1. არასამეწარმეო (არაკომერციული)   იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად    რეორგანიზაციის შემდგომ განხორციელდეს რეორგანიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებები:

ა)  არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი უნივერსიტეტის   ატრიბუტიკასთან;

ბ)  საჯარო სამართლის    იურიდიულ პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭდის, შტამპის და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკის შემოტანამდე, ძალაშია  არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

2. წინამდებარე წესდების ამოქმედების შემდეგ, შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი უნივერსიტეტის სტრუქტურა ამ წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან