„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.138.016103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

            ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2013 წლის 26 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის  31 აგვისტოს №28  დადგენილებაში (სსმ V, №26, 17.09.2010 წ., მუხ.701, 010260020.35.138.000696) და  ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური  (ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების, მიწათმოწყობისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვასა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფას, არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას.“

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. სამსახური შედგება

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) შესყიდვების განყოფილების უფროსი;

გ) მთავარი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში;

დ) წამვანი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში;

ე) მთავარი სპეციალისტი არქმშენინსპექციის საკითხებში;

ვ) წამყვანი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;

ზ) წამყვანი სპეციალისტი გზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში;

თ) წამყვანი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში;

ი) უფროსი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების საკითხებში;

ზ) უფროსი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში.“

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

,,მუხლი 51. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფლებამოსილება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საკითხებში

  • სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
  • ა) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალური სახელმწიფო შესყიდვების წლიური  გეგმის (ცვლილებების) პროექტების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვებას,  დამუშავებასა და მომზადებას;

    ბ) დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადებას და განხორციელების ხელშეწყობას;

    გ) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვების სხვა საშუალებების ორგანიზებას;

    დ) შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;

    ე) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვის კონტროლს;

    ვ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას;

    ზ) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ერთიანი ელექრონული საინფორმაციო ბაზის წარმოებას;

    თ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

    ი) მუნიციპალური შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელწყობას;

    კ) მოქმედი კანონმდებლობით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“

    მუხლი 2
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი

    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2013.
    როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.08.2013. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.138.016103.
    რამდენი მუხლისგან შედგება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
    რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
    legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
    სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2013 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22, 26.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.138.016103 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1999146/