სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/242
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.024.016291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,251 სიტყვა · ~21 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
მეორე ან მესამე ხ
არისხის დამწვრობა ან ნებისმიერი დამწვრობა, რომელიც მოიცავს სხეულის ზედაპირის 5%-ზე მეტს
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/242 2013 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის 5​1 მუხლის მე-4 პუნქტის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის წესი” (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის 1944 წლის  ჩიკაგოს კონვენციის დანართი 13-ით განსაზღვრული სტანდარტების და რეკომენდაციების,  „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევისა და პრევენციის შესახებ“ ევროპარლამენტის და საბჭოს 2010 წლის № 996/2010 რეგულაციის  შესაბამისად და არეგულირებს საჰაერო ხომალდებზე მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და  ინციდენტების მოკვლევის საქმიანობას სამოქალაქო ავიაციაში. ამ წესის მიზანია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დონის ამაღლება მოკვლევის ეფექტურობის და ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფის გზით, რომლის ერთადერთი მიზანია შემდგომში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილება, ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის გარეშე. 2. წესის მოთხოვნები სავალდებულოა ყველა სამართლებრივი სუბიექტისთვის, რომელზეც ვრცელდება საქართველოს საჰაერო კოდექსის მოქმედება. წესით  რეგულირდება სამოქალაქო ავიაციის და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება, მათ შორის ორგანიზაციებისა და კერძო პირების, რომლებიც დაკავებულნი არიან საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციით, შემუშავებით, ტესტირებით, წარმოებით, სერტიფიცირებით, მომსახურეობით და შეკეთებით, ასევე საავიაციო ინფრასტრუქტურის, სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირებით, საავიაციო პერსონალის მომზადებით და საავიაციო შემთხვევებისა და  ინციდენტების მოკვლევით. 3. წინამდებარე წესების მიზნებისთვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოსაკვლევად.           მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ,,საავიაციო შემთხვევა” არის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე, თუ: ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან სერიოზულ დაზიანებას; ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად; ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილთან, რომელიც ხომალდს მოსცილდა) უშუალო შეხების შედეგად; ა.გ) რეაქტიული ძრავის აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად; შენიშვნა: საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანება მიღებულია ბუნებრივი მიზეზების გამო ან თვითდაზიანების შემთხვევაში, ან როცა იგი მიყენებულია სხვა პირის მიერ, ან როცა სხეულის დაზიანება მიიღო უბილეთო მგზავრმა, რომელიც იმალება მგზავრებისა და ეკიპაჟისათვის ხელმისაწვდომი ზონის გარეთ. ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან ირღვევა  მისი კონსტრუქცია;   ბ.ა) ირღვევა კონსტრუქციის სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლები; ბ.ბ) აუცილებელია საჰაერო ხომალდის კაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა; გარდა ძრავის მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავის,  (კაპოტების ან დამხმარე ნაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდებების, ნიჩბების, საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების, საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები),  ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებით და სეტყვის ან ფრინველებთან შეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენში რღვიების ჩათვლით); გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდება.“; ,,სერიოზული ინციდენტი” - სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიც მიანიშნებენ, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ადგილი ჰქონდა  საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას და რომელიც მოხდა პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ნებისმიერი პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე. შენიშვნა: სერიოზული ინციდენტების მაგალითების ნუსხა მოცემულია  წესის დანართ 1-ში. ,,ინციდენტი” - საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას მომხდარი ნებისმიერი მოვლენა, (საავიაციო შემთხვევის გარდა) რომელიც ახდენს ან შეეძლო გავლენა  მოეხდინა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე;  ,,აკრედიტებული წარმომადგენელი” - პირი, რომელიც დანიშნულია სახელმწიფოს მიერ, მისი კვალიფიკაციის საფუძველზე, სხვა სახელმწიფოს მიერ წარმოებულ მოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად. წევრი სახელმწიფოს მიერ დანიშნული აკრედიტებული წარმომადგენელი უნდა იყოს მოკვლევის ბიუროს  წარმომადგენელი. ,,მრჩეველი” - პირი, რომელიც დანიშნულია სახელმწიფოს მიერ, მისი კვალიფიკაციის საფუძველზე, მოკვლევაში მისი აკრედიტებული წარმომადგენლისათვის დახმარების გასაწევად; ,,მიზეზები“ - მოქმედებები, უმოქმედობები, ღონისძიებები, პირობები ან მათი კომბინაცია, რომელმაც გამოიწვია საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი;  