„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№684
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016859
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №684

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის II2 თავი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„თავი II2

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის სახელმწიფო თანამდებობები

მუხლი 74. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;

ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;                    

ე) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის სამსახურის უფროსი;

ზ) საქართველოს მთავრობის პრესსპიკერი;

თ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.

მუხლი 75. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) უფროსი მრჩეველი;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფერენტი;

გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის სამმართველოს უფროსი;

დ) მრჩეველი (I კატეგორია);

ე) მრჩეველი (II კატეგორია).

მუხლი 76. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) მრჩეველი (III კატეგორია);

ბ) მთავარი სპეციალისტი;

გ) წამყვანი სპეციალისტი;

დ) უფროსი სპეციალისტი;

ე) სპეციალისტი.“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი:

 

„თავი X1

 

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელმწიფო თანამდებობები

მუხლი 381. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი.

მუხლი 382. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) სამმართველოს უფროსი;

დ) საქმეთა მმართველი;

ე) მთავარი ბუღალტერი;

ვ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

მუხლი 383. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;

გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი;

დ) მთავარი მრჩეველი.

მუხლი 384. უმცროსი საჯარო თანამდებობა

მრჩეველი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.09.2013.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №684. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.08.002.016859.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №684, 02.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016859 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2007763/