⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.10.2014)
გაუქმებულია:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2013
ძალაში შესვლა 01.09.2013
ძალის დაკარგვა 17.10.2014
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,145 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2013 მიღება
01.09.2013 ძალაში შესვლა
17.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ოჩხიკიძე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №14 2013 წლის 26 აგვისტო ქ. ვანი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დებულების დამტკიცების შესახებ `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,ფ“  ქვეპუნქტის,22-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და 46​1 მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 . კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გია ოჩხიკიძემ. მუხლი 3🔗 . დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგია ოჩხიკიძე დანართი №1 მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებანი 1.სკოლამდელი (საბავშვო ბაღები)  და სკოლისგარეშე  (მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი) სააღმზრდელო დაწესებულებების გართიანება არის ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 2.სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით  და საკუთარი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. 3.სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას აქვს დამოუკიდებლი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები  საბანკო დაწესებულებაში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4.არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის - ვანის სკოლამდელი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და საკუთარი სახელით გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5.არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის - ვანის სკოლამდელი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება უფლებამოსილია გამართოს კონსტულტაციები. სახელმწიფო ხელისუფლების  ორგანოებთან თვითმმართველი ერთეულის სახელით, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსტულტაციებში. 6.გაერთიანების კონტროლს ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7.გაერთიანების იურიდიული მისამართია ქ. ვანი, თავისუფლების №65. მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1.სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებები იქმნება 3 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით. 2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს: ა) სკოლამდელი  ასაკის ბავშვთა ნორმალურ აღზრდას, მათ ჰარმონიულ  განვითარებას და სკოლისათვის მომზადებას, ბავშვთა აზროვნებას, ემოციურ სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, მათ ფიზიკურ , გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას. მოზარდებში სხვისი აზრისა და საკითხებისადმი პატივისცემის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ბ) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაერთიანებულ მოსწავლეებში პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებას, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის  შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას, ხელოვნების საფუძვლების ზიარებას, ეროვნული მემკვიდრეობის  შესწავლას, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. 3.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების  გაერთიანება სასწავლო -აღმზრდელობით პროცესს წარმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების, სტანდარტების და განათლების სფეროში ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების  გაერთიანება ბავშვებს უქმნის ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობებს . 5.სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. 6.გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში ჯგუფების დაკომპლექტება ხდება საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სააღმზრდელო დაწესებულებების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად. 7.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების  გაერთიანება პასუხს აგებს  ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მათი აღზრდისა და სწავლების ხარისხზე. 8.საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვების ორგანიზაცია წარმოებს სკოლამდელი დაწესებულებების მუშაობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით და დადგენილი ნორმების შესაბამისად. მუხლი 3🔗. გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭო  1.არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის - -ვანის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების  გაერთიანებაის მართვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის აღმზრდელ- პედაგოგთა და მშობლების მიერ 1 წლის ვადით არჩეული თითოეული დაწესებულებებიდან) 1 მშობელი. 2. სამეთვალყურეო საბჭო: ა) კონტროლს უწევს სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. ბ) ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები სასწავლო -აღმზრდელობით პროგრამაში. გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს გაერთიანების ბიუჯეტს. დ) ამტკიცებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ დირექტორის ანგარიშს. ე) ამტკიცებს შინაგანაწესს და თანმშრომელთა  თანამდებობრივ ინსტრუქციებს. ვ) განსაზღვრავს დღის რეჟიმს და სააღმზრდელო წლის არდადეგების განრიგს. 3.სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავჯდომარე, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით. 4.სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. სხდომას იწვევს და უძღვება თავმჯდომარე. 5.სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრების ორი მესამედი მაინც. 6.სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედი. 7.სამეთვალყურეო საბჭოს დღის წესრიგი , სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებანი ფორმდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავჯდომარე. მუხლი 4🔗. .   გაერთიანების სტრუქტურა და მართვა 1 .გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებია: ადმინისტრაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ვანის №1, ვანის №2, ვანის №3, ამაღლების, ბზვანის, ზედაგორას, შუაგორას, ქვედაგორას, დიხაშხოს ზედავანის, ზეიდრის,  მთისძირის , მუქედის,  სალხინოს, სალომინაოს, სულორის, ტობანიერის, ფერეთას, შუამთის, ციხესულორის და უხუთის საბავშვო ბაღები. 2.   გაერთიანებას მართავს ადმინისტრაცია და სამეთვალყურეო საბჭო. 3. გაერთიანების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების  მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი,  ორგანიზაციული  საქმიანობის უნარ - ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისათვის. 5.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ერთიანი სასწავლო აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას საკრებულოს თავჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.   6.  გაერთიანების დირექტორი:   ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს გაერთიანების საერთო საქმიანობას.   ბ) ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს მომსახურე პერსონალს, უზრუნველყოფს    კადრების სწორად შერჩევას. გ) ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თანამშრომელთა შორის. დ) თვითმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან  შეთანხმებით განსაზღვრავს  საშტატო განრიგს.  ე) თავისი  კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს. ვ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს გაერთიანების ბიუჯეტს და ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ. ზ) განკარგავს თანხებს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. თ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს გაერთიანებას  სხვა ორგანიზაციებთან და საქველმოქმედო საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ურთიერთობაში.  7.დირექტორს ეკისრება გაერთიანების წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს: ა) გაერთიანების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სასხრების სწორად და მიზნობრივად ხარჯვაზე; ბ) სასწავლო-აღმზრდელობით პროცესის სწორად წარმართვასა და ხარისხზე, შესაბამისი კულტურულ საყოფაცხოვრებო და სანიტარულ ჰიგიენური პირობების შექმნაზე. მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი 1.გაერთიანების საქმიანობა ექვმემდებარება სახელმწიფო  კონტროლს.  2. გაერთიანების სახლმწიფო კონტროლი გულისხმობს გაერთიანების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის,  ეფექტიანობისა და საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3.გაერთიანების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ადგილობრივი თვითმართველობა, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. 4. ადგილობრივი თვითმმართველობა  უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს გაერთიანების არამრთლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 6🔗. გაერთიანების ქონება გაერთიანებას თავისი მიზნების განსახორციელებლად  გადაეცემა სახელმწიფო ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. გაერთიანების დაფინანსება გაერთიანების დაფინანსების წყაროებია: ა)  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები. ბ) შემოწირულობები  და საქართველოს კანონმდებლობით  ნებადართული სხვა შემოსავლები. გ) აკრძალულია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის , ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება  სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის. მუხლი 8🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას  1.გაერთიანებას ადგილობრივი თვითმმართველობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;  დ) სხვა გადაწყვეტილებები საბავშვო ბაღის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად  აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. მუხლი 9🔗. საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშსწორება 1.გაერთიანების საბუღალტრო აღრიცხვა- ანგარიშგებას აწარმოებს ბუღალტერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 2. გაერთიანება ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ადგილობრივ თვითმმართველობას. მუხლი 10🔗. გაერთიანების ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1.გაერთიანების ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.საბავშვო ბაღის ლიკვიდაციას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება შეიძლება დანიშნულ იქნას გაერთიანების დირექტორი. 3.ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის თვითმმართველობის საკუთრებაში. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულება    ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.