მიზეზების დადგენა არ გულისხმობს ბრალის დაკისრებას ან ადმინისტრაციულ, სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას; ,,სასიკვდილო დაზიანება” - დაზიანება, რომელსაც განიცდის პირი საავიაციო შემთხვევის დროს ან რომელსაც შედეგად მოყვება სიკვდილი მოცემული საავიაციო შემთხვევიდან 30 დღის განმავლობაში. ,,საბორტო თვითჩამწერი” - ნებისმიერი ტიპის თვითჩამწერი, რომელიც დამონტაჟებულია საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის/ინციდენტის  მოკვლევის  ხელშესაწყობად; ,,საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა” - ჩიკაგოს კონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული საჰაერო ხომალდების საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა; ,,მოკვლევაზე უფლებამოსილი პირი” - კვალიფიკაციის საფუძველზე უფლებამოსილი პირი, რომელიც  პასუხისმგებელია მოკვლევის ორგანიზებაზე, განხორციელებასა და კონტროლზე; ,,ექსპლუატანტი” - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ან გამოდის ერთი ან მეტი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წინადადებით; ,,მონაწილე პირი” - საავიაციო შემთხვევასა თუ სერიოზულ ინციდენტში მონაწილე საჰაერო ხომალდის მფლობელი, ეკიპაჟის წევრი, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი; მოცემული საჰაერო ხომალდის ტექმომსახურებაში, კონსტრუირებაში, დამზადებაში ან მისი ეკიპაჟის მომზადებაში მონაწილე ნებისმიერი პირი; საჰაერო მოძრაობის მართვის, საფრენოსნო ინფორმაციის ან აეროდრომის მომსახურების უზრუნველმყოფელი ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის მომსახურებას;  სამოქალაქო ავიაციის პერსონალი. ,,წინასწარი ანგარიში” - კომუნიკაცია, მოკვლევის ადრეულ სტადიაზე მიღებული მონაცემების დაუყოვნებელი გავრცელებისათვის. ,,ნათესავები” - ოჯახის უშუალო წევრები და/ან აღმავალი ან დაღმავალი შტოს      ნათესავები და/ან სხვა პირი, რომელიც ახლო კავშირშია საავიაციო შემთხვევის მსხვერპლთან, მსხვერპლის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; ,,უსაფრთხოების მოკვლევა” - პროცესი, რომელსაც ატარებს  მოკვლევის ბიურო საავიაციო შემთხვევის და ინციდენტის პრევენციისათვის, რაც მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და დასკვნების გამოტანას, მათ შორის მიზეზების და/ან ხელშემწყობი ფაქტორების დადგენას და შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციების გაცემას; ,,უსაფრთხოების რეკომენდაციები” - საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების მოკვლევიდან გამომდინარე ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე მოკვლევის ბიუროს მიერ შემუშავებული წინადადებები; ,,სერიოზული დაზიანება” - სხეულის დაზიანება, რომელსაც განიცდის პირი საავიაციო შემთხვევის გამო და რომელიც მოიცავს ერთ-ერთ შემდეგ ფაქტორს: ა) 48 საათზე მეტი  ვადით ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, დაზიანების მიღების დღიდან 7 დღის განმავლობაში; ბ) ძვლის ნებისმიერი მოტეხილობა (გარდა ხელის და ფეხის თითების ან ცხვირის მარტივი მოტეხილობისა); გ) ნაფლეთი ჭრილობები, რომლებიც იწვევს სერიოზულ სისხლდენას ან სისხლჩაქცევას, ნერვის, კუნთის ან იოგის დაზიანებას; დ) ნებისმიერი შიდა ორგანოს დაზიანება; ე) მეორე ან მესამე ხარისხის დამწვრობა ან ნებისმიერი დამწვრობა, რომელიც მოიცავს სხეულის ზედაპირის 5%-ზე მეტს; ვ) დადასტურებულია, რომ პირი იმყოფებოდა მაინფიცირებელი ნივთიერებების ან მავნე რადიაციის ზემოქმედების ქვეშ. მუხლი 3🔗. წესის მოქმედების სფერო 1, ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების  მოკვლევისას: ა)   რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) რომელიც მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საჰაერო ხომალდს და რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, როდესაც მოცემულ მოკვლევას არ აწარმოებს სხვა სახელმწიფო; გ) რომელშიც საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის თანახმად, მოკვლევის განმახორციელებელი სახელმწიფოს თხოვნით საქართველო უფლებამოსილია დანიშნოს აკრედიტებული წარმომადგენელი რეგისტრაციის სახელმწიფოს, ექსპლუატანტის სახელმწიფოს, კონსტრუირების სახელმწიფოსა და ინფორმაციის, მოწყობილობისა თუ ექსპერტების უზრუნველმყოფი სახელმწიფოს ეგიდით მონაწილეობის მისაღებად; დ) რომელშიც საქართველოს მისი მოქალაქეების სასიკვდილო თუ სერიოზული დაზიანების გამო გააჩნია განსაკუთრებული ინტერესი, მოკვლევის განმახორციელებელი სახელმწიფო აძლევს ექსპერტის დანიშვნის უფლებას. 2. წინამდებარე წესი ასევე გამოიყენება საავიაციო შემთხვევაში მონაწილე საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი ყველა პირისა და ბორტზე არსებული სახიფათო ტვირთის შესახებ დროული ინფორმაციის გავრცელებისთვის და საავიაციო შემთხვევისას დაზარალებულთა და მათ ნათესავთა თანადგომისათვის. 3. წინამდებარე წესი არ გამოიყენება იმ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევისთვის, რომლებიც მოიცავს სამხედრო, საბაჟო, პოლიციისა თუ მსგავს სამსახურებში მონაწილე საჰაერო ხომალდებს. 4.  სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის  მაღალი ალბათობა,  იკვლევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი და/ან ავიასაწარმო და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მუხლი 4🔗. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების  მოკვლევის ბიურო 1. