1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას, რომელსაც უმტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
თავი VI
უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტრო