⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.11.2014)
გაუქმებულია:

თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2013
ძალის დაკარგვა 10.11.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №16/21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 391 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2013 მიღება
10.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №16/21 2013 წლის 30 აგვისტო ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ც“ ქვეპუნქტის  და 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს, თვითმმართველი ქალაქის ფოთის საპატიო  მოქალაქის წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის 12 ნოემბრის №21/57 დადგენილება ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქედ წოდების შესახებ' დებულების დამტკიცების თაობაზე.“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა დანართი №1 თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗 თვითმმართველი ქალაქის  ფოთის  საპატიო მოქალაქის წოდება წარმოადგენს ტიტულს, რომელიც ქალაქის მოსახლეობისაგან მადლიერებისა და აღიარების ნიშნად ენიჭება ამა თუ იმ პიროვნებას, ქალაქისა  და სამშობლოს წინაშე გამოჩენილი ღვაწლისა და დამსახურებისათვის. მუხლი 2🔗 თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ: 1.  თვითმმართველ ქალაქ ფოთში მცხოვრებ მოქალაქეებს  (ასაკის შეუზღუდავად); 2. თვითმმართველი  ქალაქის -  ფოთის გარეთ   მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს (ასაკის შეუზღუდავად); 3. უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის თვითმმართველი ქალაქის - ფოთის წინაშე, ან ქალაქ ფოთთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (ასაკის შეუზღუდავად).             მუხლი 3🔗 თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქის კანდიდატურის წარდგინების უფლება საკრებულოს სხდომაზე განსახილველად  აქვს: 1. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერს; 2. წარმოება - დაწესებულებათა წარმომადგენლებს; 3. არაპოლიტიკურ-საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; 4. საკრებულოს წევრების სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; 5. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ს. მუხლი 4🔗 1. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხდება წელიწადში ერთხელ, ,,ფაზისობის“ დღესასწაულთან ან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 2. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქეს წარმოდგენილი კანდიდატურებიდან ირჩევს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულო ღია კენჭისყრის წესით: ა) მე-2 მუხლის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არაუმეტეს 5 კაცის რაოდენობით; ბ) მე-2 მუხლის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არა უმეტეს 2 კაცის რაოდენობით; გ) მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განუსაზღვრელი რაოდენობით. მუხლი 5🔗 1. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ თვითმმართველი ქალაქის- ფოთის საპატიო მოქალაქის მოწმობა. 2. თვითმმართველი ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი მონაცემები შეტანილ იქნება ,,თვითმმართველი ქალაქის  ფოთის საპატიო მოქალაქის“  წიგნში. მუხლი 6🔗 თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდება: 1. მე-2 მუხლის 1-ლი და  მე-2  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიგელით  და ფულადი პრემიით 500 დოლარის ეკვივალენტის ლარის ოდენობით, რომელიც გაიცემა თვითმმართველი ქალაქის ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან. 2. მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიგელით.