📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.09.2013
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 110030000.22.027.016489
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,432 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2013 მიღება
22.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №88 2013 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების  საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №103  ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში - მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) თავდაცვის სამინისტროში, აგრეთვე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) თავდაცვის სამინისტროში, აგრეთვე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;  გ) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ  ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; დ) თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა)  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია 1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედის: ა) თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო; ბ) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო. 2. თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია: ა) თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა;  ბ) თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. 3. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია: ა) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა; ბ) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ  ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;  გ) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის მუშაკებს შორის; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) მთავარი პროკურორის ან შესაბამისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს ცალკეული პროკურორის ან გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ; თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; ი) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას; კ) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებიდან  წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს შესაბამის წინადადებებს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას; ლ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას; მ) შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას; ო)  ატარებს ოპერატიულ თათბირებს და ისმენს ამ დებულებით განსაზღვრული უწყებების საგამოძიებო ორგანოთა და ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე; იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; პ) ასრულებს მთავარი პროკურორის და შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს შორის; ბ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას; გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორის ან გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან  ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში საქმეთა განხილვაში პროკურორების განაწილების თაობაზე; ზ) გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების საჩივრებს; თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; თ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას; ი) აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას; კ) ამოწმებს ამ დებულებით განსაზღვრულ უწყებათა  საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; ლ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე; მ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ანალიტიკურ საქმიანობას; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე აკონტროლებს  იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ო) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს; პ) ასრულებს მთავარი პროკურორის, შესაბამისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ჟ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ვ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტში  საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები; ბ) სამმართველოს პროკურორები; გ) დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის  მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მთავარი პროკურორი. 3. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ თავდაცვის სამინისტროში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით; დ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას; ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე; ვ) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში; ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს; თ) განიხილავენ სამმართველოში შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, სამმართველოს უფროსს; ი) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს; კ) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს; ლ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ; მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; ნ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ინფორმაციებს პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე; ო) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს; პ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.