სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/227
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.024.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,279 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სააგენტოში გადის არაანაზღაურებად სტაჟირებას
მუხლი 3
პრაქტიკანტი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სააგენტოში გადის არაანაზღაურებად პრაქტიკას
მუხლი 3
კანდიდატი
პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება ან პრაქტიკა სააგენტოში და წარმოდგენილი აქვს სტაჟირების ან პრაქტიკის გავლის შესახებ ამ წესით დადგენილი დოკუმენტები
მუხლი 3
სტუდენტი
პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურზე, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
კანდიდატის სახელი და გვარი აკმაყოფილებს მოთხოვნებს  სრულად
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/227 2013 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) სტაჟირებისა  და პრაქტიკის გავლის  წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).  მუხლი 2🔗 სააგენტო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით უზრუნველყოფს სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა მიღებას. მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სააგენტოში გადის არაანაზღაურებად სტაჟირებას; ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სააგენტოში გადის არაანაზღაურებად პრაქტიკას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება ან პრაქტიკა სააგენტოში და წარმოდგენილი აქვს სტაჟირების ან პრაქტიკის გავლის შესახებ ამ წესით დადგენილი დოკუმენტები;     დ) სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურზე, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში. მუხლი 4🔗 სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა საერთო რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) შტატით გათვალისწინებული თანამშრომელთა რაოდენობის 1/3-ს.   მუხლი 5🔗 სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვემდე ვადით. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვემდე ვადით. თავი II პრაქტიკანტად მიღება მუხლი 6🔗 პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტი, რომლის ბოლო სემესტრული ქულების ჯამური მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკული უტოლდება ან აღემატება 75 ქულას. მუხლი 7🔗 კანდიდატმა სააგენტოში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; გ) ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების და აკადემიური მიღწევის შესახებ; დ) ავტობიოგრაფია (CurriculumVitae).    მუხლი 8🔗 1. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო ამზადებს წარდგინებას კანდიდატის პრაქტიკაზე დაშვების თაობაზე. 2. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების  სამმართველოს წარდგინების საფუძველზე. მუხლი 9🔗 სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) პრაქტიკანტის გადაყვანა დასაშვებია მისი განცხადებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე.   თავი III სტაჟიორად მიღება მუხლი 10🔗 1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 27 წლის ასაკამდე. 2. სააგენტოში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით. კონკურსი ტარდება შემდეგ ეტაპებად: საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად განცხადებების გადარჩევა, ტესტირება ან/და გასაუბრება. 3. კონკურსის გამოცხადება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) დასახელება, სადაც ცხადდება კონკურსი; ბ) კონკურსის თემატიკა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები; გ) ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების ელექტრონული მისამართისა და დროის შესახებ. 5. სტაჟირების საკონკურსო კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას (შემდგომში – შეფასების ფორმა) პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით, წინამდებარე წესის დანართი №1-ის შესაბამისად. 6. კონკურსის შემდგომ ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წინა ეტაპს. მუხლი 11🔗 1. კანდიდატმა სააგენტოში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; გ) ავტობიოგრაფია (CurriculumVitae).  2. კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატი ვალდებულია სტაჟირების საკონკურსო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ერთი ფოტოსურათი (3X4); ბ) სერტიფიკატების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლები. მუხლი 12🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს თავმჯდომარე. 2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, წევრებისა და მდივნისგან. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის მდივანს არ აქვს ხმის უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, წევრები და მდივანი. მუხლი 13🔗 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს მის მიერ შემუშავებულ შეფასების ფორმას ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით. 2. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება.     3. