„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.138.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

                         ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2013 წლის 26 აგვისტო

ქ.ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №26 დადგენილებაში (სსმ V, №26, 17.09.2010 წ., მუხ.699) და  ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. ადმინისტარციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, გამგებლისა და მუნიციპალური სამსახურების საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, საკადრო მუშაობის, საქმისწარმოებისა და აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას.’’

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) გამგებლის თანაშემწე;

გ) მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

დ) მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში;

ე) წამყვანი სპეციალისტი  კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში;

ვ) წამყვანი სპეციალისტი  სოციალურ საკითხებში;

ზ) უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

თ) სპეციალისტი კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში;

ი) სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

კ) სპეციალისტი-გამგებლის პირადი მდივანი“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი