საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010240040.45.050.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,296 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გენერალური დირექტორი პრომეთე შევარდნაძე გენერალური დირექტორი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №4 2013 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3  მუხლის მე-3  პუნქტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გენერალური დირექტორიპრომეთე შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. მეტროლოგიის ინსტიტუტი (შემდგომში - ინსტიტუტი) წარმოადგენს სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში ,,სააგენტო“) სტრუქტურულ ერთეულს. 2. ინსტიტუტი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“, წინამდებარე დებულებისა და საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025 შესაბამისად. მუხლი 2🔗.  ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები 1. ინსტიტუტის მიზნებია: ა) მეტროლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და ამ სფეროში საქმიანობის კოორდინაცია; ბ) მეტროლოგიის სისტემების ჩამოყალიბების, მათი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროების სრულყოფისათვის ნორმატიული ბაზის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) სამეცნიერო-მეთოდური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისათვის; ე) სახელმწიფო ეროვნული ეტალონებისა და გაზომვის სანიმუშო საშუალებების შექმნის მიზნით საკვლევი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების შესრულება და მეტროლოგიური უზრუნველყოფის ერთიანი ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება; ვ) მეტროლოგიის სფეროში ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება ან/და დამტკიცება. 2. ინსტიტუტის ამოცანებია: ა) გაზომვის ერთეულის აღწარმოება ეტალონების და სანიმუშო გაზომვის საშუალებების მეშვეობით და ერთეულების გადაცემა გაზომვის საშუალებებზე გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; ბ) დროისა და სიხშირის სამუშაოთა ორგანიზება და წარმართვა; გ) გაზომვის ერთეულის ეტალონების, ნივთიერებათა და მასალათა სტანდარტული ნიმუშებისა და სტანდარტული საცნობარო მონაცემების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა; დ) არსებული სახელმწიფო ეროვნული ეტალონების, უმაღლესი სიზუსტის დანადგარების, გაზომვის სანიმუშო საშუალებების შენახვა, მათი ექსპლუატაციის საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა; ე) ეტალონური ბაზის შექმნისა და  განვითარების სამუშაოების წარმართვა და ორგანიზება. გაზომვის საშუალებების (მათ შორის იმპორტირებული) დამოწმების, დაკალიბრების, გამოცდის სამუშაოთა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) სახელმწიფო ეროვნული ეტალონების რეესტრის წარმოება, განახლება და საჯაროობის უზრუნველყოფა; ზ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, განახლება და საჯაროობის უზრუნველყოფა; თ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების, ტიპის აღიარების, ტიპის რეგისტრაციის და პირველადი დამოწმების აღიარების სამუშაოების განხორციელება; ი) დადგენილი წესით, მეტროლოგიური საშუალებების, ნაკეთობების, მასალების და ნივთიერებების, ლაბორატორიული კვლევების და კომპლექსური გამოცდების ჩატარება; კ) მეტროლოგიის სფეროში წარმოქმნილი დავების შემთხვევაში საექსპერტო გაზომვების ჩატარება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე საერთაშორისო/რეგიონალურ ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, ინფორმაციის გაცვლა, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და მათში მონაწილეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მეტროლოგიის საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ორგანიზაციებში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულების პროექტების მომზადება სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ცალკეულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მეტროლოგიური მომსახურების და გაზომვის საშუალებების შეკეთების (იუსტირების) სამუშაოების შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ო) ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეტროლოგიური უზრუნველყოფის სფეროში სპეციალისტთა პროფესიონალური მომზადების სამუშაოების ჩატარება; პ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3🔗. ინსტიტუტის ხელმძღვანელობა და მართვა 1. ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2. ინსტიტუტის დირექტორი: ა) წარმართავს ინსტიტუტის საქმიანობას; ბ) ზედამხედველობს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას; გ) ანაწილებს ფუნქციებს ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის; დ) შეიმუშავებს წინადადებებს ინსტიტუტის სტრუქტურის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს გენერალურ დირექტორს; ე) წარუდგენს სააგენტოს გენერალურ დირექტორს ინსტიტუტის თანამშრომლების კანდიდატურებს; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ინსტიტუტს ჰყავს ხარისხის მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ISO/IEC 17025:2005სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების განხორციელებას. 4. ხარისხის მენეჯერი: ა) შეიმუშავებს ხარისხის სახელმძღვანელოს და ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებული სხვა სახის დოკუმენტაციას და ახორციელებს მის აქტუალიზაციას; ბ) უზრუნველყოფს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულებში ხარისხის მართვის სისტემის შიდა აუდიტის მომზადებას, ორგანიზებას, ჩატარებასა და მისი შედეგების შესახებ დასკვნის მომზადებას; გ) უზრუნველყოფს ხარისხის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობას, მისი საქმიანობის კოორდინაციასა და სხდომების ჩატარების ორგანიზებას; დ) სააგენტოს გენერალურ დირექტორსა და ინსტიტუტის დირექტორს წარუდგენს ინფორმაციას ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების თაობაზე; ე) წარმოადგენს სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის  ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემოწმებისას და კოორდინირებას და კონტროლს უწევს მასთან დაკავშირებულ საქმიანობას; ვ) ახორციელებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვას და უზრუნველყოფს შესაბამის თანამშრომლებს სათანადო ინფორმაციით. 5. ინსტიტუტის ხარისხის მენეჯერს, დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი. 6. ISO/IEC 17025:2005 სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების განხორციელების მიზნით ინსტიტუტში ფუნქციონირებს ხარისხის მენეჯმეტის სისტემა. მუხლი 4🔗.  ინსტიტუტის სტრუქტურა 1.ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) გაზომვის საშუალებების რეესტრისა და ლეგალიზაციის სამსახური; ბ)  ეტალონური განყოფილებები სპეციალიზაციის მიხედვით. 2. ინსტიტუტში შემავალი განყოფილებები და ლაბორატორიებია: ა) გეომეტრიული გაზომვების ეტალონური განყოფილება: ა.ა) ხაზოვან სიდიდეთა გაზომვის ლაბორატორია; ა.ბ)  კუთხურ სიდიდეთა გაზომვის ლაბორატორია. ბ) ელექტრული გაზომვების ეტალონური განყოფილება: ბ.ა) სიმძლავრის, დიდი დენების და მაღალი ძაბვის ლაბორატორია ბ.ბ) დენის, ძაბვის და წინაღობის ლაბორატორია ბ.გ) მუდმივი ძბვის ლაბორატორია გ) მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ეტალონური განყოფილება: გ.ა) მასის ლაბორატორია;                                          გ.ბ) მოცულობის ლაბორატორია; გ.გ) სიმკვრივის ლაბორატორია. დ) მექანიკური გაზომვების ეტალონური განყოფილება: დ.ა) თბოტექნიკური ლაბორატორია; დ.ბ) ნივთიერებათა ხარჯის ლაბორატორია; დ.გ) მოძრაობის (ვიბრაციის) პარამეტრების ლაბორატორია. ე) რადიაციული მეტროლოგიის ეტალონური განყოფილება: ე.ა) დოზიმეტრული ლაბორატორია; ე.ბ)  გამოსხივების აქტიურობის განმსაზღვრელი ლაბორატორია; ე.გ) რადიოქიმიური ლაბორატორია. ვ) რაული კანკიას სახელობის რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტის ეტალონური განყოფილება: ვ.ა) რადიოელექტრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია; ვ.ბ) დროისა და სიხშირის ლაბორატორია; ვ.გ) ფოტომეტრიისა და რადიომეტრიის ლაბორატორია; ვ.დ) აკუსტიკური გაზომვის ლაბორატორია. ზ) ფიზიკურ-ქიმიური ეტალონური განყოფილება: ზ.