღრიცხვა;
ფ)
სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება.
ქ)
უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღება და გასცეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ღ)
ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; კონტროლი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე;
2.
სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია.
ა)
უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა, მათზე შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ბ)
კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად,განახორციელოს უკანონო მშენებლობის აღკვეთის ღონისძიებები; მშენებლობის კონტროლის განხორციელებაში ხელი შეუწყოს შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებს;
გ)
უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
დ)
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს შესაბამისი კონტროლი გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო დაცვაზე; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააწესოს კონტროლი მშენებლობაში მონაწილეების მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე;
ე)
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული საამშენებლო ობიექტების სისტემატიური შემოწმება და უზრუნველყოს სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დამთავრებამდე;
ვ)
მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს შესაბამისი მითითებები პროექტის, საამშენებლო ნორმებისა და წესების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებულიან/და შემოტანილი საამშენებლო მასალები ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს;
ზ)
დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლოდა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს: საპროექტო დოკუმენტაციის, საამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გასწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; ან/და სამსახურის მითითებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
თ)
კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთისა და მშენებელი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება;
ი)
კანონმდებლობით განსაზრვრულ შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა–ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;
კ)
დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს: უნებართვო მშენებლობაზე მიწერილობის შეუსრულებლობა, მშენებლობის განხორციელება პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა; როცა შენობა–ნაგებობის მდგრადობა ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლოატაციის პირობებს და არ არის კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია;
ლ)
არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი დადგენილება დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების შესახებ;
მ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებისა და მათი ნებართვების გაცემის კუთხით განახორციელოს კონტროლი ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე;
ნ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
ო)
გასცეს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიების დაპროექტებისა და არქიტექტორულ–გეგმარებითი დავალება; შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო,სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები;
პ)
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღებას;
ჟ)
უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა; შეითანხმოს შენობა–ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების);
რ)
მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტანტის სახით;
ს)
გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები ტრანსპორტის სფეროში არალეგალური და უნებართვო მეწარმეობის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 3🔗
სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2.
. სამსახური აერთიანებს:
ა)
ეკონომიკის განყოფილებას;
ბ)
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მშენებლობის განყოფილებას.
3.
სამსახურის უფროსი:
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ)
განსაზღვრავს სამსახურის მუშაობის ცალკეულ მიმართულებებს;
დ)
დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში;
ე)
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ამზადებს წინადადებებს დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა–ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ და წარუდგენს გამგებელს საკრებულოში წარსადგენად;
ვ)
არქიტექტორულ–სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების შესახებ;
ზ)
დადგენილი წესით აჩერებს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობას ან უნებართვო დემონტაჟს;
თ)
მშენებლობის მონაწილეებზე გასცემს შესაბამის მიწერილობებს პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან შემოტანილი საამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს მათი გამოყენების აიკრძალვის მიზნით;
ი)
გასცემს და ხელს აწერს ადგილობრივი მოსაკრებლების საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
კ)
ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
მუხლი 4🔗
ეკონომიკის განყოფილება
ეკონომიკის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
1.
ეკონომიკის განყოფილების სტრუქტურა :
ა)
განყოფილების უფროსი.
ბ)
მთავარ სპეციალისტი – ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში;
გ)
წამყვან სპეციალისტი – ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში.
დ)
წამყვან სპეციალისტი – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში;
2.
ეკონომიკის განყოფილების ფუნქციებია:
ა)
მომზადოს თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის დოკუმენტაციის პროექტის;
ბ)
მომზადოს წინადადებები მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ;
გ)
მოამზადოს თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტი და წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად; კონტროლი დააწესოს გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენებისა და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებაზე საჭიროების შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
დ)
უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; მოამზადოს წინადადებები მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ე)
განახორციელოს ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგი და მოახდინოს მათი ექსპლოატაციის ეფექტურობის შეფასება; უზრუნველყოს ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება;
ვ)
მოამზადოს წინადადებები და შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველ ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას;
ზ)
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მასალების მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვისათვის აუქციონის ჩასატარებლად; განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემული უძრავი ქონების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირების (მოიჯარის) მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შეთხვევაში დასვას საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
თ)
უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღება და გასცეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ი)
სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება–დამუშავება.
კ)
ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათიგანხორციელების უზრუნველყოფა; კონტროლი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე;
მუხლი 5🔗
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
1.
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების სტრუქტურა;
ა)
განყოფილების უფროსი;
ბ)
მთავარ სპეციალისტს –,,არქმშენინსპექციის“ და სახელმწიფო ზედამხედველობის საკითხებში;
გ)
წამყვან სპეციალისტს – მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში ;
დ)
წამყვან სპეციალისტს –– გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში.
2.
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციებია:
ა)
ზედამხედველობა გაუწიოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კანონიერების საკითხებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში;
ბ)
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განახორციელოს საჯარიმო სანქციები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შესაბამისი ნორმების დარღვევით (უკანონოდ) მიიტაცებენ ხარაგაულის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწებს;
გ)
დააწესოს კონტროლი არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობაზე , მშენებლობაში მონაწილეების მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე; უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დამთავრებამდე; მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განახორციელოს არქიტექტურულ-მშენებლობითი პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ)
ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგენს გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად ნებართვის გაცემის მიზნით;
ე)
შეისწავლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ–საამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაცია და დადგენილი წესით წარუდგინოს გამგებელს; გასცეს ფიზიკურ და იურიდიული პირებზე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიების დაპროექტებისა და არქიტექტორულ გეგმარებითი დავალება;
ვ)
შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, დაბის ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღებას; უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
ზ)
შეიმუშაოს შენობა- ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა მათ შორის ხაზოვანი ობიექტების) მშენებლობის პროექტების შესახებ წინადადებები და რეკომენდაციები; მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით– ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში;
თ)
მოამზადოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტები;
ი)
განსაზღვროს დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთა; უზრუნველყოს დასახლებებში გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირება;
კ)
განახორციელოს შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის ღონისძიებები; სანიტარული დასუფთავების ორგანიზაცია, საოჯახო–საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაცია; საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება; დასახლებებში სახლებს ნუმერაცია;
ლ)
უზრუნველყოს ღონისძიებების დაგეგმვა წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად; მოამზადო წინადადებები გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე,ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობაზე, ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვებისა და გატანის საკითხებზე;
მ)
) უზრუნველყოს მოსახლეობის საბინაო–კომუნალური მომსახურების ორგანიზება, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუნალური მეურნეობის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა პატრონობა;
ნ)
მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მონიტორინგი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე; შიდა მუნიციპალური სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების აღრიცხვა.
მუხლი 6🔗
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხასა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.