თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.08.2013
ძალის დაკარგვა 22.12.2017
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2013 წლის 26 აგვისტო
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობების შიდა აუდიტის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური საქმიანობის გაუმჯობესებას, ფინანსების მართვის სრულყოფას და გაუმჯობესებას, ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.
3. სამსახური მოქმედებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და გამგებლის ცალკეული დავალებების შესაბამისად.
4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ.თელავი, ერეკლე მეორის გამზირი №16.
მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
ა) საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენციაю
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;
ბ) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტორული შემოწმება;
გ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
დ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში და ტერიტორიულ ორგანოებში დისციპლინის, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის კონტროლი.
ე) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ზ) გამგეობის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება;
თ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში ფინანსების ხარჯვის კონტროლი და ეფექტიანობის შეფასება;
ი) გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზიю
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებები
1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს და ტერიტორიულ ორგანოებს მიმართოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე სამსახურში (უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ბ) ჩაატაროს შიდა აუდიტი გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია;
გ) შიდა აუდიტის წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს გამგეობის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით;
დ) შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, გამგებელს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ე) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 5🔗. სამსახურის ვალდებულებები
1. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;
ბ) ჩაატაროს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
გ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი , სტრატეგიული გეგმა, ასევე უფლება - მოვალეობათა ნუსხა ;
დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ე) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) გამგებელს წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ;
ვ) საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაიწყოს შიდა აუდიტორული შემოწმება საკრებულოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებშიж
ზ)შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა, ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე .
4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ) ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირებას, უნაწილებს მათ ფუნქციებს, აძლევს მითითებებსა და დავალებებს;
ე) გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;
ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ი) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
კ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებებს.
მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულებას.
4. სამსახურის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.