ა) კონდუქტომეტრიის ლაბორატორია; ზ.ბ) PH-მეტრიის ლაბორატორია; ზ.გ) სტანდარტული ნიმუშების ლაბორატორია; 3. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ უფროსები, რომლებსაც ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი. 4. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ანგარიშვალდებულნი არიან ინსტიტუტის დირექტორისა და სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე. მუხლი 5🔗. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები 1.   გაზომვის საშუალებების რეესტრისა და ლეგალიზაციის სამსახურის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო (ეროვნული) ეტალონების რეესტრის წარმოება; ბ)გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების, ტიპის დამტკიცების აღიარების, ტიპის რეგისტრაციის სამუშაოების ორგანიზება და კოორდინირება გ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეგისტრაცია; დ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება; ე) დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმების შედეგების აღიარების სამუშაოების ორგანიზება და კორდინირება; ვ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმების აღიარების სერტიფიკატების რეესტრის წარმოება; ზ) გაზომვის საშუალებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება ან/და ექსპერტიზა. 2. გაზომვების სფეროების მიხედვით ეტალონური განყოფილების ფუნქციებია: ა) სიდიდეთა გაზომვის ერთეულების ეტალონების შენახვა, ამ ერთეულების აღწარმოება და მათი ზომების გადაცემა ეტალონებსა და გაზომვის საშუალებებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ბ) განყოფილების ეტალონების საერთაშირისო, რეგიონულ და/ან ორმხრივ შედარებებში მონაწილეობის მიღება ერთეულების საერთაშორისო სისტემასთან (SI)  მიკვლევადობისა და გაზომვათა ერთიანობის უზრუნველსაყოფად; გ) ეროვნული ეტალონების დაკალიბრების უზრუნველყოფა სხვა ქვეყნის ეროვნული ინსტიტუტის (NMI) მიერ ან/და საერთაშორისო სტანდარტის (ISO 17025) შესაბამისად აკრედიტებულ ლაბორატორიის მიერ. დ) ეტალონების მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით მათი რეგულარული დაკალიბრება ეროვნული ეტალონებით; ე) საქართველოში  სიდიდეთა გაზომვის საშუალებების მეტროლოგიური უზრუნველყოფის მეთოდოლოგიური, ტექნიკური და ორგანიზაციული  საფუძვლების შემუშავებასა და სრულყოფაში მონაწილეობა; ვ) სიდიდეთა გაზომვის ერთეულების არსებული ეტალონების განვითარებისა და ახალი ეტალონების შექმნის მიზნით საკვლევი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება; ზ) გაზომვის საშუალებების დაკალიბრების და დამოწმების სამუშაოთა წარმოება და შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება; თ) გაზომვების სფეროში დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა ტიპის დამტკიცების (აღიარების) და პირველადი დამოწმების შედეგების აღიარების სამუშაოთა წარმოება მათი დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების სახელმწიფო რეესტრში შეტანის მიზნით ი) გაზომვების სფეროში  დავების წარმოქმნის შემთხვევაში შესაბამისი საექსპერტო სამუშაოების ჩატარება; კ) იურიდიული და ფიზიკური პირების დაკვეთით შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მეტროლოგიური  სამუშაოების შესრულებას კომპეტენციის ფარგლებში; 3. რაული კანკიას სახელობის რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტის ეტალონური განყოფილების სპეციფიკური ფუნქციაა რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტის სფეროში გაზომვის საშუალებების დაკალიბრების,  დამოწმების და სალარო აპარატების, სათამაშო აპარატების პროგარმული უზრუნველყოფის გამოცდებთან დაკავშირებული სამუშაოთა წარმოება, შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება. 4. ფიზიკურ-ქიმიური ეტალონური განყოფილების სპეციფიკური ფუნქციაა ფიზიკურ–ქიმიური გაზომვების სფეროში სტანდარტული ნიმუშების დამუშავება და წარმოება. მუხლი 6🔗. ინსტიტუტის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა ინსტიტუტის საქმიანობის კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს გენერალური დირექტორი. მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე.