1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სამეცნიერო კვლევითი განყოფილების, საგამოცდო ცენტრის, საფინანსო სამსახურის, იურიდიული სამსახურის, მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის, კადრების განყოფილების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, კულტურის განყოფილების, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურისაგან.
2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით