ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №16/22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 366 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №16/22 2013 წლის 30 აგვისტო ქ. ფოთი ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის და საქართველოს  კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   ხუთი   და   მეტშვილიანი     ოჯახების   დახმარების   პროგრამა,   თანახმად  დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗 თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერმა გაითვალისწინოს 2014 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას  ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დაფინანსების ხარჯები.  მუხლი 3🔗 პროგრამის განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურს. მუხლი 4🔗 დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა დანართი №1 ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა შესავალი დღეს, საქართველოში უმწვავესად დგას დემოგრაფიული პრობლემა. ოჯახები თავს იკავებენ შვილის გაჩენაზე, რაც განპირობებულია მძიმე სოციალური ფონით და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. აუცილებელია სახელმწიფოს ზრუნვა და ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მით უფრო, რომ მრავალშვილიანი ოჯახების უმეტესი ნაწილი, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება. მძიმეა მათი ეკონომიკური და ყოფითი პირობები. ასეთი კატეგორიის ოჯახები უსახსრობისა და შემოსავლების უქონლობის გამო ვერ აგვარებენ ოჯახთან, ბავშვებთან დაკავშირებულ ელემენტარულ პრობლემებს და ვერ ღებულობენ სათანადო განათლებას. პროგრამის მიზანი პროგრამა მიზნად ისახავს, ქალაქში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  ხუთი და მეტშვილიანი ოჯახები (უმცროსი შვილის 18 წლის შესრულებამდე) წელიწადში ერთხელ მიიღებენ მატერიალურ დახმარებას 2000 ლარის ოდენობით. პროგრამის მართვა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს წარმოადგენენ ხუთი და მეტშვილიანი ოჯახები. მატერიალური დახმარება გაიცემა ხუთ და მეტშვილიან  ფოთელ ოჯახზე და განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით და გაიცემა წელიწადში ერთხელ. ბავშვების მამა უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მკვიდრი ან თვითმმართველ ქალაქ-ფოთში რეგისტრირებული დევნილი, რომელიც ცხოვრობს თვითმმართველ ქალაქ ფოთში არანაკლებ ერთი წლისა. მატერიალური დახმარების მისაღებად ხუთი და მეტშვილიანმა ოჯახმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება (თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერის სახელზე); მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ქორწინების მოწმობის ასლი; ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ გაცემული მუნიციპალიტეტის მიერ. მარტოხელა დედების შემთხვევაში - ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან, რომ იგი არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში. მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ცნობა გარდაცვალების შესახებ. პროგრამის ბიუჯეტი ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის მიხედვით განსაზღვრული თანხა აისახება თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ( თვითმმართველი ერთეული) ბიუჯეტში. ხუთი და მეტშვილიან ოჯახებს დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა დაერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე.