„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016135
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

                   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2013 წლის 27 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №32 დადგენილებაში (სსმ, 56, 29/11/2010, სარეგისტრაც.კოდი: 010260020.35.104.016021) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით   დამტკიცებული დებულებიდან:
ა.ა) ამოღებულიქნეს მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის  „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტები;
ა.ბ)  ამოღებულიქნეს მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მუხლები;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე–5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                                                                                                                                

„მუხლი 5. საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილების ფუნქციები

საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:                                                                                                                                                             

ა) ერთიან საქმისწარმოებას, სამსახურებრივი დოკუმენტების წარმოებას, შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;                                                                                              

ბ) გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების შედგენას და დავალებების სათანადოდ გაფორმებას;                                                                                                                                                                        

გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;                                  

დ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;                                                                                                

 ე) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;                                                         

ვ) გამგებლის დავალებით, სტრუქტურული დანაყოფის მიერ მომზადებული და ვიზირებული პროექტების (დოკუმენტების) ხელმოსაწერად გადაცემას ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის და დოკუმენტების სწორად გაფორმებას;                                                                                           

 ზ) საკადრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;                                                                                                                                                       

თ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთა და ტერიტორიულ ორგანოთა ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს, შესაბამისი   რეკომენდაციების შემუშავებას;                                                      

 ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელშეწყობას საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;                   

 კ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შედგენას, პერიოდულ ანალიზს და შეფასებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს;                                                                                                                                                  

 ლ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;                                            

მ) მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;                                                                                                                            

ნ) შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;                     

ო) მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;                                                                    

პ) მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;                                       

ჟ) კონტროლს მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;                                                                                                                                                                

რ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;           

ს) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, რეორგანიზების ჩატარების ორგანიზებას;                                                                                                                                                            

ტ) მუნიციპალიტეტში დაწესებული საპატიო წოდებების და ჯილდოების მინიჭებაზე საკითხების მომზადებას; მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას;               

უ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისთვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას;                                                                             

ფ) კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; კონტროლს მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე;                                                           

 ქ) წინადადების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით;                                                                                    

ღ) საინფორმაციო, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობის კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;                                                                                                    

ყ) ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;                                                                                                                                                     

შ)  მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.                                           

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.08.2013.
როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.08.2013. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.104.016135.
რამდენი მუხლისგან შედგება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №28, 27.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016135 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2004684/