,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის N6–27 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №13-41 |
|
2013 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი |
,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №6–27 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №6–27 გადაწყვეტილებით (სსმ, ვებგვერდი, 110530031, 03/06/2011; სარეგისტრაციო კოდი 010250050.36.101.016046) დამტკიცებულ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში შევიდეს ცვლილება და მე–7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება შემდეგი პირების ინიციატივის შემთხვევაში:
ა) საქართველოს პრეზიდენტის;
ბ) ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის;
გ) ქ. თბილისის საკრებულოს წევრთა ერთი მესამედის;
დ) ქ. თბილისის მერის.".
მუხლი 2
გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|