შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის N837 და 2012 წლის 29 მაისის N669 განკარგულებებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს №01/9–ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/16-ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

 სამსახურის უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 01/16-ო

2013 წლის2 სექტემბერი

ქ. თბილისი        

შპს – სადაზღვევო კომპანია ,,პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის 837 და 2012 წლის 29 მაისის 669 განკარგულებებ ში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო      ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს 01/9 - ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

  საქართველოს კანონის – ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 20 მარტის №354-II ს ცვლილების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, ამავე კანონის 331 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის ,,სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ №102 დადგენილების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე :

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1 . შპს – სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ დროებით ადმინისტრატორად დაინიშნოს ზვიად გაბისონია (პირადი ნომერი № 01026008225), რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.

2. დროებითმა ადმინისტრატორმა მიიღოს აუცილებელი ზომები შპს – სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ ფინანსური მდგომარეობის შესაძლო გაჯანსაღებისთვის.

3. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო      ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 აგვისტოს №01/9-ო ბრძანებით განსაზღვრული იძულებითი ადმინისტრაციის ვადა გაგრძელდეს 2013 წლის 2 სექტემბრიდან 2013 წლის 2 ნოემბრამდე.

4 . იძულებითი ადმინისტრატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობოს შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის“ მარეგისტრირებელ ორგანოს, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე.

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 სამსახურის უფროსი                                     ლაშა ნიკოლაძე