„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5425
სარეგისტრაციო კოდი
370.030.000.05.001.003.042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 14/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ I, №42, 29.07.2005, მუხ. 303) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა);“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით სპეციალურ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარიული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სპეციალური აუქციონი – აუქციონის ფორმა, რომლის მონაწილეთა მიერ ქონების შესასყიდი ფასის შეთავაზება ხდება ერთჯერადად, წერილობითი სახით. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის) ან დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. საკომლო წიგნში აღრიცხვა დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობით ან საკომლო წიგნიდან ამონაწერით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით;

ლ) ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – ამ კანონის მიღებამდე ან მიღების შემდგომ იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა ან მოიშალა.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი ან/და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 8. მიწის ნაკვეთების აგეგმვა და ნატურაში გადატანა

იჯარით გაუცემელი საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების აგეგმვას და ნატურაში გადატანას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის და საკადასტრო გეგმის საფუძველზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანაზე, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტასა და მოშლაზე უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, რომელიც ასევე უფლებამოსილია, დაასრულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის პროცედურა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ზედამხედველობას და შესაბამისი სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.“.

7. მე-10 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების საჯაროობა.“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საპრივატიზებოდ შერჩეული მიწის ნაკვეთების შესახებ საკადასტრო აზომვითი ინფორმაციის გადაგზავნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში საპრივატიზებო გეგმის დასამტკიცებლად;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპრივატიზებო გეგმის მომზადება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმება და დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161მუხლი:

    “მუხლი 161. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეძენილი მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდის წესი

კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეძენილი მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობა, მისი გადახდის ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“.

10. IV თავი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 26 ოქტომბერი.

№5425–IIს