საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.09.2013
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 110030000.22.027.016487
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.09.2020
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№86
2013 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №275 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში - მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა;
გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ვ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებისა) სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; აღნიშნულ საქმეებზე საოლქო და რაიონული პროკურორების, აგრეთვე გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა;
თ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;
ი) უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება;
კ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადება და მისი დანიშნულებისამებრ გაგზავნა;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან და უცხო სახელმწიფოდან მსგავსი მასალების ან მათი დამოწმებული ასლების საქართველოში გადმოგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
მ) მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;
ნ) საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულებასთან და უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;
ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება;
პ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) იურიდიული სამმართველო;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები
1. იურიდიული სამმართველოს ამოცანებია:
ა) მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა;
გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსულ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობა;
თ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეებზე საოლქო და რაიონული პროკურორების, აგრეთვე გამომძიებლებისა და პროკურატურის სხვა მუშაკებისთვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.
2. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული შუამდგომლობების განხილვა და შესრულების ორგანიზაცია;
ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებული შუამდგომლობების განხილვა და საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნა;
გ) უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება და ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება;
დ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციისათვის საჭირო მასალების გამოთხოვა პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადება და მისი დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ე) სამმართველოს წარმოებაში არსებულ ექსტრადიციის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების საკითხების განხილვის მიზნით სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების მიზნით უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ზ) შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების მიზნით უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი დამოწმებული ასლების დანიშნულებისამებრ გადაგზავნა და უცხო სახელმწიფოს ინფორმირება მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
თ) თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;
ი) თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;
ლ) უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;
მ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება;
ნ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და დეპარტამენტის მუშაკებს შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას;
ზ) შეაქვს საჩივრები სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
თ) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ი) ასრულებს მთავარი პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
კ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს შორის;
ბ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკების მიერ სამსახურებივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) ასრულებს მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურორის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, უზრუნვეყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის მუშაკები
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
გ) დეპარტამენტის მრჩევლები;
დ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.