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების  მოკვლევის ბიუროს (შემდგომში „მოკვლევის ბიურო“) უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში „მინისტრი“). 2. სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი იმ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევას, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პასუხისმგებლობის ქვეშ, დამოუკიდებლად  აწარმოებს მოკვლევის ბიურო, რომელსაც გააჩნია საკუთარი ძალებით ან სხვა უსაფრთხოების მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სრული მოკვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი. 3. მოკვლევის ბიურო არის ფუნქციურად დამოუკიდებელი,  ფრენის ვარგისობაზე, სერტიფიკაციაზე, საფრენოსნო ექსპლუატაციაზე, ტექმომსახურებაზე, ლიცენზირებაზე, საჰაერო მოძრაობის კონტროლსა თუ აეროდრომის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი საავიაციო ხელმძღვანელობისაგან და ნებისმიერი სხვა მხარისაგან თუ უწყებისაგან, რომლის ინტერესები თუ ამოცანები შესაძლოა  ეწინააღმდეგებოდეს  მოკვლვევის ბიუროს ამოცანებს ან ზემოქმედებას ახდენდეს მის ობიექტურობაზე. 4. მოკვლევის ბიურო მოკვლევის ჩატარებისას არ  ხელმძღვანელობს არავის მითითებებით და მას გააჩნია შეუზღუდავი  უფლებამოსილება  მოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით. 5. მოკვლევის ბიურო უფლებამოსილია საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშაოს მოკვლევის პროცედურების სახელმძღვანელო, რომელსაც ამტკიცებს  მინისტრი. 6. მოკვლევის ბიურო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ საშუალებით, რომელიც საჭიროა მისი ამოცანის დამოუკიდებლად განხორციელებისათვის და  ამისათვის საკმარისი რესურსების მოძიებით. კერძოდ: ა) მოკვლევის ბიუროს უფროსს ვალდებულია გააჩნდეს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაში მისი მოვალეობების შესრულების გამოცდილება და კომპეტენცია, საერთაშორისო სტანდარტების, წინამდებარე წესის და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) მოკვლევის ბიუროს მომკვლევებს ენიჭებათ სტატუსი, (ეძლევათ მანდატი (მოწმობა), სადაც მითითებულია მათი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის საკანონმდებლო და სხვა საფუძველი. ეს მანდატი შეიცავს მომკვლევის სურათს და წარმოადგენს საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის დროს მათი მუშაობის კანონიერ საფუძველს), რომელიც მათთვის უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის საჭირო გარანტიებს;  შენიშვნა - მომკვლევის მოწმობის ნიმუში მოცემულია წესის დანართი 2-ში  გ) მოკვლევის ბიუროს მუდმივ შტატში  უნდა ირიცხებოდეს სულ მცირე ერთი მოქმედი მაღალკვალიფიციური მომკვლევი, რომელიც შეძლებს სერიოზული საავიაციო შემთხვევის არსებობისას მოკვლევაზე უფლებამოსილის ფუნქციის შესრულებას; დ) მოკვლევის ბიუროს მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები ანაზღაურდება  შესაბამისი  ბიუჯეტიდან.   ე)   მოკვლევის ბიუროს უნდა გააჩნდეს კვალიფიცირებული პერსონალი და სათანადო შესაძლებლობები, მათ შორის ოფისები და ანგარები საჰაერო ხომალდის და მისი შემადგენელი დაზიანებული ნაწილების  შენახვისა და დათვალიერებისათვის, უშუალოდ ან მე-6 მუხლში მითითებული თანამშრომლობის ან სხვა ქვეყნის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობასთან თუ ადგილობრივ უწყებასთან შეთანხხმების საფუძველზე.  მუხლი 5🔗. მოკვლევის განხორციელების ვალდებულება 1. ყველა ის საავიაციო შემთხვევა ან სერიოზული ინციდენტი, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე ექვემდებარება მოკვლევას მოკვლევის ბიუროს მიერ. 2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რეგისტრირებული  საჰაერო ხომალდი, მონაწილეობს საავიაციო შემთხვევასა თუ ინციდენტში და  შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიას მიეკუთვნება შემთხვევის  ადგილი, უსაფრთხოების მოკვლევას აწარმოებს მოკვლევის ბიურო, როგორც საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ქვეყანა. 3. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში  მითითებული  მოკვლევების ხანგრძლივობა და მათი ჩატარების პროცედურა მასშტაბიდან გამომდინარე და გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს მოკვლევის ბიუროს უფროსის მიერ, მათ შორის იმ საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებით, რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია ან ტოლია 2 250 კგ-ის. 4. მოკვლევის ბიურო უფლებამოსილია მოკვლევის სფეროში გამოცდილების ამაღლების მიზნით გადაწყვიტოს იმ ინციდენტების მოკვლევა, რომლებიც არ არის მითითებული ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში. 5. იმ შემთხვევაში თუ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინციდენტის მოკვლევისას გამოიკვეთება საავიაციო შემთხვევის დადგომის დიდი ალბათობა მოკვლევის ბიურო უფლებამოსილია გადაწყვიტოს ამ ინციდენტის მოკვლევა. 6. ამ მუხლის  პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული  მოკვლევა არ გულისხმობს  ბრალის ან პასუხისმგებლობის დადგენას. მოკვლევა უნდა ტარდებოდეს ბრალის განმსაზღვრელი ნებისმიერი სასამართლო თუ ადმინისტრაციული წარმოებისაგან დამოუკიდებლად და მათი შელახვის გარეშე. მუხლი 6🔗. თანამშრომლობა მოკვლევის ბიუროსა და სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებს შორის 1.  მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელობა საჭიროებისას უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა ქვეყნების მოკვლევის განმახორციელებელი ორგანოს  დახმარება. თუ შესაბამისი თხოვნის საპასუხოდ მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელობა თანხმობას მიიღებს დახმარების გაწევაზე, აღნიშნული დახმარება შეძლებისდაგვარად  უნდა იყოს უსასყიდლო. 2. მოკვლევის ბიურო უფლებამოსილია, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადასცეს საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის წარმოების უფლება სხვა შესაბამის მოკვლევის ორგანოს და ხელი შეუწყოს მოკვლევის პროცესს. მუხლი 7🔗. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების შესახებ შეტყობინების ვალდებულება 1. ნებისმიერმა პირმა, რომელსაც გააჩნია რაიმე ინფორმაცია მომხდარ საავიაციო შემთხვევაზე თუ ინციდენტზე ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით უნდა შეატყობინოს  მოკვლევის ბიუროს. 2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გადაცემისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების შესახებ დადგენილი წესის მოთხოვნები. 3. მოკვლევის ბიურომ ყველა იმ საავიაციო შემთხვევაზე და ინციდენტზე, რომლის შესახებაც მას მიღებული აქვს შეტყობინება,  საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად დადგენილი წესისამებრ უნდა შეატყობინოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) და ყველა დაინტერესებულ მხარეს.  მუხლი 8🔗. საქართველოს  მონაწილეობა მოკვლევაში 1, სხვა სახელმწიფოსაგან საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, თუ საქართველო წარმოადგენს რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, კონსტრუირების და/ან დამამზადებელ სახელმწიფოს, მოკვლევის ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევას ან სერიოზულ ინციდენტს იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველო აკრედიტებული წარმომადგენლის დანიშვნას საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად.  ასეთი აკრედიტებული წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში, თუ იგი აპირებს იმ ქვეყანაში გამგზავრებას, რომელმაც გამოაგზავნა შეტყობინება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სახელის და საკონტაქტო დეტალების ასევე მისი ჩასვლის მოსალოდნელი თარიღის შეტყობინება. მუხლი 9🔗. მომკვლევთა სტატუსი 1. საავიაციო შემთხვევაზე ან ინციდენტზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიუხედავად, მოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა გააჩნდეს საჭირო ზომების მიღების უფლებამოსილება  მოკვლევის წარმოების მიზნით. 2. მოკვლევაზე უფლებამოსილი პირი  უფლებამოსილია: ა)  მისთვის დაუყოვნებლივ და შეფერხების გარეშე ხელმისაწვდომი იყოს საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილი, ისევე როგორც საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები და  ნამსხვრევები; ბ) დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მტკიცებულებათა ჩამონათვალის, ნარჩენების და  კომპონენტების კონტროლირებული ამოღება შემოწმებისა და/ან ანალიზისათვის; გ) მისთვის დაუყოვნებლივ  იყოს ხელმისაწვდომი საბორტო თვითჩამწერები და ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერი და მათზე კონტროლი (მოთხოვნისას საგამოძიებო ორგანოებთან ერთად); დ) მოითხოვოს და ხელი შეუწყოს სასიკვდილოდ დაზიანებულ პირთა აუტოფსიას და მისთვის უშუალოდ ხელმისაწვდომი იყოს მოცემული აუტოფსიის ან აღებული სინჯების ანალიზის შედეგები; ე) მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში მონაწილე პირთა სამედიცინო გამოკვლევა და მათგან აღებული სინჯების შემოწმება. აღნიშნული გამოკვლევის და შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი იყოს მოკვლევაზე უფლებამოსილი პირისთვის; ვ) დაუკაშირდეს და შეამოწმოს თვითმხილველები და მოსთხოვოს მოკვლევასთან დაკავშირებით ინფორმაციის ან მტკიცებულების მიწოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  ზ) მისთვის უშუალოდ ხელმისაწვდომი იყოს სათანადო ინფორმაცია და/ან ჩანაწერები, რომლებიც ეკუთვნის მესაკუთრეს, კონსტრუქციის ტიპის სერტიფიკატის მფლობელს, პასუხისმგებელ ტექმომსახურების ორგანიზაციას, სასწავლო დაწესებულებას, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ან დამამზადებელს, სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროვაიდერებს ან აეროდრომის ექსპლუატანტებს. 3. საჭიროების შემთხვევაში მოკვლევაზე უფლებამოსილი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული უფლებამოსილებების ვადა გაუხანგრძლივოს, როგორც ადგილობრივ ექსპერტებსა და მრჩევლებს, ასევე აკრედიტირებულ წარმომადგენლებს, მათ ექსპერტებსა და მრჩევლებს, იმ ვადით, რაც საჭიროა მოკვლევის ეფექტური განხორციელებისათვის. აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელება არ შეაფერხებს სისხლის სამართლებრივ გამოძიებას.   4. ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობს მოკვლევაში, ვალდებულია საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს დამოუკიდებლად და არ დაემორჩილოს არავის მითითებებს, გარდა მოკვლევაზე უფლებამოსილი პირისა ან აკრედიტებული წარმომადგენლისა. მუხლი 10🔗. მოკვლევების კოორდინაცია 1. იმ შემთხვევაში, თუ ასევე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მოკვლევაზე უფლებამოსილ პირს. ამ შემთხვევაში მოკვლევაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა  უზრუნველყოს საბორტო თვითჩამწერების და ნებისმიერი ფიზიკური მტკიცებულების შენახვა. სამართლებრივი მოკვლევის მწარმოებელი ხელმძღვანელობა უფლებამოსილია დანიშნოს მოხელე, რომელიც თან გაჰყვება საბორტო თვითჩამწერებს თუ ფიზიკურ მტკიცებულებებს მათი გაშიფვრის თუ მათზე მუშაობის ადგილამდე. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ფიზიკური მტკიცებულება შეიძლება შეიცვალოს ან განადგურდეს მისი შემოწმებისა თუ ანალიზის შედეგად, საჭირო იქნება სამართლებრივი მოკვლევის მწარმოებელი ხელმძღვანელობის წინასწარი თანხმობა, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შელახვის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ გონივრულ დროში ან თხოვნის მიწოდებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში, არ მოხდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული წინასწარი ზომების შესაბამისად თანხმობის მიღება, ეს მოკვლევაზე უფლებამოსილს არ შეუშლის ხელს მოკვლევისა თუ ანალიზის ჩატარებაში. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი მოკვლევის მწარმოებელი ხელმძღვანელობა უფლებამოსილია მტკიცებულებათა ამოღებაზე (დაკავებაზე), მოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა გააჩნდეს დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა აღნიშნულ  ნივთმტკიცებაზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევისას ცნობილი გახდება ან არსებობს ეჭვი იმისა, რომ ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ჩარევის აქტს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოკვლევაზე უფლებამოსილმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის კომპეტენტურ ხელმძღვანელობას. მე-12 მუხლის შესაბამისად, მოკვლევისას შეგროვებული შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აღნიშნულ ხელმძღვანელობას და თხოვნის შემთხვევაში ამ ხელმძღვანელობას ასევე შეიძლება გადაეცეს შესაბამისი მასალა. შესაბამისი ინფორმაციის და მასალის გაზიარება საფრთხეს არ მიაყენებს მოკვლევის ბიუროს უფლებას გააგრძელოს მუშაობა იმ ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, რომელსაც შეიძლება გადასცემოდა ადგილის კონტროლი. 3. მოკვლევის ბიურო ერთის მხრივ და მეორე მხრივ სამართალდამცავი ორგანოების, სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, ძებნა-შველის სამსახურის ხელმძღვანელობა, რომელიც  აწარმოებს საქმის გამოძიებას და/ან მოკლვლევას მოკვლევის ბიუროს პარალელურად მოკვლევასთან დაკავშირებულ საქმიანობაში თანამშრომლობენ. ამასთან, მოკვლევის ბიურო მის მიერ მოკვლევის წარმოებისას დამოუკიდებელია აღნიშნული უწყებების მხრიდან ნებისმიერი სახის ჩარევისგან, რაც ტექნიკურად მოკვლევის ეფექტურად და შეუფერხებლად ჩატარების წინაპირობაა. აღნიშნული ზომები, მოიცავს შემდეგ ასპექტებს: ა) საავიაციო შემთხვევის ადგილის ხელმისაწვდომობა; ბ) მტკიცებულების შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა; გ) თითოეული პროცესის მდგომარეობის შესახებ საწყისი და მიმდინარე ანგარიშები; დ) ინფორმაციის გაცვლა; ე) უსაფრთხოების ინფორმაციის სათანადო გამოყენება; ვ) კონფლიქტების აღმოფხვრა; ზ) სხვა ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოკვლევის ბიუროს დამოუკიდებლობას. მუხლი 11🔗. მტკიცებულებების შენახვა 1. საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები, საავიაციო შემთხვევის შემდეგ დარჩენილი ნამსხვრევები, საბორტო და სახმელეთო ობიექტური კონტროლის საშუალებები, აგრეთვე ხმელეთზე არსებული საბუთები, რომლებიც შეეხება საჰაერო ხომალდის რემონტს, ექსპლუატაციასა და მისი ფრენის უზრუნველყოფას, ითვლება საავიაციო შემთხვევის ნივთიერ მტკიცებულებებად და მომკვლევი კომისიისათვის გადაცემამდე დაცული უნდა იქნეს მათი ხელშეუხებლობა. 2. ნივთიერ მტკიცებულებათა განზრახ დაზიანება-განადგურებაში ბრალეული პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით. 3. საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოხდენის ადგილზე მოკვლევის ბიუროს მომკვლევთა მისვლამდე, დაუშვებელია შემთხვევის ადგილის მდგომარეობის შეცვლა, სინჯების აღება, სხ-ის დაძვრის ან სხ-ის შემადგენელი ნაწილების  თუ ნამსხვრევების ან სინჯების აღების  უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული აუცილებელია უსაფრთხოების მიზნების გამო, დაზარალებულთა დახმარებისათვის, ადგილის მაკონტროლებელი ხელმძღვანელობის საგანგებო ნებართვის საფუძველზე ან/და შესაძლებლობისამებრ, მოკვლევის ბიუროსთან  კონსულტაციის შედეგად. 4. ნებისმიერმა მონაწილე პირმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა საავიაციო შემთხვევასთან ან ინციდენტთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალისა და ჩანაწერების შესანახად, კერძოდ, საუბრებისა და განგაშის ჩანაწერთა ფრენის შემდეგ  წაშლის თავიდან აცლების მიზნით. მუხლი 12🔗. უსაფრთხოების კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა 1, დაუშვებელია შემდეგი ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ან/და გამოყენება გარდა  მოკვლევის მიზნებისთვის: ა) მოკვლევის ბიუროს მომკვლევის მიერ მოკვლევის მანძილზე ნებისმიერი პირისაგან  მიღებული ნებისმიერი განცხადება; ბ) იმ პირთა ვინაობის დასადგენი ჩანაწერები, რომლებმაც მიაწოდეს მტკიცებულება მოკვლევის განმავლობაში; გ) მოკვლევის ბიუროს მიერ შეგროვებული ინფორმაცია, რომელიც განსაკუთრებით კონფიდენციალურია ან პირად ხასიათს ატარებს, მათ შორის პირთა ჯანმრთელობის შესახებ; დ) მოკვლევის პროცესში მიღებული მასალა, როგორიცაა მომკვლევთა შენიშვნები, ჩანაწერები, წერილობითი შეხედულებები, ინფორმაციის ანალიზთან დაკავშირებული შეხედულებები, მათ შორის საბორტო თვითმწერის ინფორმაცია; ე) ინფორმაცია და მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენენ სხვა სახელმწიფოთა მომკვლევები საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად; ვ) წინასწარი ან საბოლოო ანგარიშების ან შიდა განცხადებების შავი ჩანაწერები; ზ) კაბინის ხმოვანი და გამოსახულებიანი ჩანაწერები და მათი გაშიფვრა, ისევე როგორც ხმოვანი ჩანაწერები საჰაერო მოძრაობის კონტროლის განყოფილებებში, და ასევე იმ ინფორმაციის უზრუნველყოფა, რომელიც არ არის დაკავშირებული მოკვლევასთან, კერძოდ ის ინფორმაცია, რომელიც არის პირადი ხასიათის, სათანადოდ უნდა იყოს დაცული, ამ მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გარეშე. 2, დაუშვებელია შემდეგი ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ან გამოყენება მოკვლევის მიზნით გარდა ან სხვა დანიშნულებით, რომელიც მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლებისათვის: ა) სრული კომუნიკაცია იმ პირებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში; ბ) საჰაერო მოძრაობის მართვის ერთეულების წერილობითი ან ელექტრონული ჩანაწერები და ჩანაწერების გაშიფვრა, მათ შორის შიდა მიზნებისთვის შესრულებული შეტყობინებები და ანგარიშები; გ) ადრესატებისათვის მოკვლევის ბიუროსაგან გადაგზავნილი უსაფრთხოების რეკომენდაციების თანმხლები წერილები, რომელიც მოთხოვნილია   რეკომენდაციის გამცემი მოკვლევის ბიუროს მიერ; დ) საავიაციო მოვლენების შესახებ  შეტყობინებები. შენიშვნა: -საბორტო თვითჩამწერის ჩანაწერები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ან გამოყენებული ამ მოკვლევის, ფრენის ვარგისობის ან ტექმომსახურების მიზნების გარდა, გამონაკლისია, თუ მოცემული ჩანაწერები დეიდენტიფიცირებული ან გამომჟღავნებულია უსაფრთხოების პროცედურების დაცვით. 3. მიუხედავად ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული გარემოებებისა, სამართალდამცავი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს, რომ პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ჩანაწერების,კანონით დაუშვებელი ნებისმიერი მიზნით, გამჟღავნება უფრო მნიშვნელოვანია და საჭირო, ვიდრე ის უარყოფითი საშინაო და საერთაშორისო ზეგავლენა, რაც აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნებამ შეიძლება იქონიოს მიმდინარე ან პოტენციური  მოკვლევის პროცესზე. პირველ და მე-2 პუნქტების ჩანაწერების მიწოდება მოკვლევისაგან განსხვავებული მიზნებით და იმ მიზნებით, რომლებიც არ ითვალისწინებს საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით. 4. შესაძლებელია მხოლოდ იმ მონაცემების გამომჟღავნება, რომლებიც  უკიდურესად აუცილებელია მე-3 პუნქტში მითითებული მიზნებისათვის. მუხლი 13🔗. ინფორმაციის გადაცემა 1. მოკვლევის ბიუროს თანამშრომელი  ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოწვეულია მოკვლევის ბიუროს მიერ წარმოებულ მოკვლევაში მონაწილეობისათვის, ვალდებულია დაემორჩილოს პროფესიული საიდუმლოების დაცვის ყველა წესს, მათ შორის იმ წესებს, რომლებიც შეეხება იმ პირთა ანონიმურობას, რომლებიც მონაწილეობენ საავიაციო შემთხვევაში ან ინციდენტში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მე-14 და მე-15 მუხლებში მითითებული ვალდებულებების დარღვევის გარეშე, მოკვლევის ბიურო ვალდებულია, ის ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საავიაციო შემთხვევებისა თუ ინციდენტების პრევენციისათვის,  მიაწოდოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჰაერო ხომალდის ან საჰაერო ხომალდის მოწყობილობის დამზადებასა თუ ტექმომსახურებაზე, ასევე იმ პირებს და იურიდიულ ერთეულებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა თუ პერსონალის მომზადებაზე. 3. მე-14და მე-15 მუხლებში მითითებული  ვალდებულებების დარღვევის გარეშე, მოკვლევის ბიურომ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ უნდა მიაწოდოს შესაბამისი ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელსაც მიიღებს მოკვლევის დროს, გარდა მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან/და ინტერესთა კონფლიქტის გამომწვევი ინფორმაციისა. 4. მოკვლევის ბიურო უფლებამოსილია, ინფორმაცია მიაწოდოს დაზარალებულებს და მათ ნათესავებს ან ნაცნობებს ან საჯაროდ გამოაცხადოს ნებისმიერი ინფორმაცია ფაქტობრივი დაკვირვებების, მოკვლევის პროცესის წარმართვის, შესაძლო წინასწარი ანგარიშების ან დასკვნების და/ან უსაფრთხოების რეკომენდაციების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს ზიანს არ მიაყენებს მოკვლევას და სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებამდე, მოკვლევის ბიურო ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს დაზარალებულებს და მათ ნათესავებს ან მათთან დაკავშირებულ პირებს ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს  მოკვლევის ამოცანები. მუხლი 14🔗. მოკვლევის ანგარიში 1. მოკვლევა  სრულდება ანგარიშის სახით, დასკვნით,  საავიაციო შემთხვევის თუ ინციდენტის ტიპისა და სერიოზულობის შესაბამისად. ანგარიშში აისახება, რომ მოკვლევის ერთადერთი მიზანია შემდგომში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილება, ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის გარეშე. ანგარიში შეიცავს შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციებს. 2. ანგარიშში დაცულია ნებისმიერი პირის ანონიმურობა, რომელიც მონაწილეობს საავიაციო შემთხვევასა თუ სერიოზულ ინციდენტში. 3. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის  დასრულებამდე შესაძლებელია ანგარიშის გამოქვეყნება, მოკვლევის ბიუროს შეუძლია ანგარიშის გამოქვეყნებამდე მოითხოვოს კომენტარები დაინტერესებული უფლებამოსილი ორგანოდან და მათი მეშვეობით შესაბამისი კონსტრუქციის, დამამზადებლისა და ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელებისაგან. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან დაექვემდებარონ ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის წესებს კონსულტაციის შინაარსის თვალსაზრისით. 4. საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე მოკვლევის ბიურო ვალდებულია მოითხოვოს კომენტარები დაინტერესებული უფლებამოსილი ორგანოდან და მათი მეშვეობით შესაბამისი კონსტრუქციის, დამამზადებლისა და ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელებისაგან. კომენტარების მოთხოვნისას მოკლვევის ბიურო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით  და რეკომენდებული პრაქტიკით. 5. მე-14 მუხლით წარმოდგენილი ინფორმაცია აისახება ანგარიშში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეეხება საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის ანალიზს. ის ინფორმაცია ან მისი ნაწილი, რომელიც არ არის დაკავშირებული ანალიზთან, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას. 6. მოკვლევის ბიურო საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, საავიაციო შემთხვევისა თუ სერიოზული ინციდენტის მოხდენიდან 12 თვის განმავლობაში. 7. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება  შეუძლებელია 12 თვის განმავლობაში, მოკვლევის ბიურო  ვალდებულია გააკეთოს შუალედური (საჯარო) განცხადება საავიაციო შემთხვევისა თუ სერიოზული ინციდენტის მოხდენიდან ყოველი წლის თავზე, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული მოკვლევის მიმდინარეობა და უსაფრთხოების საკითხები. 8. მოკვლევის ბიურო უზრუნველყოფს საბოლოო ანგარიშის ასლის და უსაფრთხოების რეკომენდაციების შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში გაგზავნას: ა) შესაბამისი დაინტერესებული სახელმწიფოების სამოქალაქო ავიაციის და მოკვლევის ორგანოების ხელმძღვანელობისთვის, ასევე იკაო-სთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად; ბ) ანგარიშში მითითებული უსაფრთხოების რეკომენდაციების ადრესატებისთვის; მუხლი 15🔗. უსაფრთხოების რეკომენდაციები 1. მოკვლევის ნებისმიერ სტადიაზე  მოკვლევის ბიურო ვალდებულია,  სათანადო მხარეებთან შესაბამისი კონსულტაციის შემდგომ, ოფიციალური კორესპოდენციის საშუალებით, დაუყოვნებლივ მისცეს რეკომენდაცია დაინტერესებულ ხელმძღვანელობას ნებისმიერი პრევენციული ზომის გატარებაზე, რომელსაც მიიჩნევს საჭიროდ საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის. 2. მოკვლევის ბიურო ასევე უფლებამოსილია გასცეს უსაფრთხოების რეკომენდაციები რიგი მოკვლევების შესწავლისა თუ ანალიზის საფუძველზე ან ნებისმიერი სხვა საქმიანობის საფუძველზე. 3. უსაფრთხოების რეკომენდაციები არ არღვევს საავიაციო შემთხვევასა და ინციდენტში მონაწილე პირთა   უდანაშაულობის პრეზუმფციას. მუხლი 16🔗. უსაფრთხოების რეკომენდაციების და უსაფრთხოების რეკომენდაციების მონაცემთა ბაზის კონტროლი 1. მოკვლევის ბიუროს მიერ გამოცემული უსაფრთხოების რეკომენდაციის ადრესატი ვალდებულია დაადასტუროს მე-15 მუხლით გათვალისწინებული ოფიციალური კორესპოდენციის მიღება და მისი მიღებიდან 90 დღის განმავლობაში შეატყობინოს მოკვლევის ბიუროს, გატარებული პრევენციული ზომების ან იმ ზომების შესახებ, რომლის გატარებაც დაგეგმილია გარკვეულ დროში, ასევე სათანადო შემთხვევაში, არგუმენტაცია თუ რატომ არ იქნა ზომები მიღებული. 2. პასუხის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში  მოკვლევის ბიურო  ატყობინებს ადრესატს შეესაბამება თუ არა გატარებული ზომები მოთხოვნილს და იძლევა დასაბუთებას, როცა ის არ ეთანხმება ადრესატის გადაწყვეტილებას ზომების მიუღებლობაზე. 3. მოკვლევის ბიურო ურუნველყოფს მის მიერ გამოცემულ უსაფრთხოების რეკომენდაციებზე მიღებული პასუხების აღსარიცხად შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. 4. თითოეულმა ერთეულმა, რომელიც იღებს უსაფრთხოების რეკომენდაციებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვალდებულია მიღებული უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულებაზე აწარმოოს კონტროლი.   მუხლი 17🔗. საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული პირების და სახიფათო ტვირთის შესახებ ინფორმაცია 1.ავიაკომპანიები, რომლებიც ფრენებს აწარმოებენ საქართველოში უზრუნველყოფენ  იმ პროცედურების დანერგვას, რომელთა საშუალებით: ა) შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, საავიაციო შემთხვევის შესახებ შეტყობინებიდან სულ მცირე ორი საათის განმავლობაში შესაძლებელია შეიქმნას შემოწმებული სია, რომელიც დაფუძნებულია  ბორტზე მყოფი ყველა პირის შესახებ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე; ბ)  საჰაერო ხომალდის საავიაციო შემთხვევის შესახებ შეტყობინებისთანავე დაუყოვნებლივ შეადგინოს ჩამონათვალი ბორტზე არსებული საშიში ტვირთის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში. მითითებული სია ხელმისაწვდომია მოკვლევის ბიუროსთვის, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ბორტზე მყოფი პირების ნათესავებთან და საჭიროების შემთხვევაში, იმ სამედიცინო ერთეულებთან, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ ინფორმაცია დაზარალებულთა დასახმარებლად. 3. იმისათვის, რომ მგზავრთა ნათესავებს ჰქონდეთ იმ საჰაერო ხომალდის ბორტზე, რომელმაც განიცადა საავიაციო შემთხვევა მყოფი მათი ნათესავების შესახებ ინფორმაციის სწრაფი მიღების საშუალება, ავიაკომპანია ვალდებულია მისცეს ასეთ ნათესავებს საშუალება იმ პირის სახელის და საკონტაქტო დეტალების მიღებაზე, რომელსაც შეხება აქვს საავიაციო შემთხვევასთან. ასეთი ინფორმაცია ავიაკომპანიის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საავიაციო შემთხვევისას და არ უნდა  გადაეცეს მესამე მხარეს ან გამოყენებულ არ უნდა იქნეს კომერციული მიზნით. მუხლი 18🔗. საავიაციო შემთხვევისას დაზარალებულთა და მათი ნათესავების თანადგომა 1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია ჰქონდეს საავიაციო შემთხვევისაგან დაზარალებულთა და მათი ნათესავების ფსიქოლოგიური თანდაგომის პროგრამა. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მონიტორინგს განახორცილებს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“. 2. დაინტერესებული ქვეყნის კომპეტენტური ორგანო, რომელსაც მისი მოქალაქეების სასიკვდილო ან სერიოზული დაზიანების გამო გააჩნია განსაკუთრებული ინტერესი იმ საავიაციო შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება დანიშნოს ექსპერტი, რომელიც უფლებამოსილია: ა) ეწვიოს საავიაციო შემთხვევის ადგილს; ბ) გააჩნდეს შესაბამისი ფაქტობრივი ინფორმაციის წვდომა, რომელიც შეთანხმებულია საჯარო გამოქვეყნებისათვის მოკვლევის ბიუროს  მიერ და მიიღოს ინფორმაცია მოკვლევის განვითარების შესახებ; გ) მიიღოს საბოლოო ანგარიშის ასლი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ექსპერტი უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითანამშრომლოს მსხვერპლის იდენტიფიკაციისას და  შეხვდეს თავისი ქვეყნის გადარჩენილ მოქალაქეებს. მუხლი 19🔗. წინასწარი ანგარიში 1.  საავიაციო შემთხვევის დროს, როცა საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა  2 250 კგ-ზე მეტია, მოკვლევის ბიურო წინასწარ ანგარიშს უგზავნის: ა) რეგისტრაციის ან შემთხვევის ადგილის ქვეყანას (სიტუაციიდან  გამომდინარე); ბ) ექსპლუატანტის ქვეყანას; გ) შემმუშავებლის ქვეყანას; დ) დამამზადებლის ქვეყანას; ე) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი ინფორმაცია, ძირითადი მოწყობილობები ან ექსპერტები; ვ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO). 2.  საავიაციო შემთხვევის დროს, როცა საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 2 250 კგ. ან ნაკლებია და არსებობს საჰაერო ხომალდის ვარგისობასთან დაკავშირებული ან სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კითხვები, მოკვლევის ბიურო წინასწარ ანგარიშს უგზავნის: ა) რეგისტრაციის ან შემთხვევის ადგილის ქვეყანას (სიტუაციიდან  გამომდინარე); ბ) ექსპლუატანტის ქვეყანას; გ) შემმუშავებლის ქვეყანას; დ) დამამზადებლის ქვეყანას; ე) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი ინფორმაცია, ძირითადი მოწყობილობები ან ექსპერტები. 3. წინასწარი ანგარიში შესაბამის ქვეყნებსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO)-ს  ეგზავნება ერთ-ერთ სამუშაო ენაზე. 4. წინასწარი ანგარიში იგზავნება ფაქსის, ელექტრონული ან ავია ფოსტის საშუალებით, საავიაციო შემთხვევიდან 30 დღის განმავლობაში, თუ ამ დროისთვის არ იყო გაგზავნილი ინფორმაციული ანგარიში. მაშინ, როცა საკითხი ეხება უშუალოდ უსაფრთხოებას, წინასწარი ანგარიში იგზავნება დაუყოვნებლივ, ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნებისმიერი საშუალების გამოყენებით. მუხლი 20🔗. საინფორმაციო ანგარიში საავიაციო შემთხვევაზე/ინციდენტზე 1. საავიაციო შემთხვევის დროს, როცა საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 2 250 კგ-ზე მეტია, მოკვლევის ბიურო, მოკვლევის შემდეგ პირველი შესაძლებლობისთანავე აგზავნის ინფორმაციულ ანგარიშს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში. 2. მოკვლევის ბიურო, სხვა ქვეყნებიდან მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის შესაბამის დამატებით ინფორმაციას მომხდარ საავიაციო შემთხვევაზე/ინციდენტზე. 3. საავიაციო შემთხვევის დროს, როცა საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 5700 კგ-ზე მეტია, მოკვლევის ბიურო, მოკვლევის შემდეგ პირველი შესაძლებლობისთანავე აგზავნის ინფორმაციულ ანგარიშს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში. შენიშვნა: ინციდენტების მაგალითების ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითად ინტერესს მოცემულია წესის დანართი 1. მუხლი 21🔗. საავიაციო შემთხვევის/ინციდენტის  მოკვლევის განახლება საავიაციო შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევა შესაძლებელია განახლდეს თუ დაინტერესებული მხარის მიერ  წარმოდგენილი იქნება ახალი მტკიცებულება, რომელსაც შეუძლია ძირეულად შეცვალოს შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევის ანალიზი და მომკვლევის მიერ შექმნილი ანგარიში. მუხლი 22🔗. საავიაციო შემთხვევების/ინციდენტების აღრიცხვა და მოკვლევის მასალების შენახვა საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს რეესტრში დარეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე მომხდარ თითოეულ საავიაციო შემთხვევასთან/ინციდენტთან დაკავშირებული მასალები და მოკვლევის ანგარიში ინახება ბიუროში, მის მიერ წარმოებულ საავიაციო შემთხვევების/ინციდენტების უწყებრივ რეესტრში, 10 წლის განმავლობაში.