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისია თავმჯდომარეს წარუდგენს იმ სტაჟირების კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები. მუხლი 14🔗 ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტაჟირების კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, კომისიის წარდგინებით, თავმჯდომარე ნიშნავს სტაჟიორებად. თავი IV სტაჟირების და პრაქტიკის გავლის დადასტურება მუხლი 15🔗 1. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელი ვალდებულია, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს წარუდგინოს სტაჟიორის შეფასების ფორმა წინამდებარე წესის დანართი №2-ის შესაბამისად, რომლის საფუძველზე სააგენტო გასცემს სტაჟირების დამადასტურებელ მოწმობას წინამდებარე წესის დანართი №3-ის მიხედვით. 2. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე სააგენტო გასცემს პრაქტიკის დამადასტურებელ მოწმობას წინამდებარე წესის დანართი №4-ის შესაბამისად.    თავი V სტაჟიორის და პრაქტიკანტის  უფლებები და მოვალეობები მუხლი 16🔗 სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს: ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომლებიც შესაბამის სფეროს მიეკუთვნება;    გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად. მუხლი 17🔗 სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას/პრაქტიკას;  გ) დროულად გამოცხადდეს სტაჟირების/პრაქტიკის გავლის ადგილას. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელს;    დ) დაიცვას სააგენტოში დაცული და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. თავი VI  სააგენტოს მოვალეობები მუხლი 18🔗 სააგენტო სტაჟიორს/პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. მუხლი 19🔗   1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს კონკრეტული ვადა განუსაზღვროს სამუშაოს შესასრულებლად, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, აკონტროლოს სამუშაოს შესრულება და შეაფასოს სტაჟიორი.   2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელი პრაქტიკანტს აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.   თავი VII სტაჟირების და პრაქტიკის  გავლის სხვა პირობები მუხლი 20🔗 1. სტაჟირების ან პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:   ა) სტაჟირების ან პრაქტიკის  პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა; ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა; ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა. 2. სტაჟირების ან პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავმჯდომარე. 3. გადაწყვეტილება სტაჟირების ან პრაქტიკის  შეწყვეტის შესახებ ფორმდება თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 21🔗 იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი ან პრაქტიკანტი კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობაზე, მას სტაჟირება ან პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა. მუხლი 22🔗 სტაჟიორი ან პრაქტიკანტი,  რომელსაც სტაჟირების ან პრაქტიკის ვადა შეუწყდა მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტოში განმეორებით სტაჟირებაზე ან პრაქტიკაზე არ დაიშვება. მუხლი 23🔗 სტაჟირებას და პრაქტიკას  კოორდინაციას უწევს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო, რომელიც ვალდებულია, სტაჟირების და პრაქტიკის საკითხებზე წელიწადში ერთხელ ინფორმაცია მიაწოდოს თავმჯდომარეს. დანართი №1 სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სტაჟირების კანდიდატთა გასაუბრების შეფასების ფორმა კანდიდატის სახელი და გვარი აკმაყოფილებს მოთხოვნებს  სრულად აკმაყოფილებს  მოთხოვნებს ნაწილობრივ  მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს  შენიშვნა დანართი №2 სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სტაჟიორის შეფასების ფორმა შეფასება უშუალო ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის სახელი და გვარი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) დასახელება შეფასების პერიოდი არადამაკმა- ყოფილებელი 1 ქულა კარგი 2 ქულა ძალიან კარგი 3 ქულა აჭარბებს მოლოდინს 4 ქულა 1. პუნქტუალურობა და სამუშაოზე გამოცხადება აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს 2. რთული სიტუაციებისადმი არის ადეკვატური და ეგუება ცვლილებებს 3. სამუშაო სრულდება დადგენილ ვადებში 4. ხელმძღვანელს სთავაზობს ახალ იდეებს 5. ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს 6. შესაბამის სფეროში აქვს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა 7. ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე 8. უფროსებთან და თანამშრომლებთან ამყარებს პოზიტიურ ურთიერთობებს 9. ეფექტურად მუშაობს გუნდში უშუალო ხელმძღვანელის ხელმოწერა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის ხელმოწერა თარიღი: შეფასება ხდება ქულების დაჯამების შედეგად, საიდანაც ხდება საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა. 1-დან 2 ქულამდე – დაბალი 2-დან - 3 ქულამდე – კარგი 3-დან 4 ქულამდე  – ძალიან კარგი  4 ქულა – აჭარბებს მოლოდინს