„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№688
სარეგისტრაციო კოდი
100110000.08.002.016862
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №688

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის N832 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2010 წ., N134, მუხ. 1925) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-6 მუხლის:
ა.ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“;

ა.ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-10 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურის გადაყვანა/თანამდებობრივი გადაადგილება ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაყვანა/თანამდებობრივი გადაადგილება - მინისტრის ბრძანებით. ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.

5. შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე დაბალ თანამდებობაზე გადაადგილებისას, მოსამსახურეს შეიძლება შეუნარჩუნდეს ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.

6. სხვა საფუძვლებით (გარდა უარყოფითი მოტივებისა) მოსამსახურის დაბალ თანამდებობაზე გადაადგილებისას, თუ მან 15 წელი იმსახურა სისტემის ორგანოში, მას ასევე შეიძლება შეუნარჩუნდეს ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი  სარგო.“;

გ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

დ) 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ან მისი მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით. წინა წლის გამოუყენებელი შვებულება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. მორიგი ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახლად დანიშნული მოსამსახურისათვის გამოითვლება ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე სამსახურის ყოველ სრულ თვეზე მიღების დღიდან. ასეთ შემთხვევაში, მოსამსახურეს მისი მოთხოვნით 10 დღეზე ნაკლები შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის შვებულებასთან ერთად.“.

ე) 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოსამსახურე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.“;

ვ) 30-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოსამსახურის მოტივირებული და დასაბუთებული წერილობითი განცხადება სამსახურის შეჩერების შესახებ, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარე აკმაყოფილებს გონივრული ვადით;“;

ზ) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.09.2013.
როდის იქნა მიღებული „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №688. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.08.002.016862.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №688, 02.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 100110000.08.002.016862 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2007842/